ჯამი ხის
(→წყარო) |
|||
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
[[კატეგორია:ჭურჭელი]] | [[კატეგორია:ჭურჭელი]] | ||
+ | [[კატეგორია:სამზარეულო ჭურჭელი]] | ||
+ | [[კატეგორია:სამეურნეო ჭურჭელი]] | ||
+ | [[კატეგორია:ხის ჭურჭელი]] |
მიმდინარე ცვლილება 17:58, 29 იანვარი 2022 მდგომარეობით
ჯამი ხის - ხის ჭურჭლის ნაირსახეობა.
საბას განმარტებით, ჯამი „წნოანთა“ ზოგადი სახელია და აერთიანებს შემდეგ სახეებს: ბადია, ლოდაკი, უსკურა, პინაკი, ფილჯამი.
ეთნოგრაფიულ ყოფაში ხის ჯამების სახეობანი გაცილებით მეტია და საჭმელთან დაკავშირებული ამ ჭურჭლის სახეობანი ერთ კლასიფიკაციაში ექცევა. საგულისხმოა, რომ ჯამი იყო როგორც ფეხიანი, ასევე უფეხოც. საქართველოს მთიანეთში გავრცელებული იყო დიდი საფაფე ჯამები, საიდანაც სამი-ოთხი კაცი ერთდროულად ჭამდა თავისი კოვზით. ჯამები ნაწილდებოდა ასაკისა და სქესის მიხედვით. მაგ., საჯალაბო, საკაცო, საქალო, საბალღო, რომლებიც განირჩევიან სიდიდითაც.
სამეურნეო და სამზარეულო საქმეშიც სხვადასხვანაირი ჯამები იყო გავრცელებული. მაგ., * ჯამი ქუმელის საზელი (თუშ.), საკუსე - ყველის დასადები (ხევს.), ჯამი ნაოთხალი, ხომიკა, საჩაჩიქულე (ხევს.), წიწანი (ფშ.), ცუტუნი (თუშ.), ხონურა (ფშ.), სალობიე, საფაფე და ა.შ.
ჯამი იმდენად გავრცელებული ნივთი იყო, რომ დროთა განმავლობაში ჭურჭელთა ზოგადი სახელწოდება მიიღო. სამზარეულოს უფროსს ძველ საქართველოში „მეჯამეთუხუცესი“ ეწოდა. ყოფასა და წერილობით წყაროებში გავრცელებული კომპოზიტები - ჯამ-ბუნაგი, ჯამ-ჭურჭელი, ჯამტაბაკი, ჯამ-ჭიქნი, ჯამ-თასი ამ ჭურჭლის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988. ე.ნ.