მიქალგაბირთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''მიქალგაბირთა''' ''(ოს. Мыкалгабыртæ)'' – ნაყოფიერების ღვთაება, [[ცარაზონი|ცარაზონთა]] საგვარეულოს მფარველი, რომლის [[კულტი]] მთელს ოსეთში იყო გავრცელებული, მაგრამ განსაკუთრებული პატივისცემით ალაგირის ხეობაში სარგებლობდა. მისი სახელობის [[დღესასწაული]] წელიწადში ოთხჯერ ხუთშაბათ დღეს აღინიშნებოდა (ხორციელისა და [[აღდგომა|აღდგომის]] კვირაში, [[სულთმოფენობა]]მდე და შემოდგომაზე გიორგობის შემდეგ). აქედან ყველაზე ხანგრძლივი იყო საგაზაფხულო დღეობა, რომელიც 9 მაისიდან 23 მაისამდე გრძელდებოდა. სადღესასწაულოდ მისი სალოცავის ახლოს აგებდნენ სპეციალურ კარვებს ღამის გასათევად და საწესო სუფრის მოსაწყობად. თითოეულ [[კარავი|კარავში]] თავსდებოდა სალოცავად მოსული ოთხი ოჯახი, რომელიც ღვთაებას ხარს სწირავდა და მიქალგაბირთას მარცვლოვანთა სიუხვეს, საქონლის გამრავლებას და ადამიანთა კეთილდღეობას შესთხოვდა. გარდა საერთო-სახევო დღეობისა, ალაგირის ხეობის ყოველ ოჯახში დეკემბრის თვეში მიქალგაბირთას ცხვარს სწირავდნენ.
 
ტემინი Мыкал-Габыртæ ქრისტიანული წმინდანების, [[მთავარანგელოზები|მთავარანგელოზების]] – მიქაელისა და გაბრიელის – სახელების შეერთებით არის მიღებული და ამიტომაც დგას მრავლობით რიცხვში (-тæ ფორმანტი ოსურში მრავლობითობის მაწარმოებელია). იგი ოსურში ქართულიდან არის შესული (შდრ. ქართული მიქელგაბრიელი, მეგრული მიქამგარია → აფხაზური [[ამქამგარია|ა-მქამგარია]]). მიქალგაბირთას გარდა, აღნიშნული წმინდანების თაყვანისცემა გამოხატული იყო ასევე ოსური თარანჯელოზის (← ქართული „მთავარანგელოზის“) სახით.  
+
ტემინი Мыкал-Габыртæ ქრისტიანული წმინდანების, [[მთავარანგელოზები|მთავარანგელოზების]] – მიქაელისა და გაბრიელის – სახელების შეერთებით არის მიღებული და ამიტომაც დგას მრავლობით რიცხვში (-тæ [[ფორმანტი]] [[ოსური ენა|ოსურში]] მრავლობითობის მაწარმოებელია). იგი ოსურში ქართულიდან არის შესული (შდრ. ქართული მიქელგაბრიელი, მეგრული მიქამგარია → აფხაზური [[ამქამგარია|ა-მქამგარია]]). მიქალგაბირთას გარდა, აღნიშნული წმინდანების თაყვანისცემა გამოხატული იყო ასევე ოსური თარანჯელოზის (← ქართული „მთავარანგელოზის“) სახით.  
  
მთავარანგელოზთა კულტი ოსეთში [[საქართველო]]დან შევიდა, რაც სათანადო ისტორიული წყაროებიდანაც ჩანს ([[თამარ მეფე|მეფე თამარი]]ს დავალებით XII საუკუნეში წალკის ეპისკოპოსს თრუსოსა და ზაყის ხეობების მოსახლეობა გაუქრისტიანებია და იქ მთავარანგელოზთა ეკლესიები აუგია). აქვე უნდა ითქვას, რომ ალაგირის ხეობიდან სამხრეთში, კუდაროს ხეობაში გადმოსახლებულ ოსებს სოფ. კობეთში ძველი ეკლესიის ნანგრევებზე დაუარსებიათ მიქალგაბირთას სალოცავი (ან შესაძლოა მათ იქ დახვდათ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია), რომელიც თავისი სიძლიერით განთქმული ყოფილა. ეკლესიის გარშემო მდებარე წმინდა კორომიდან ფიჩხის გამოტანაც კი არ შეიძლებოდა; თუ ვინმე შეეცდებოდა, მას ღვთაების სახელზე ცხვარი და სამი ცალი ღვეზელი უნდა შეეწირა და პატიება ეთხოვა; წინააღმდეგ შემთხვევაში მიქალგაბირთა ტაბუს დამრღვევს აუცილებლად დასჯიდა. მიქალგაბირთას სამლოცველო ყოფილა სოფ. ქუსჯითაში, სადაც გადამტერებული ოსური გვარების, გაგლოევებისა და სანაკოევების, შერიგება მომხდარა.
 
მიმდინარე ცვლილება 17:01, 29 თებერვალი 2024 მდგომარეობით

მიქალგაბირთა (ოს. Мыкалгабыртæ) – ნაყოფიერების ღვთაება, ცარაზონთა საგვარეულოს მფარველი, რომლის კულტი მთელს ოსეთში იყო გავრცელებული, მაგრამ განსაკუთრებული პატივისცემით ალაგირის ხეობაში სარგებლობდა. მისი სახელობის დღესასწაული წელიწადში ოთხჯერ ხუთშაბათ დღეს აღინიშნებოდა (ხორციელისა და აღდგომის კვირაში, სულთმოფენობამდე და შემოდგომაზე გიორგობის შემდეგ). აქედან ყველაზე ხანგრძლივი იყო საგაზაფხულო დღეობა, რომელიც 9 მაისიდან 23 მაისამდე გრძელდებოდა. სადღესასწაულოდ მისი სალოცავის ახლოს აგებდნენ სპეციალურ კარვებს ღამის გასათევად და საწესო სუფრის მოსაწყობად. თითოეულ კარავში თავსდებოდა სალოცავად მოსული ოთხი ოჯახი, რომელიც ღვთაებას ხარს სწირავდა და მიქალგაბირთას მარცვლოვანთა სიუხვეს, საქონლის გამრავლებას და ადამიანთა კეთილდღეობას შესთხოვდა. გარდა საერთო-სახევო დღეობისა, ალაგირის ხეობის ყოველ ოჯახში დეკემბრის თვეში მიქალგაბირთას ცხვარს სწირავდნენ.

ტემინი Мыкал-Габыртæ ქრისტიანული წმინდანების, მთავარანგელოზების – მიქაელისა და გაბრიელის – სახელების შეერთებით არის მიღებული და ამიტომაც დგას მრავლობით რიცხვში (-тæ ფორმანტი ოსურში მრავლობითობის მაწარმოებელია). იგი ოსურში ქართულიდან არის შესული (შდრ. ქართული მიქელგაბრიელი, მეგრული მიქამგარია → აფხაზური ა-მქამგარია). მიქალგაბირთას გარდა, აღნიშნული წმინდანების თაყვანისცემა გამოხატული იყო ასევე ოსური თარანჯელოზის (← ქართული „მთავარანგელოზის“) სახით.

მთავარანგელოზთა კულტი ოსეთში საქართველოდან შევიდა, რაც სათანადო ისტორიული წყაროებიდანაც ჩანს (მეფე თამარის დავალებით XII საუკუნეში წალკის ეპისკოპოსს თრუსოსა და ზაყის ხეობების მოსახლეობა გაუქრისტიანებია და იქ მთავარანგელოზთა ეკლესიები აუგია). აქვე უნდა ითქვას, რომ ალაგირის ხეობიდან სამხრეთში, კუდაროს ხეობაში გადმოსახლებულ ოსებს სოფ. კობეთში ძველი ეკლესიის ნანგრევებზე დაუარსებიათ მიქალგაბირთას სალოცავი (ან შესაძლოა მათ იქ დახვდათ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია), რომელიც თავისი სიძლიერით განთქმული ყოფილა. ეკლესიის გარშემო მდებარე წმინდა კორომიდან ფიჩხის გამოტანაც კი არ შეიძლებოდა; თუ ვინმე შეეცდებოდა, მას ღვთაების სახელზე ცხვარი და სამი ცალი ღვეზელი უნდა შეეწირა და პატიება ეთხოვა; წინააღმდეგ შემთხვევაში მიქალგაბირთა ტაბუს დამრღვევს აუცილებლად დასჯიდა. მიქალგაბირთას სამლოცველო ყოფილა სოფ. ქუსჯითაში, სადაც გადამტერებული ოსური გვარების, გაგლოევებისა და სანაკოევების, შერიგება მომხდარა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Дюмезил Ж. Осетинский эпос и мифология. М., 1976;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995;
  • Чибиров Л. А. Осетинские народные праздники. Владикавказ, 1998;
  • Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012;
  • Дарчиев А. В. Эволюция функций божеств осетинского пантеона Фалвара и мыкалгабыра // Исторические, философские, политические и юридические науки, культурология и искусствоведение. Вопросы теории и практики. № 12 (38). Тамбов, 2013.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები