წარჩინებულ სტუდენტთა საზღვარგარეთ მიმვლინებელი კომისია (1918-1921)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''წარჩინებულ სტუდენტთა საზღვარგარეთ მიმვლინებელი კომისია''' - [[საქართველო]]ს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული კომისია.  
+
'''წარჩინებულ სტუდენტთა საზღვარგარეთ მიმვლინებელი კომისია''' - [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის]] მიერ ჩამოყალიბებული კომისია.  
  
მის ხელმძღვანელად ითვლებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე [[ნოე ჟორდანია]], თუმცა კომისიის მუშაობას ფაქტობრივად წარმართავდა ნიკო ნიკოლაძე. კომისია არჩევდა საზღვარგარეთ გასაგზავნი წარჩინებული სტუდენტების კონტინგენტს [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს რექტორების პეტრე მელიქიშვილისა და [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილის]] სათანადო რეკომენდაციების საფუძველზე. კომისიის მიერ შერჩეულ სტუდენტებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა უნიშნავდა სტიპენდიას და სწავლის გასაგრძელებლად აგზავნიდა დასავლეთ [[ევროპა|ევროპის]] მოწინავე ქვეყნების უნივერსიტეტებში.  
+
მის ხელმძღვანელად ითვლებოდა [[საქართველო|საქართველოს]] დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე [[ნოე ჟორდანია]], თუმცა კომისიის მუშაობას ფაქტობრივად წარმართავდა [[ნიკო ნიკოლაძე]]. კომისია არჩევდა საზღვარგარეთ გასაგზავნი წარჩინებული სტუდენტების კონტინგენტს [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს რექტორების [[პეტრე მელიქიშვილი|პეტრე მელიქიშვილისა]] და [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილის]] სათანადო რეკომენდაციების საფუძველზე. კომისიის მიერ შერჩეულ სტუდენტებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა უნიშნავდა სტიპენდიას და სწავლის გასაგრძელებლად აგზავნიდა დასავლეთ [[ევროპა|ევროპის]] მოწინავე ქვეყნების უნივერსიტეტებში.  
  
[[თბილისი]]ს იმდროინდელი გენერალ-გუბერნატორი შალვა მაღლაკელიძე იგონებდა: „შევდიოდი საზღვარგარეთ სტუდენტთა მიმვლინებელ კომისიაში. თავმჯდომარე ჟორდანია იყო, მაგრამ საქმეს ნიკო ნიკოლაძე წარმართავდა. ისე გამოვიდა, რომ ძირითადად სულ დასავლეთ საქართველოდან ვუშვებდით სტუდენტებს. მე ვთქვი: ქართლ-კახეთის მოსახლეობა ისედაც გვიჩივის, რომ მთელი ადმინისტრაციული თანამდებობანი სულ გურულებს და იმერლებს უკავიათო და ახლა ამას ნუ ვიზამთ, სტუდენტებად პროპორციულად აღმოსავლეთ საქართველოდანაც გავუშვათ
+
[[თბილისი]]ს იმდროინდელი გენერალ-გუბერნატორი [[შალვა მაღლაკელიძე]] იგონებდა: „შევდიოდი საზღვარგარეთ სტუდენტთა მიმვლინებელ კომისიაში. თავმჯდომარე ჟორდანია იყო, მაგრამ საქმეს ნიკო ნიკოლაძე წარმართავდა. ისე გამოვიდა, რომ ძირითადად სულ დასავლეთ საქართველოდან ვუშვებდით სტუდენტებს. მე ვთქვი: [[ქართლი|ქართლ]]-კახეთის მოსახლეობა ისედაც გვიჩივის, რომ მთელი ადმინისტრაციული თანამდებობანი სულ გურულებს და იმერლებს უკავიათო და ახლა ამას ნუ ვიზამთ, სტუდენტებად პროპორციულად აღმოსავლეთ საქართველოდანაც გავუშვათ ევროპაში-მეთქი. მით უმეტეს, რომ მათგან ვინც კაცად გამოდის, ყველა ნაღდი და სერიოზული მეცნიერი ხდება-თქო. აი, ასეთი ვითარება იყო და დაგვადგა თავზე ნიკურაძეების მამა სამტრედიიდან მე და ნიკო ნიკოლაძეს, როგორც იქაურ ხალხს. მე, ბატონოო, უბრალო კაცი არ გეგონოთო, სამტრედიაში ორთქმავლის წამყვანი ვარო, თეთრი „პერჩატკებითო“ და „პომოშნიკი“ მყავსო... მე მყავს ორი ვაჟიო და გთხოვთ, ორივე გაუშვათ სასწავლებლადო. გაეცინა ამაზე ნიკოს და უთხრა: ორი რა ამბავიაო! ჩვენ სტიპენდიები არ გვყოფნის და თანაც აყაყანდება აღმოსავლეთ საქართველოო! - ბატონოო, უთხრა ნიკურაძემ, ორივე ჩემი ვაჟი ჩია ტანისაა და ცივ მჭადზე გაზრდილიო. გაუშვით ესენი ერთ სტიპენდიაზე და ერთ „პორციაზე“ იცხოვრებენო. - ერთ „პორციაზე“ როგორ იქნებიანო, უთხრა ნიკომ, გერმანელები მეორესაც დაუსხამენ საჭმელსო! - აბა თქვენ ყოფილხართ ბატონები და ჩვენ მონებიო, გაცხარდა ნიკურაძე, მაშინ არცერთს არ გავუშვებო, ამათ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ და დარჩნენ უსწავლელნიო! აი, საბოლოოდ, ასეთ ვითარებაში გავუშვით ნიკურაძეები [[გერმანია]]ში და არც შევმცდარვართ - გვასახელეს იქ. რაც შეეხება ჩვენი მთავრობის სტიპენდიას... მერე მოეხსნათ მათ ის (თვითონ მთავრობა გაიქცა [[ემიგრაცია]]ში)“.  
ევროპაში-მეთქი. მით უმეტეს, რომ მათგან ვინც კაცად გამოდის, ყველა ნაღდი და სერიოზული მეცნიერი ხდება-თქო. აი, ასეთი ვითარება იყო და დაგვადგა თავზე ნიკურაძეების მამა სამტრედიიდან მე და ნიკო ნიკოლაძეს, როგორც იქაურ ხალხს. მე, ბატონოო, უბრალო კაცი არ გეგონოთო, სამტრედიაში ორთქმავლის წამყვანი ვარო, თეთრი „პერჩატკებითო“ და „პომოშნიკი“ მყავსო... მე მყავს ორი ვაჟიო და გთხოვთ, ორივე გაუშვათ სასწავლებლადო. გაეცინა ამაზე ნიკოს და უთხრა: ორი რა ამბავიაო! ჩვენ სტიპენდიები არ გვყოფნის და თანაც აყაყანდება აღმოსავლეთ საქართველოო! - ბატონოო, უთხრა ნიკურაძემ, ორივე ჩემი ვაჟი ჩია ტანისაა და ცივ მჭადზე გაზრდილიო. გაუშვით ესენი ერთ სტიპენდიაზე და ერთ „პორციაზე“ იცხოვრებენო. - ერთ „პორციაზე“ როგორ იქნებიანო, უთხრა ნიკომ, გერმანელები მეორესაც დაუსხამენ საჭმელსო! - აბა თქვენ ყოფილხართ ბატონები და ჩვენ მონებიო, გაცხარდა ნიკურაძე, მაშინ არცერთს არ გავუშვებო, ამათ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ და დარჩნენ უსწავლელნიო! აი, საბოლოოდ, ასეთ ვითარებაში გავუშვით ნიკურაძეები [[გერმანია]]ში და არც შევმცდარვართ - გვასახელეს იქ. რაც შეეხება ჩვენი მთავრობის სტიპენდიას... მერე მოეხსნათ მათ ის (თვითონ მთავრობა გაიქცა [[ემიგრაცია]]ში)“.  
+
  
 
:::::::::::::::::::'''''ნიკო ჯავახიშვილი'''''
 
:::::::::::::::::::'''''ნიკო ჯავახიშვილი'''''
ხაზი 14: ხაზი 13:
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა]]
+
==იხილე აგრეთვე==
 +
* [[ალექსანდრე ნიკურაძე]]
 +
* [[ივანე ნიკურაძე]]
 +
 
 +
[[კატეგორია:განათლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]

მიმდინარე ცვლილება 12:28, 20 დეკემბერი 2019 მდგომარეობით

წარჩინებულ სტუდენტთა საზღვარგარეთ მიმვლინებელი კომისია - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული კომისია.

მის ხელმძღვანელად ითვლებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, თუმცა კომისიის მუშაობას ფაქტობრივად წარმართავდა ნიკო ნიკოლაძე. კომისია არჩევდა საზღვარგარეთ გასაგზავნი წარჩინებული სტუდენტების კონტინგენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორების პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის სათანადო რეკომენდაციების საფუძველზე. კომისიის მიერ შერჩეულ სტუდენტებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა უნიშნავდა სტიპენდიას და სწავლის გასაგრძელებლად აგზავნიდა დასავლეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების უნივერსიტეტებში.

თბილისის იმდროინდელი გენერალ-გუბერნატორი შალვა მაღლაკელიძე იგონებდა: „შევდიოდი საზღვარგარეთ სტუდენტთა მიმვლინებელ კომისიაში. თავმჯდომარე ჟორდანია იყო, მაგრამ საქმეს ნიკო ნიკოლაძე წარმართავდა. ისე გამოვიდა, რომ ძირითადად სულ დასავლეთ საქართველოდან ვუშვებდით სტუდენტებს. მე ვთქვი: ქართლ-კახეთის მოსახლეობა ისედაც გვიჩივის, რომ მთელი ადმინისტრაციული თანამდებობანი სულ გურულებს და იმერლებს უკავიათო და ახლა ამას ნუ ვიზამთ, სტუდენტებად პროპორციულად აღმოსავლეთ საქართველოდანაც გავუშვათ ევროპაში-მეთქი. მით უმეტეს, რომ მათგან ვინც კაცად გამოდის, ყველა ნაღდი და სერიოზული მეცნიერი ხდება-თქო. აი, ასეთი ვითარება იყო და დაგვადგა თავზე ნიკურაძეების მამა სამტრედიიდან მე და ნიკო ნიკოლაძეს, როგორც იქაურ ხალხს. მე, ბატონოო, უბრალო კაცი არ გეგონოთო, სამტრედიაში ორთქმავლის წამყვანი ვარო, თეთრი „პერჩატკებითო“ და „პომოშნიკი“ მყავსო... მე მყავს ორი ვაჟიო და გთხოვთ, ორივე გაუშვათ სასწავლებლადო. გაეცინა ამაზე ნიკოს და უთხრა: ორი რა ამბავიაო! ჩვენ სტიპენდიები არ გვყოფნის და თანაც აყაყანდება აღმოსავლეთ საქართველოო! - ბატონოო, უთხრა ნიკურაძემ, ორივე ჩემი ვაჟი ჩია ტანისაა და ცივ მჭადზე გაზრდილიო. გაუშვით ესენი ერთ სტიპენდიაზე და ერთ „პორციაზე“ იცხოვრებენო. - ერთ „პორციაზე“ როგორ იქნებიანო, უთხრა ნიკომ, გერმანელები მეორესაც დაუსხამენ საჭმელსო! - აბა თქვენ ყოფილხართ ბატონები და ჩვენ მონებიო, გაცხარდა ნიკურაძე, მაშინ არცერთს არ გავუშვებო, ამათ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ და დარჩნენ უსწავლელნიო! აი, საბოლოოდ, ასეთ ვითარებაში გავუშვით ნიკურაძეები გერმანიაში და არც შევმცდარვართ - გვასახელეს იქ. რაც შეეხება ჩვენი მთავრობის სტიპენდიას... მერე მოეხსნათ მათ ის (თვითონ მთავრობა გაიქცა ემიგრაციაში)“.

ნიკო ჯავახიშვილი

[რედაქტირება] ლიტერატურა

შ. მაღლაკელიძე, მოგონებები, მასალები გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ვიქტორ რცხილაძემ, თბ., 2012.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები