გონიოს ციხე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:ბათუმის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:ბათუმის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს ციხე-კოშკები]] | [[კატეგორია:საქართველოს ციხე-კოშკები]] | ||
+ | [[კატეგორია: აჭარის არქიტექტურული ძეგლები]] |
მიმდინარე ცვლილება 11:39, 9 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
გონიოს ციხე (აფსაროსი) (ინგლ. Gonio Fortress) – ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, ბათუმის უბან გონიოში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხის შესართავთან, მარცხენა მხარეს. ამ რეგიონში აღმოცენდა კოლხური ბრინჯაოს კულტურა და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები – დაიაენი და კულხა (ძვ. წ. XIII-VIII სს.). ანტიკური წყაროების თანახმად აფსაროსის დაარსება არგონავტების ექსპედიციას უკავშირდება. მათ მიერ აიეტის ვაჟის აფსირტეს მოკვლას და ამ ადგილას დაკრძალვას. თუმცა არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით უძველესი დასახლება აქ ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. საკუთრივ ციხე აქ რომაელებმა I საუკუნის 70-იან წლებში ააგეს. II საუკუნეში აქ რომაელთა ლეგიონები იდგა და იგი საკმაოდ ძლიერი, კეთილმოწყობილი, გამაგებული ციხე-ქალაქი იყო. გონიოს ციხე XII საუკუნის შემდეგდროინდელი სახელწოდებაა. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია I-III საუკუნეების ნაგებობები: აბანოები, ყაზარმები, პრეტორიუმი, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემები, ჭები და ა.შ. საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები (გენუა და სხვ.) დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრისადმი. 1547 წელს ციხე ოსმალებმა დაიკავეს და მათ მფლობელობაში იყო 1878 წლამდე, როდესაც სან-სტეფანოს ზავით აჭარასთან ერთად რუსეთის იმპერიას გადაეცა.
ციხე გეგმით დიდი ზომის მართკუთხედია (195×245 მ). ყოველ მხარეს თითო ჭიშკარი აქვს, გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული. კუთხის კოშკები უფრო დიდია. გონიოს ციხე უხერშად გათლილი ქვის კვადრებითაა ნაგები. შეინიშნება რამდენიმე სამშენებლო ფენა. პირველი ფენა (III-V სს.) გამოირჩევა კარგი დამუშავებითა და წყობით, მეორე ფენის კოშკებიანი კედლები (VI-VII სს.) შედარებით დაბალი ხარისხისაა, მესამე ფენა კი ოსმალების ბატონობის პერიოდს განეკუთვნება (XVI ს.).
სავარაუდოდ გონიოს ციხეში მდებარეობს ქრისტეს 12 მოციქულიდან ერთ-ერთის, წმინდა მათეს საფლავი.