კავკასიური თეთრყვავილა
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „კავკასიური თეთრყვავილა“ გადაიტანა გვერდზე „ტყის ნიორა“) |
|||
(2 მომხმარებლების 11 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
საქართველოში გავრცელებულია: აფხაზეთი, [[იმერეთი]], სამხრეთ ოსეთი, [[ქართლი]], (საქ.ფლორა, 1941; საქ. მც.სარკვ., 1969). იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებსა და ტყის პირებში, მთის შუა სარტყელში. | საქართველოში გავრცელებულია: აფხაზეთი, [[იმერეთი]], სამხრეთ ოსეთი, [[ქართლი]], (საქ.ფლორა, 1941; საქ. მც.სარკვ., 1969). იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებსა და ტყის პირებში, მთის შუა სარტყელში. | ||
− | [[თბილისი | + | კავკასიური თეთრყვავილა [[თბილისი]]ს სხვა პუნქტებთან შედარებით ყველაზე ფართოდაა წარმოდგენილი საგურამოს ქედზე, ზღ.დ. 850 მ-დან 1200 მ სიმაღლემდე, სადაც დომინანტურ დაჯგუფებებს ჰქმნის. |
− | |||
− | |||
− | |||
− | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | * [[თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტები]]. | + | * [[თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტები]]. |
− | [[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]] | + | [[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]] |
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | ||
− | |||
[[კატეგორია: ნარგიზისებრნი]] | [[კატეგორია: ნარგიზისებრნი]] |
მიმდინარე ცვლილება 01:36, 25 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
Galanthus caucasicus (Baker) Grosh. – კავკასიური თეთრყვავილა
საქართველოს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა სახელწოდებითაა ცნობილი (ტყის ნიორა, მთის ნიორა, ყვავილნიორა და მწვადინელა).
ბოლქვოვანი მრავალწლოვანი პოლიკარპული მცენარეა; ღერო ცილინდრულია, ყვავილობისას ფოთლებზე გრძელი; ფოთლები ხაზურია, ლეგა სანთლისებრი ნაფიფქით მოფენილი, დაყვავილების შემდეგ გრძელდება. ყვავილი ერთია, ყვავილსაფარი თეთრია, 6-ად გაყოფილი, მისი ფოთლები სხვადასხვა ზომისაა, გარეთა ფოთლები შიგნითებზე უფრო გრძელია, ფართო ნიჩბისებრი, შიგნითა ფოთლები უკუკვერცხისებრ სოლისებრია, თავამოკვეთილი, ფართო თირკმლისებრი, მწვანე ლაქიანი; ნაყოფი მომრგვალო კოლოფია, მრავალი, მოშავო სფერული თესლით. მიეკუთვნება ზამთარადრე გაზაფხულზე მოყვავილე მცენარეთა რიცხვს. ყვ. II-III, ნყ. IV-V.
გამოირჩევა მაღალი დეკორატიულობით. პერსპექტიულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ალკალოიდების (გალანტამინი, ლიკორინი) მიღების თვალსაზრისით.
კოლხური წარმოშობის კავკასიის სუბენდემური სახეობაა (კავკასიურ-ჩრდილო-ანატოლიური). კლასიკური ადგილია ამიერკავკასია (Гроссгейм, 1940).
კავკასიური თეთრყვავილას ძირითადი არეალი დაკავშირებულია ცენტრალურ ამიერკავკასიასთან და მოიცავს სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეს (ბაკურიანი). განსაკუთრებით ფართოდ კი თბილისის მიდამოებშია წარმოდგენილი.
საქართველოში გავრცელებულია: აფხაზეთი, იმერეთი, სამხრეთ ოსეთი, ქართლი, (საქ.ფლორა, 1941; საქ. მც.სარკვ., 1969). იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებსა და ტყის პირებში, მთის შუა სარტყელში.
კავკასიური თეთრყვავილა თბილისის სხვა პუნქტებთან შედარებით ყველაზე ფართოდაა წარმოდგენილი საგურამოს ქედზე, ზღ.დ. 850 მ-დან 1200 მ სიმაღლემდე, სადაც დომინანტურ დაჯგუფებებს ჰქმნის.