გარიკი დევიდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დევიდ გარიკი“ გადაიტანა გვერდზე „გარიკი დევიდ“ გადამისამართე...)
 
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''დევიდ გარიკი''' – (''ინგლ.'' David Garrick, 1717-1779), ინგლისელი მსახიობი, თეატრალური მოღვაწე, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრის რეფორმატორი.  
 
'''დევიდ გარიკი''' – (''ინგლ.'' David Garrick, 1717-1779), ინგლისელი მსახიობი, თეატრალური მოღვაწე, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრის რეფორმატორი.  
  
შექმნა უძლიერესი შექსპირული სახეები. აქტიურ პროპაგანდას უწევდა [[განმანათლებლობა]]ს, [[სპექტაკლი]]ს ღირსებას განსაზღვრავდა ეთიკურ-ზნეობრივი პრინციპებით. ცდილობდა მაყურებლისთვის მაქსიმალურად გასაგები ყოფილიყო გმირის ქცევა და განცდები. ილაშქრებდა კლასიცისტრი შეზღუდვების წინააღმდეგ. მას ჰქონდა ძალზე ფართო დიაპაზონი, ერთნაირი ძალით და სიღრმით ასრულებდა როგორც ტრაგედიულ, ისე კომედიურ [[როლი (მსახიობის)|როლებს]]. მთელი სრულყოფილებით ფლობდა გარდასახვის ხელოვნებას, გააჩნდა უდიდესი სცენური [[ტემპერამენტი]], გამოირჩეოდა გამომსახველი საშუალებების უბრალოებით და ამავე დროს ქმნიდა გამოკვეთილ სკულპტურულ ფორმებს. იგი დაუოკებლად ეძებდა გამოსახვის ახალ საშუალებებს, აუმჯობესებდა სცენურ მოედანს, პირველმა გამოიყენა სცენის სიღრმის განათება, რითაც გაადიდა სცენური სივრცე. დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ, მან შეძლო სცენის გათავისუფლება პრივილეგირებული მაყურებლებისაგან. მის გასტროლებს [[ევროპა]]ში მოჰყვა დიდი რეზონანსი. იგი აღიარეს ინგლისისა და ევროპის უდიდეს მსახიობად.
+
ის გახლდათ XVIII საუკუნის დიდი მსახიობი-რეალისტი, მისი შემოქმედება გამსჭვალული იყო ჰუმანისტური და განმანათლებლური იდეებით. იბრძოდა თეატრში რეალისტური მეთოდის დამკვიდრებისთვის, მხატვრული
 +
სახის ინდივიდუალიზაციისათვის. ფასდაუდებელია გარიკის რეფორმატორული მოღვაწეობა რეჟისურისა და სპექტაკლების გარეგნული გაფორმების (დეკორაციები და კოსტიუმები) სფეროში. მის სახელთან არის დაკავშირებული სპექტაკლებში სამსახიობო ანსამბლის შექმნა. მან დაამკვიდრა სარეპეტიციო მუშაობის
 +
ახალი მეთოდი ბრიტანულ თეატრში, მოახდინა სცენის რეკონსტრუქცია.
  
 +
განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდა  შექსპირის რეპერტუარს და მის შემოქმედებაში შექსპირის გმირებს
 +
განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ.
 +
 +
დევიდ გარიკი სწავლობდა ლიჩფილდის სამოელ ჯონსონის გრამატიკულ სკოლაში, 1737 წელს გაემგზავრა ლონდონში და მისი [[დებიუტი]] სცენაზე 1741 წელს შედგა შექსპირის „რიჩარდ III“-ში. 1747 წელს გახდა სამეფო თეატრის [[დრური ლეინი]]ს ხელმძღვანელი. ამ თანამდებობაზე მან, ფაქტობრივად, 30 წელი დაჰყო.
 +
 +
დევიდ გარიკი ასევე თამაშობდა ბენჟამენ ონსონის „ალქიმიკოსში“, „ირლანდიელ ქვრივში“, თუმცა ყველაზე დიდი აღიარება მას [[შექსპირი უილიამ|შექსპირი]]ს პიესებში თამაშმა მოუტანა, განსაკუთრებით ჰამლეტის და მაკბეთის როლებმა, რომელსაც ის რეალისტურ მანერაში ასრულებდა. როგორც რეჟისორმა 1768 წელს დადგა პიესა „ყალბი დელიკატესი“ (False Delicacy).
 +
 +
დევიდ გარიკი იყო „დილეტანტთა საზოგადოების“ წევრი, რომელიც შეიქმნა ანტიკური ხელოვნების შესწავლისთვის. დევიდ გარიკთან ერთად ამ საზოგადოებაში შედიოდნენ იმ ეპოქის გამოჩენილი მოაზროვნეები
 +
და ინტელექტუალები: ედმონდ ბერკი, ოლივერ გოლდსმიტი, სამოელ ჯონსონი, დენი დიდრო, ჯეიმს ბოსუელი და სხვები. სამუელ ჯონსონის სიტყვებით − „პროფესიამ გახადა გარიკი მდიდარი, მან მსახიობის პროფესია აქცია საპატივცემულოდ საზოგადოებაში“.
 +
 +
დევიდ გარიკი დაკრძალულია ვესტმისტერის სააბატოში, ე.წ. პოეტთა კუთხეში.
 +
 +
 +
''ლაშა ჩხარტიშვილი
 +
''
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
[[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II]]
 
[[კატეგორია:ინგლისელი მსახიობები]]
 
[[კატეგორია:ინგლისელი მსახიობები]]
 
[[კატეგორია:ინგლისელი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ინგლისელი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ინგლისელი  თეატრის კრიტიკოსები]]
 
[[კატეგორია:ინგლისელი  თეატრის კრიტიკოსები]]

მიმდინარე ცვლილება 01:02, 10 ივლისი 2023 მდგომარეობით

დევიდ გარიკი

დევიდ გარიკი – (ინგლ. David Garrick, 1717-1779), ინგლისელი მსახიობი, თეატრალური მოღვაწე, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრის რეფორმატორი.

ის გახლდათ XVIII საუკუნის დიდი მსახიობი-რეალისტი, მისი შემოქმედება გამსჭვალული იყო ჰუმანისტური და განმანათლებლური იდეებით. იბრძოდა თეატრში რეალისტური მეთოდის დამკვიდრებისთვის, მხატვრული სახის ინდივიდუალიზაციისათვის. ფასდაუდებელია გარიკის რეფორმატორული მოღვაწეობა რეჟისურისა და სპექტაკლების გარეგნული გაფორმების (დეკორაციები და კოსტიუმები) სფეროში. მის სახელთან არის დაკავშირებული სპექტაკლებში სამსახიობო ანსამბლის შექმნა. მან დაამკვიდრა სარეპეტიციო მუშაობის ახალი მეთოდი ბრიტანულ თეატრში, მოახდინა სცენის რეკონსტრუქცია.

განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდა შექსპირის რეპერტუარს და მის შემოქმედებაში შექსპირის გმირებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ.

დევიდ გარიკი სწავლობდა ლიჩფილდის სამოელ ჯონსონის გრამატიკულ სკოლაში, 1737 წელს გაემგზავრა ლონდონში და მისი დებიუტი სცენაზე 1741 წელს შედგა შექსპირის „რიჩარდ III“-ში. 1747 წელს გახდა სამეფო თეატრის დრური ლეინის ხელმძღვანელი. ამ თანამდებობაზე მან, ფაქტობრივად, 30 წელი დაჰყო.

დევიდ გარიკი ასევე თამაშობდა ბენჟამენ ონსონის „ალქიმიკოსში“, „ირლანდიელ ქვრივში“, თუმცა ყველაზე დიდი აღიარება მას შექსპირის პიესებში თამაშმა მოუტანა, განსაკუთრებით ჰამლეტის და მაკბეთის როლებმა, რომელსაც ის რეალისტურ მანერაში ასრულებდა. როგორც რეჟისორმა 1768 წელს დადგა პიესა „ყალბი დელიკატესი“ (False Delicacy).

დევიდ გარიკი იყო „დილეტანტთა საზოგადოების“ წევრი, რომელიც შეიქმნა ანტიკური ხელოვნების შესწავლისთვის. დევიდ გარიკთან ერთად ამ საზოგადოებაში შედიოდნენ იმ ეპოქის გამოჩენილი მოაზროვნეები და ინტელექტუალები: ედმონდ ბერკი, ოლივერ გოლდსმიტი, სამოელ ჯონსონი, დენი დიდრო, ჯეიმს ბოსუელი და სხვები. სამუელ ჯონსონის სიტყვებით − „პროფესიამ გახადა გარიკი მდიდარი, მან მსახიობის პროფესია აქცია საპატივცემულოდ საზოგადოებაში“.

დევიდ გარიკი დაკრძალულია ვესტმისტერის სააბატოში, ე.წ. პოეტთა კუთხეში.


ლაშა ჩხარტიშვილი

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები