კლაუზევიცი კარლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კარლ კლაუზევიცი“ გადაიტანა გვერდზე „კლაუზევიცი კარლ“ გადამის...) |
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) |
მიმდინარე ცვლილება 11:52, 18 აპრილი 2018 მდგომარეობით
კლაუზევიცი კარლ - (Clausewitz) (1780 - 1831), გერმანელი სამხედრო თეორეტიკოსი და ისტორიკოსი. პრუსიელი გენერალი. მონაწილეობდა საფრანგეთთან ომებში (1806-07, 1812-15).
1818-30 წლებში იყო ბერლინის სამხედრო სასწავლებლის დირექტორი. მისი მთავარი ნაშრომია „ომის შესახებ“. ჩამოაყალიბა დებულება ომზე, როგორც პოლიტიკის გაგრძელებაზე. კლაუზევიცის სამხედრო-თეორიულმა მემკვიდრეობამ მთელი ეტაპი შექმნა XIX საუკუნის სამხედრო აზროვნების განვითარებაში.