დვალიშვილი ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ დვალიშვილი

ზურაბ დვალიშვილი − (Zurab Dvalishvili), ქართველი დიპლომატი, 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში – აკრედიტებული ჯიბუტის, სეიშელის, კენიის, ტანზანიის გაერთიანებულ, ცენტრალური აფრიკის, სამხრეთ სუდანის, რუანდის, ბურუნდისა და სომალის რესპუბლიკებში.

დაიბადა 5 მარტი, 1954 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1973-1978 − დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, ახლო აღმოსავლეთის ისტორიის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა დაიწყო 1994 წელს სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. სხვადასხვა წლებში ეკავა აზიის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ოკეანეთის ქვეყნებისა და ავსტრალიის დეპარტამენტის უფროსის; საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის; გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის; მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის; ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობები.
1997-2001 − მივლენილი იყო ეუთო-ს მისიებში ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ხორვატიაში;
2003-2006 − საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საბერძნეთის რესპუბლიკაში;
2007-2009 − საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი უკრაინაში;
2011-2014 − საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ავსტრალიის თანამეგობრობაში.

ფლობს: რუსულ და ინგლისურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები