აგური სამშენებლო მსუბუქი
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Msubuqi samsheneblo aguri.PNG|thumb|აგური სამშენებლო მსუბუქი]] | [[ფაილი:Msubuqi samsheneblo aguri.PNG|thumb|აგური სამშენებლო მსუბუქი]] | ||
− | '''აგური სამშენებლო მსუბუქი''' – (ინგლ. Brick building light), [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]], რომელიც მზადდება თიხისა და ამოსაწვავი დანამატებისაგან ([[ხის ნახერხი]], [[ტორფი]], ქვანახშირი და სხვ.); აქვს მცირე სიმკვრივე და თბოგამტარობა. მისი გამოყენებით შესაძლებელია კედლის სისქისა და მასის შემცირება 36-40%-ით. ასეთ აგურს იყენებენ მხოლოდ ნორმალური ტენიანობის შენობებისათვის. | + | '''აგური სამშენებლო მსუბუქი''' – (ინგლ. Brick building light), [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]], რომელიც მზადდება [[თიხა|თიხისა]] და ამოსაწვავი დანამატებისაგან ([[ხის ნახერხი]], [[ტორფი]], [[ქვანახშირი]] და სხვ.); აქვს მცირე სიმკვრივე და თბოგამტარობა. მისი გამოყენებით შესაძლებელია კედლის სისქისა და მასის შემცირება 36-40%-ით. ასეთ აგურს იყენებენ მხოლოდ ნორმალური ტენიანობის შენობებისათვის. |
აგური სამშენებლო მსუბუქი სტრუქტურის მიხედვით არსებობს ამაღლებული ფორიანობის, სიღრუეებიანი და კომბინირებული; ნედლეულის მიხედვით –თიხის, ტრეპელის და შერეული (თიხა-ტრეპელის და თიხა-წიდის). | აგური სამშენებლო მსუბუქი სტრუქტურის მიხედვით არსებობს ამაღლებული ფორიანობის, სიღრუეებიანი და კომბინირებული; ნედლეულის მიხედვით –თიხის, ტრეპელის და შერეული (თიხა-ტრეპელის და თიხა-წიდის). |
მიმდინარე ცვლილება 15:39, 6 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
აგური სამშენებლო მსუბუქი – (ინგლ. Brick building light), აგური, რომელიც მზადდება თიხისა და ამოსაწვავი დანამატებისაგან (ხის ნახერხი, ტორფი, ქვანახშირი და სხვ.); აქვს მცირე სიმკვრივე და თბოგამტარობა. მისი გამოყენებით შესაძლებელია კედლის სისქისა და მასის შემცირება 36-40%-ით. ასეთ აგურს იყენებენ მხოლოდ ნორმალური ტენიანობის შენობებისათვის.
აგური სამშენებლო მსუბუქი სტრუქტურის მიხედვით არსებობს ამაღლებული ფორიანობის, სიღრუეებიანი და კომბინირებული; ნედლეულის მიხედვით –თიხის, ტრეპელის და შერეული (თიხა-ტრეპელის და თიხა-წიდის).
აგური სიმკვრივით 700-1000 კგ/მ3 და სიმტკიცით 35-50 კგ/სმ2 გამოიყენება თვითმზიდი კედლებისათვის; სიმკვრივით 1000-1600 კგ/მ3 და სიმტკიცით 50-150 კგ/სმ2 – მზიდი კედლებისათვის; სიმკვრივით 500-700კგ/მ3 და სიმტკიცით 5-15 კგ/სმ2 – საქვაბეების, მილების და ღუმლების თბოიზოლაციისათვის მაღალი ტემპერატურის (900°C-მდე) პირობებში, ხოლო ასეთივე თბოსაიზოლაციო აგური, დამზადებული ცეცხლგამძლე თიხისგან – 1300°C-მდე ტემპერატურის პირობებში.