დადიანი ნიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ლიტერატურა)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
* ს. ცაიშვილი, ნიკოლოზ დადიანი, გაზეთი „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1944, 17. X I.
 
* ს. ცაიშვილი, ნიკოლოზ დადიანი, გაზეთი „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1944, 17. X I.
  
 +
== წყარო==
 +
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
  
 
[[კატეგორია:ქართველი მწიგნობრები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწიგნობრები]]

მიმდინარე ცვლილება 19:53, 18 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ნიკო დადიანი

დადიანი ნიკო – (1780-1792 წწ. შორის-1834), მწიგნობარი, პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე. თავისი დროისთვის განათლებული პირი ნიკო დადიანი საკმაო დროის მანძილზე განაგებდა მართლმსაჯულებას ოდიშის სამთავროში და ეჭირა მსაჯულთუხუცესის პოსტი. იყო რუსეთთან ურთიერთობის განმტკიცებისთვის ენერგიული მოღვაწე. 1805-06 წწ. იმოგზაურა კიდეც რუსეთში და დაწერა „მიმოვლა ნიკოლაჲ დადიანოვისა“. ნიკო დადიანი ცნობილია როგორც ძველი წიგნების გადამწერი, მთარგმნელი და ორიგინალურ თხზულებათა ავტორი. მისი ორიგინალური შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ისტორიული თხზულება „ქართველთ ცხოვრება“, რომელმაც სამი გადაწერილი ნუსხის სახით მოაღწია ჩვენამდე და წარმოადგენს სასწავლო სახელმძღვანელოს. მასში გადმოცემულია საქართველოს პოლიტიკური ისტორია უძველესი დროიდან XIX ს-ის 20-იან წლებამდე. წიგნი მნიშვნელოვან განძს წარმოადგენს ქართული ისტორიული მეცნიერებისთვის. მასვე ეკუთვნის ვახტანგ მეექვსის კანონთა მიხედვით შექმნილი „დასტურლამა“, ფილოსოფიური ხასიათის „ქადაგებანი“ და ლირიკული ლექსები.



[რედაქტირება] თხზულება

  • ქართველთ ცხოვრება, 1962.[[1]]

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ს. ცაიშვილი, ნიკოლოზ დადიანი, გაზეთი „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1944, 17. X I.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები