დირი ადოლფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დირი ადოლფ“ გადაიტანა გვერდზე „ადოლფ დირი“)
 
(ერთი მომხმარებლის 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ადოლფ დირი''' – (1867-1930), გერმანელი ენათმეცნიერი და ეთნოგრაფი. 13 წელი (1900-1913) გაატარა [[კავკასია]]ში, სწავლობდა ქართულ და კავკასიურ ენებს. 1924 წელს დააარსა ჟურნალი  „კაუკაზიკა“  СМОМПК-ში გამოაქვეყნა გამოკვლევა „ნადირობის ღათაეშანი და, კავკასიის მთიელების სამონადირეო ენა“, რომელშიც, გამოიყენა, ქართული ფოლკლორული და  ეთნოგრაფიული მასალა. 1922 წ. გამოსცა Kaukasische Märchen (კავკასიური ზღაპრები), მასში ქართულ ზღაპრებს ძირითადი ადგილი უჭირავს.
+
'''ადოლფ დირი''' – (17. XII. 1867, აუგსბურგი, – 9. IV. 1930, მიუნხენი), გერმანელი ეთნოგრაფი და
 +
ენათმეცნიერი, კავკასიისმცოდნე. 1902-13 ჯერ თემირ-ხან-შურაში (დღევანდელი ქ. ბუინაქსკი), შემდეგ კი [[თბილისი|თბილისში]] ასწავლიდა გერმანულ ენას. 1913-იდან გარდაცვალებამდე იყო მიუნხენის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი. დაღესტნურ ენათა გამოკვლევისათვის 1908 მიენიჭა მიუნხენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება, 1909 – პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის მაკარის სახელობის პრემია, 1920 კი – პროფესორის წოდება. 1924 ბოლონიის ([[იტალია]]) აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა.
 +
 
 +
კავკასიაში ყოფნისას ადოლფ დირი სწავლობდა კავკასიის ხალხების ეთნოგრაფიასა და ენებს. თბილისში რუსულ
 +
ენაზე გამოაქვეყნა არაერთი ნარკვევი დაღესტნურ ენათა შესახებ. ეს გრამატიკული ნარკვევები იმავე აგებულებისაა, როგორიც პ. უსლარის ანალოგიური შრომები – შეიცავს გრამატიკულ მიმოხილვას, ტექსტებს
 +
(რუს. თარგმანით) და ლექსიკონს (რუს. ინდექსით). ადოლფ დირს ეკუთვნის გამოკვლევები – „მასალები ანდიურ-დიდოური ჯგუფის ენათა და კილოთა შესასწავლად“ (1919) და „თეორიულ-პრაქტიკული [[გრამატიკა]] თანამედროვე ქართული ენისა“ (გერმ. ენაზე, 1904).
 +
 
 +
1924 დირმა ლაიფციგში ([[გერმანია]]) დააარსა პირველი საენათმეცნიერო ჟურნალი კავკასიისმცოდნეობის დარგში „Caucasica“, რომელსაც სიკვდილამდე რედაქტორობდა (სულ გამოვიდა ჟურნალის 11 ნაკვეთი; 1934 მისი გამოცემა შეწყდა). 1928 ლაიფციგში დაიბეჭდა მისი შრომა „კავკასიურ ენათა შესწავლის შესავალი“, რომელიც თავისი დროისათვის ყველაზე ვრცელი შემაჯამებელი გამოკვლევა იყო კავკასიურ ენათა შესახებ. ქართული ზმნის შესახებ მსჯელობისას ადოლფ დირმა მიმოიხილა ზმნის ბუნების საკითხი კავკასიურ ენებში, მაგრამ გარკვეული დასკვნა ვერ გააკეთა. შემოიტანა გამოთქმები: ერგატიული კონსტრუქცია (ლოგ. სუბიექტი ერგატივში), დატიური ანუ აფექტიური კონსტრუქცია (ლოგ. სუბიექტი მიცემითში ანდა აფექტივში) და ნომინატიური კონსტრუქცია (ლოგ. სუბიექტი სახელობითში).
 +
 
 +
დირის შრომებს დღესაც არ დაუკარგავო მნიშვნელობა.
 +
 
 +
''გ· თოფურია''
 +
 
  
''დ. წერეფიანი''
 
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]]
+
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:გერმანელი ენათმეცნიერები]]  
 
[[კატეგორია:გერმანელი ენათმეცნიერები]]  
 
[[კატეგორია:გერმანელი ეთნოგრაფები]]
 
[[კატეგორია:გერმანელი ეთნოგრაფები]]

მიმდინარე ცვლილება 23:36, 19 იანვარი 2024 მდგომარეობით

ადოლფ დირი – (17. XII. 1867, აუგსბურგი, – 9. IV. 1930, მიუნხენი), გერმანელი ეთნოგრაფი და ენათმეცნიერი, კავკასიისმცოდნე. 1902-13 ჯერ თემირ-ხან-შურაში (დღევანდელი ქ. ბუინაქსკი), შემდეგ კი თბილისში ასწავლიდა გერმანულ ენას. 1913-იდან გარდაცვალებამდე იყო მიუნხენის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი. დაღესტნურ ენათა გამოკვლევისათვის 1908 მიენიჭა მიუნხენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება, 1909 – პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის მაკარის სახელობის პრემია, 1920 კი – პროფესორის წოდება. 1924 ბოლონიის (იტალია) აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა.

კავკასიაში ყოფნისას ადოლფ დირი სწავლობდა კავკასიის ხალხების ეთნოგრაფიასა და ენებს. თბილისში რუსულ ენაზე გამოაქვეყნა არაერთი ნარკვევი დაღესტნურ ენათა შესახებ. ეს გრამატიკული ნარკვევები იმავე აგებულებისაა, როგორიც პ. უსლარის ანალოგიური შრომები – შეიცავს გრამატიკულ მიმოხილვას, ტექსტებს (რუს. თარგმანით) და ლექსიკონს (რუს. ინდექსით). ადოლფ დირს ეკუთვნის გამოკვლევები – „მასალები ანდიურ-დიდოური ჯგუფის ენათა და კილოთა შესასწავლად“ (1919) და „თეორიულ-პრაქტიკული გრამატიკა თანამედროვე ქართული ენისა“ (გერმ. ენაზე, 1904).

1924 დირმა ლაიფციგში (გერმანია) დააარსა პირველი საენათმეცნიერო ჟურნალი კავკასიისმცოდნეობის დარგში „Caucasica“, რომელსაც სიკვდილამდე რედაქტორობდა (სულ გამოვიდა ჟურნალის 11 ნაკვეთი; 1934 მისი გამოცემა შეწყდა). 1928 ლაიფციგში დაიბეჭდა მისი შრომა „კავკასიურ ენათა შესწავლის შესავალი“, რომელიც თავისი დროისათვის ყველაზე ვრცელი შემაჯამებელი გამოკვლევა იყო კავკასიურ ენათა შესახებ. ქართული ზმნის შესახებ მსჯელობისას ადოლფ დირმა მიმოიხილა ზმნის ბუნების საკითხი კავკასიურ ენებში, მაგრამ გარკვეული დასკვნა ვერ გააკეთა. შემოიტანა გამოთქმები: ერგატიული კონსტრუქცია (ლოგ. სუბიექტი ერგატივში), დატიური ანუ აფექტიური კონსტრუქცია (ლოგ. სუბიექტი მიცემითში ანდა აფექტივში) და ნომინატიური კონსტრუქცია (ლოგ. სუბიექტი სახელობითში).

დირის შრომებს დღესაც არ დაუკარგავო მნიშვნელობა.

გ· თოფურია


[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები