ღობისქვეშა საძირკველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ღობისქვეშა საძირკველი – საძირკვლის ტიპი, რომელიც ეწყობა ტერიტორიის შემომფარგვლელი ღობის ქვეშ. იგი შეიძლება იყოს სვეტოვანი, ლენტური, სვეტოვან-ლენტური და ხიმინჯოვანი. სახეობა დამოკიდებულია ღობის წონაზე (მასალაზე), ღობის კონსტრუქციაზე, ადგილმდებარეობის რელიეფზე, გრუნტის მახასიათებლებზე და ღობის მეპატრონის ფინანსურ შესაძლებლობებზე.