დვალიშვილი ზურაბ
(ახალი გვერდი: '''ზურაბ დვალიშვილი''' − (Zurab Dvalishvili), ქართველი დიპლომატი, 2018 წლიდან [[...) |
|||
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Zurab dvalishvili.JPG|thumb|250პქ|ზურაბ დვალიშვილი]] | ||
'''ზურაბ დვალიშვილი''' − (Zurab Dvalishvili), ქართველი დიპლომატი, 2018 წლიდან [[საქართველო]]ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი [[ეთიოპია|ეთიოპიის]] ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში – აკრედიტებული ჯიბუტის, სეიშელის, კენიის, [[ტანზანია|ტანზანიის]] გაერთიანებულ, ცენტრალური აფრიკის, სამხრეთ [[სუდანი]]ს, [[რუანდა|რუანდის]], [[ბურუნდი]]სა და [[სომალი]]ს რესპუბლიკებში. | '''ზურაბ დვალიშვილი''' − (Zurab Dvalishvili), ქართველი დიპლომატი, 2018 წლიდან [[საქართველო]]ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი [[ეთიოპია|ეთიოპიის]] ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში – აკრედიტებული ჯიბუტის, სეიშელის, კენიის, [[ტანზანია|ტანზანიის]] გაერთიანებულ, ცენტრალური აფრიკის, სამხრეთ [[სუდანი]]ს, [[რუანდა|რუანდის]], [[ბურუნდი]]სა და [[სომალი]]ს რესპუბლიკებში. | ||
მიმდინარე ცვლილება 16:37, 20 დეკემბერი 2022 მდგომარეობით
ზურაბ დვალიშვილი − (Zurab Dvalishvili), ქართველი დიპლომატი, 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში – აკრედიტებული ჯიბუტის, სეიშელის, კენიის, ტანზანიის გაერთიანებულ, ცენტრალური აფრიკის, სამხრეთ სუდანის, რუანდის, ბურუნდისა და სომალის რესპუბლიკებში.
დაიბადა 5 მარტი, 1954 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1973-1978 − დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, ახლო აღმოსავლეთის ისტორიის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა დაიწყო 1994 წელს სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. სხვადასხვა წლებში ეკავა აზიის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ოკეანეთის ქვეყნებისა და ავსტრალიის დეპარტამენტის უფროსის; საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის; გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის
მოადგილის; მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის; ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობები.
1997-2001 − მივლენილი იყო ეუთო-ს მისიებში ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ხორვატიაში;
2003-2006 − საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საბერძნეთის რესპუბლიკაში;
2007-2009 − საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი უკრაინაში;
2011-2014 − საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ავსტრალიის თანამეგობრობაში.
ფლობს: რუსულ და ინგლისურ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.