ქიქოძე შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Qiqodze shalva.jpg|thumb|'''შალვა ქიქოძე''']]
+
[[ფაილი:Qiqodze shalva.jpg|thumb|150პქ|'''შალვა ქიქოძე''']]
 
'''ქიქოძე შალვა გერასიმეს ძე''' - (27.V.1894, ბახვი 7.X.1921, ფრაიბურგი) - ფერმწერი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი, ქართული მოდერნიზმის
 
'''ქიქოძე შალვა გერასიმეს ძე''' - (27.V.1894, ბახვი 7.X.1921, ფრაიბურგი) - ფერმწერი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი, ქართული მოდერნიზმის
 
ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი.
 
ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი.
  
 
====ბიოგრაფია====
 
====ბიოგრაფია====
მხატვრის მამა, გერასიმე ქიქოძე, კოლეგიის რეგისტრატორი იყო. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში (1902-1912). ამ პერიოდში რუსულიდან თარგმნა და დაასურათა სერ არტურ კონან დოილის „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“, შექმნა ილუსტრაციები [[ამირანი|ამირანის]] თქმულებისათვის, ხატავდა სასწავლებელში მოღვაწე რეაქციონერი პედაგოგების კარიკატურებს. გიმნაზიის სრული კურსის დამთავრების შემდეგ დაენიშნა [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] სტიპენდია და ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (1914). პარალელურად აბარებდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების ინსტიტუტში, სადაც მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოხვდა (1916-1918). ამ პერიოდში მხატვრის კარიკატურები და მეგობრული შარჟები „შალიკოს“ ფსევდონიმით იბეჭდებოდა მოსკოვის თეატრალურ ჟურნალში „რამპა და ცხოვრება“. ა. ბახრუშინის სახელობის სახელმწიფო თეატრის მუზეუმში დაცულია მოსკოვის თეატრ-კაბარე „ღამურას“ ფარდა, რომელიც შ. ქიქოძის მიერ არის მოხატული.
+
მხატვრის მამა, გერასიმე ქიქოძე, კოლეგიის რეგისტრატორი იყო. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში (1902-1912). ამ პერიოდში რუსულიდან თარგმნა და დაასურათა სერ არტურ კონან დოილის „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“, შექმნა ილუსტრაციები [[ამირანი|ამირანის]] თქმულებისათვის, ხატავდა სასწავლებელში მოღვაწე რეაქციონერი პედაგოგების კარიკატურებს. გიმნაზიის სრული კურსის დამთავრების შემდეგ დაენიშნა [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] სტიპენდია და ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (1914). პარალელურად აბარებდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების ინსტიტუტში, სადაც მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოხვდა (1916-1918). ამ პერიოდში მხატვრის კარიკატურები და მეგობრული შარჟები „შალიკოს“ ფსევდონიმით იბეჭდებოდა მოსკოვის თეატრალურ ჟურნალში „რამპა და ცხოვრება“. ა. ბახრუშინის სახელობის სახელმწიფო თეატრის მუზეუმში დაცულია მოსკოვის თეატრ-[[კაბარე]] „ღამურას“ [[ფარდა]], რომელიც შ. ქიქოძის მიერ არის მოხატული.
  
 
არდადეგებზე [[საქართველო|საქართველოში]] ჩამოსული [[შევარდნაძე დიმიტრი|დ. შევარდნაძის]] მიერ ჩამოყალიბებული პირველი პროფესიული საზოგადოებრივ-კულტურული ორგანიზაციის „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ საქმიანობაში ჩაერთო (1916). მონაწილეობდა „[[საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება|საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა]]“ და „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მიერ ერთობლივად მოწყობილ პირველ სამხატვრო-სამეცნიერო ექსპედიციაში ნაბახტევის ეკლესიის მხატვრობის პირების გადმოსაღებად. გარდა ამისა, მხატვარმა ცხენით შემოიარა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, [[კახეთი]], აჭარა. ამ მოგზაურობით გამოწვეული ემოციური შთაბეჭდილებები მისმა დღიურებმა შემოგვინახა.  
 
არდადეგებზე [[საქართველო|საქართველოში]] ჩამოსული [[შევარდნაძე დიმიტრი|დ. შევარდნაძის]] მიერ ჩამოყალიბებული პირველი პროფესიული საზოგადოებრივ-კულტურული ორგანიზაციის „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ საქმიანობაში ჩაერთო (1916). მონაწილეობდა „[[საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება|საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა]]“ და „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მიერ ერთობლივად მოწყობილ პირველ სამხატვრო-სამეცნიერო ექსპედიციაში ნაბახტევის ეკლესიის მხატვრობის პირების გადმოსაღებად. გარდა ამისა, მხატვარმა ცხენით შემოიარა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, [[კახეთი]], აჭარა. ამ მოგზაურობით გამოწვეული ემოციური შთაბეჭდილებები მისმა დღიურებმა შემოგვინახა.  
  
1918 წელს სამშობლოში დაბრუნებული მხატვარი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო. ამავე წლის ბოლოს აირჩიეს „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მდივნად. საქართველოში მჭიდროდ თანამშრომლობდა ჟურნალებთან. მისი კარიკატურები იბეჭდებოდა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალებში „ლახტი“ და „[[ეშმაკის მათრახი]]“, „ახირებული“; თეატრალურ ჟურნალებში „[[თეატრი და ცხოვრება (ჟურნალი)|თეატრი და ცხოვრება]]“ და „თეატრი და მუსიკა“, რუსულენოვან გამოცემაში „ხელოვნება“ (რედ. ი. ლვოვი და დ. ტამუროვი). ზოგიერთი ამ გამოცემის რედკოლეგიის წევრიც იყო. საქართველოს დემოკრატიულ პრესაში მისი შესრულებული არაერთი ჩანახატი დაიბეჭდა. აქტიურად ეხმიანებოდა იმ დროს არსებულ ვითარებას და ჟურ. „ეშმაკის მათრახში“ ქმნიდა იმ დროს მოღვაწე პოლიტიკოსების, კულტურული და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მოვლენების კარიკატურებს.
+
1918 წელს სამშობლოში დაბრუნებული [[მხატვარი]] საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო. ამავე წლის ბოლოს აირჩიეს „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მდივნად. საქართველოში მჭიდროდ თანამშრომლობდა ჟურნალებთან. მისი კარიკატურები იბეჭდებოდა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალებში „ლახტი“ და „[[ეშმაკის მათრახი]]“, „ახირებული“; თეატრალურ ჟურნალებში „[[თეატრი და ცხოვრება (ჟურნალი)|თეატრი და ცხოვრება]]“ და „თეატრი და მუსიკა“, რუსულენოვან გამოცემაში „ხელოვნება“ (რედ. ი. ლვოვი და დ. ტამუროვი). ზოგიერთი ამ გამოცემის რედკოლეგიის წევრიც იყო. საქართველოს დემოკრატიულ პრესაში მისი შესრულებული არაერთი ჩანახატი დაიბეჭდა. აქტიურად ეხმიანებოდა იმ დროს არსებულ ვითარებას და ჟურ. „ეშმაკის მათრახში“ ქმნიდა იმ დროს მოღვაწე პოლიტიკოსების, კულტურული და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მოვლენების კარიკატურებს.
  
მხატვარი, რეჟისორ [[ჯაბადარი გიორგი|გ. ჯაბადარი]]ს მიწვევით, მუშაობდა მის მიერ ჩამოყალიბებული სტუდიის სპექტაკლების გაფორმებაზეც
+
მხატვარი, რეჟისორ [[ჯაბადარი გიორგი|გ. ჯაბადარი]]ს მიწვევით, მუშაობდა მის მიერ ჩამოყალიბებული სტუდიის სპექტაკლების გაფორმებაზეც (1918). შექმნა დეკორაციები ჯაკოსის პიესისათვის „ვითა ფოთლები“ და ბრიეს მუსიკალური დრამისათვის „სარწმუნოება“. 1919 წელს მონაწილეობდა თბილისში „დიდების ტაძარში“ გამართულ მასშტაბურ გამოფენაში. 1920 წლის 13 იანვარს „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მიერ დანიშნული სტიპენდიით არტისტი,
(1918). შექმნა დეკორაციები ჯაკოსის პიესისათვის „ვითა ფოთლები“ და ბრიეს მუსიკალური დრამისათვის „სარწმუნოება“. 1919 წელს მონაწილეობდა თბილისში „დიდების ტაძარში“ გამართულ მასშტაბურ გამოფენაში. 1920 წლის 13 იანვარს „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მიერ დანიშნული სტიპენდიით არტისტი,
+
 
სხვა მხატვრებთან ერთად, სასწავლებლად პარიზში გაემგზავრა, სადაც იფინებოდა არაერთ გალერეაში, კერძოდ, „ლა ლიკორნსა“ და „დამოუკიდებელთა სალონში“. მძიმე ავადმყოფობის შემდეგ [[გერმანია|გერმანიაში]] გარდაიცვალა და დაკრძალულია ქ. ფრაიბურგში (1921).  
 
სხვა მხატვრებთან ერთად, სასწავლებლად პარიზში გაემგზავრა, სადაც იფინებოდა არაერთ გალერეაში, კერძოდ, „ლა ლიკორნსა“ და „დამოუკიდებელთა სალონში“. მძიმე ავადმყოფობის შემდეგ [[გერმანია|გერმანიაში]] გარდაიცვალა და დაკრძალულია ქ. ფრაიბურგში (1921).  
  
ხაზი 17: ხაზი 16:
 
კატალოგი. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა ([[საქართველოს ეროვნული მუზეუმი|სემ]] - ხელოვნების მუზეუმი) და [[რუსეთი|რუსეთში]] (ა. ბახრუშინის სახ. თეატრის მუზეუმი, მოსკოვი), ასევე არაერთი ქვეყნის კერძო კოლექციებში.
 
კატალოგი. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა ([[საქართველოს ეროვნული მუზეუმი|სემ]] - ხელოვნების მუზეუმი) და [[რუსეთი|რუსეთში]] (ა. ბახრუშინის სახ. თეატრის მუზეუმი, მოსკოვი), ასევე არაერთი ქვეყნის კერძო კოლექციებში.
  
:::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''მაია ციციშვილი'''''
+
'''''მაია ციციშვილი'''''
  
 
==ლიტერატურა==  
 
==ლიტერატურა==  
ხაზი 24: ხაზი 23:
 
* ც. კილაძე, შალვა ქიქოძე - „სამი მხატვარი“, ARS GEORGICA, ელ. ჟურნალი, სერია B, 2012;  
 
* ც. კილაძე, შალვა ქიქოძე - „სამი მხატვარი“, ARS GEORGICA, ელ. ჟურნალი, სერია B, 2012;  
 
* მ. ციციშვილ ი, ი. აბესაძე, შავლა ქიქოძე, თბ., 2015.
 
* მ. ციციშვილ ი, ი. აბესაძე, შავლა ქიქოძე, თბ., 2015.
 +
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/5620/ შალვა ქიქოძე]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
==იხილე აგრეთვე==
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/5620/ შალვა ქიქოძე]
 
  
 
[[კატეგორია:ქართველი მხატვრები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მხატვრები]]

მიმდინარე ცვლილება 22:38, 16 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

შალვა ქიქოძე

ქიქოძე შალვა გერასიმეს ძე - (27.V.1894, ბახვი 7.X.1921, ფრაიბურგი) - ფერმწერი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

მხატვრის მამა, გერასიმე ქიქოძე, კოლეგიის რეგისტრატორი იყო. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში (1902-1912). ამ პერიოდში რუსულიდან თარგმნა და დაასურათა სერ არტურ კონან დოილის „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“, შექმნა ილუსტრაციები ამირანის თქმულებისათვის, ხატავდა სასწავლებელში მოღვაწე რეაქციონერი პედაგოგების კარიკატურებს. გიმნაზიის სრული კურსის დამთავრების შემდეგ დაენიშნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდია და ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (1914). პარალელურად აბარებდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების ინსტიტუტში, სადაც მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოხვდა (1916-1918). ამ პერიოდში მხატვრის კარიკატურები და მეგობრული შარჟები „შალიკოს“ ფსევდონიმით იბეჭდებოდა მოსკოვის თეატრალურ ჟურნალში „რამპა და ცხოვრება“. ა. ბახრუშინის სახელობის სახელმწიფო თეატრის მუზეუმში დაცულია მოსკოვის თეატრ-კაბარე „ღამურას“ ფარდა, რომელიც შ. ქიქოძის მიერ არის მოხატული.

არდადეგებზე საქართველოში ჩამოსული დ. შევარდნაძის მიერ ჩამოყალიბებული პირველი პროფესიული საზოგადოებრივ-კულტურული ორგანიზაციის „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ საქმიანობაში ჩაერთო (1916). მონაწილეობდა „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა“ და „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მიერ ერთობლივად მოწყობილ პირველ სამხატვრო-სამეცნიერო ექსპედიციაში ნაბახტევის ეკლესიის მხატვრობის პირების გადმოსაღებად. გარდა ამისა, მხატვარმა ცხენით შემოიარა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, კახეთი, აჭარა. ამ მოგზაურობით გამოწვეული ემოციური შთაბეჭდილებები მისმა დღიურებმა შემოგვინახა.

1918 წელს სამშობლოში დაბრუნებული მხატვარი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო. ამავე წლის ბოლოს აირჩიეს „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მდივნად. საქართველოში მჭიდროდ თანამშრომლობდა ჟურნალებთან. მისი კარიკატურები იბეჭდებოდა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალებში „ლახტი“ და „ეშმაკის მათრახი“, „ახირებული“; თეატრალურ ჟურნალებში „თეატრი და ცხოვრება“ და „თეატრი და მუსიკა“, რუსულენოვან გამოცემაში „ხელოვნება“ (რედ. ი. ლვოვი და დ. ტამუროვი). ზოგიერთი ამ გამოცემის რედკოლეგიის წევრიც იყო. საქართველოს დემოკრატიულ პრესაში მისი შესრულებული არაერთი ჩანახატი დაიბეჭდა. აქტიურად ეხმიანებოდა იმ დროს არსებულ ვითარებას და ჟურ. „ეშმაკის მათრახში“ ქმნიდა იმ დროს მოღვაწე პოლიტიკოსების, კულტურული და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მოვლენების კარიკატურებს.

მხატვარი, რეჟისორ გ. ჯაბადარის მიწვევით, მუშაობდა მის მიერ ჩამოყალიბებული სტუდიის სპექტაკლების გაფორმებაზეც (1918). შექმნა დეკორაციები ჯაკოსის პიესისათვის „ვითა ფოთლები“ და ბრიეს მუსიკალური დრამისათვის „სარწმუნოება“. 1919 წელს მონაწილეობდა თბილისში „დიდების ტაძარში“ გამართულ მასშტაბურ გამოფენაში. 1920 წლის 13 იანვარს „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მიერ დანიშნული სტიპენდიით არტისტი, სხვა მხატვრებთან ერთად, სასწავლებლად პარიზში გაემგზავრა, სადაც იფინებოდა არაერთ გალერეაში, კერძოდ, „ლა ლიკორნსა“ და „დამოუკიდებელთა სალონში“. მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გერმანიაში გარდაიცვალა და დაკრძალულია ქ. ფრაიბურგში (1921).

ქართული მოდერნისტული მხატვრობის ერთ-ერთმა თვითმყოფადმა წარმომადგენელმა და გამორჩეული ნიჭის მხატვარმა, მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებაში. შ. ქიქოძის ნამუშევრები სამშობლოში მხატვრის მამამ და დ. კაკაბაძემ დააბრუნეს. 1928 „ქართველ მხატვართა საზოგადოებამ“ მოაწყო შ. ქიქოძის პერსონალური გამოფენა და გამოსცა მხატვრის ნამუშევართა კატალოგი. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა (სემ - ხელოვნების მუზეუმი) და რუსეთში (ა. ბახრუშინის სახ. თეატრის მუზეუმი, მოსკოვი), ასევე არაერთი ქვეყნის კერძო კოლექციებში.

მაია ციციშვილი

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ი. აბესაძე, შალვა ქიქოძე, თბ., 1990;
  • ი. აბესაძე, ქ. ბაგრატიშვილი, შალვა ქიქოძე, კულტურული მემკვიდრეობა, თბ., 2005;
  • ც. კილაძე, შალვა ქიქოძე - „სამი მხატვარი“, ARS GEORGICA, ელ. ჟურნალი, სერია B, 2012;
  • მ. ციციშვილ ი, ი. აბესაძე, შავლა ქიქოძე, თბ., 2015.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

შალვა ქიქოძე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები