უთუ
(→წყარო) |
|||
ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:შუმერული მითები]] | [[კატეგორია:შუმერული მითები]] | ||
+ | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
+ | [[კატეგორია:ღმერთები]] | ||
+ | [[კატეგორია:შუმერული ღვთაებანი]] | ||
+ | [[კატეგორია:ასტრალური ღვთაებანი]] |
16:12, 25 ივლისი 2017-ის ვერსია
უთუ – (შუმ.) მზის ღმერთი; მისი არქაული იდეოგრამა გამოხატავს ამომავალ მნათობს. უთუ ითვლება სინის ძედ, და ამრიგად, დაქვემდებარებული ადგილი უჭირავს კულტში. იგი იმავე რანგის ღვთაებაა, როგორისაც ინანა, მისი და; უთუ ზრუნავს თავის ქალწულ დაზე, მონაწილეობას იღებს მისი ბედის გადაწყვეტაში – ურჩევს საქმაოდ მწყემსს დუმუზის, რომელიც შუმერულ ტექსტებში თავის თავს უთუს სიძედ იხსენიებს. უთუც მფარველობას და შემწეობას უწევს თავის სიძეს – ყურადიღებს მის მუდარას გასაჭირში, როცა ქვესკნელის მავნენი ედევნებიან დუმუზის.
ღამეს უთუ თავისი დედის სახლში ათევს, საიდანაც კვლავ ამოდის დილით. ამიტომაც „მზის ჩასვლას“ შუმერულ ენაზე გამოხატავდნენ ფიგურალურად: „უთუ დედის სახლისაკენ დაბრუნებული“; უთუ ამ დროს ისვენებს, იგი გათავისუფლებულია დღიური ტვირთისაგან (აღსანიშნავია, რომ „დედასთან დაბრუნება“ – ამა-არ-გი – შუმერულად „გათავისუფლებას“ ნიშნავს).
უთუ ითვლება ურუქის ლეგენდარული მეფეების, მესქიაგაშერის და მისი ძის, ენმერქარის მამად: შუმერის მეფეთა სიაში ისინი იწოდებიან „უთუს ძედ“ ისევე, როგორც მითოლოგიურ თქმულებებში („ენმერქარი, ძე უთუსი“). გილგამეშის შუმერულ სიმღერაში უთუს შთაგონებით ილაშქრებს ურუქელი გმირი ხუმბაბასკენ, რათა დაამკვიდროს იქ უთუს სახელი.