ომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ომა''' − [[კარატის ჯვარი]]ს ხელკაცი  იყო ომა. კოჭლი იყო, დიდი გაჭირვებით დადიოდა. მაგრამ კარატის ჯვარს ხან სად დაჰყავდა, ხან სად. წინათ კოჭლი არ ყოფილა, გველეთში დაკოჭლებულა. ეს ამბავი ასე მომხდარა:   
 
'''ომა''' − [[კარატის ჯვარი]]ს ხელკაცი  იყო ომა. კოჭლი იყო, დიდი გაჭირვებით დადიოდა. მაგრამ კარატის ჯვარს ხან სად დაჰყავდა, ხან სად. წინათ კოჭლი არ ყოფილა, გველეთში დაკოჭლებულა. ეს ამბავი ასე მომხდარა:   
  
მისვლია ომას კარატის ჯვარი ხელზე და გამოუცხადებია, გველეთში უნდა წავიდეთ, იქ [[თას-განძი]]ს სამალავია და უნდა ვნახოთო. გაძღოლია კარატის ჯვარი და არაგვზე ისე ჩაუვლიათ, რომ ვერავის დაუნახავს. საფარველი სდებიათ მასაც და კარატის ჯვარსაც. გველეთს რომ მისულან, სადაც სამალავი იყო, იმის კარზე გაჩერდა ხატი. ვიწრო ჩასაძრომი ყოფილა და ჩასძღოლია ხატი და მიჰყოლია ომაც. შიგ რომ ჩასულან, დიდძალი თას-განძი უნახავთ. თაროები სულ შიბიანი ვერცხლის [[თასი|თასებით]] და [[სურა|სურებით]] ყოფილა სავსე. ერთი ვერცხლის ყავარჯენი ყოფილა მიყუდებული ერთ კუთხეში. მეორე კუთხეში დიდი სალუდე [[ქვაბი]] მდგარა, ზედ ოქროსფერ-ყვითელი ხბო წოლილა. „რა ყრია ამ ქვაბში-მეთქი, ქვაბს ჯოხი შემავკარი და შეიქნა ერთი ჯღარა-ჯღური ქვაბში და რაც თას-განძი იყო, სუყველა ჯღრიალით ძირს დაეცაო. იმ ჯღარა-ჯღურზე მოაბრუნა თავი, ზედ რომ იწვა, იმ ხბომ და შემომიბღვირაო“, – ყვებოდა ომა.   
+
მისვლია ომას კარატის ჯვარი ხელზე და გამოუცხადებია, გველეთში უნდა წავიდეთ, იქ [[თას-განძი]]ს სამალავია და უნდა ვნახოთო. გაძღოლია კარატის ჯვარი და არაგვზე ისე ჩაუვლიათ, რომ ვერავის დაუნახავს. [[საფარველი]] სდებიათ მასაც და კარატის ჯვარსაც. გველეთს რომ მისულან, სადაც სამალავი იყო, იმის კარზე გაჩერდა ხატი. ვიწრო ჩასაძრომი ყოფილა და ჩასძღოლია ხატი და მიჰყოლია ომაც. შიგ რომ ჩასულან, დიდძალი თას-განძი უნახავთ. თაროები სულ შიბიანი ვერცხლის [[თასი|თასებით]] და [[სურა|სურებით]] ყოფილა სავსე. ერთი ვერცხლის ყავარჯენი ყოფილა მიყუდებული ერთ კუთხეში. მეორე კუთხეში დიდი სალუდე [[ქვაბი]] მდგარა, ზედ ოქროსფერ-ყვითელი ხბო წოლილა. „რა ყრია ამ ქვაბში-მეთქი, ქვაბს ჯოხი შემავკარი და შეიქნა ერთი ჯღარა-ჯღური ქვაბში და რაც თას-განძი იყო, სუყველა ჯღრიალით ძირს დაეცაო. იმ ჯღარა-ჯღურზე მოაბრუნა თავი, ზედ რომ იწვა, იმ ხბომ და შემომიბღვირაო“, – ყვებოდა ომა.   
  
 
შეშინებულა ომა და გარეთ გამოვარდნილა. გადმოგორებულა და კლდეზე გადავარდნილა, დარჩენილა იქ. „გონთ რომ მოვედი, – ყვებოდა ომა, – კლდის ძირში ვეგდე და ერთ ფეხს ვეღარ ვმართავდიო. აღარც [[ხატი]] იყო იქ და აღარც [[ანგელოზი|ანგელოზიო]]“.
 
შეშინებულა ომა და გარეთ გამოვარდნილა. გადმოგორებულა და კლდეზე გადავარდნილა, დარჩენილა იქ. „გონთ რომ მოვედი, – ყვებოდა ომა, – კლდის ძირში ვეგდე და ერთ ფეხს ვეღარ ვმართავდიო. აღარც [[ხატი]] იყო იქ და აღარც [[ანგელოზი|ანგელოზიო]]“.

15:30, 26 თებერვალი 2020-ის ვერსია

ომაკარატის ჯვარის ხელკაცი იყო ომა. კოჭლი იყო, დიდი გაჭირვებით დადიოდა. მაგრამ კარატის ჯვარს ხან სად დაჰყავდა, ხან სად. წინათ კოჭლი არ ყოფილა, გველეთში დაკოჭლებულა. ეს ამბავი ასე მომხდარა:

მისვლია ომას კარატის ჯვარი ხელზე და გამოუცხადებია, გველეთში უნდა წავიდეთ, იქ თას-განძის სამალავია და უნდა ვნახოთო. გაძღოლია კარატის ჯვარი და არაგვზე ისე ჩაუვლიათ, რომ ვერავის დაუნახავს. საფარველი სდებიათ მასაც და კარატის ჯვარსაც. გველეთს რომ მისულან, სადაც სამალავი იყო, იმის კარზე გაჩერდა ხატი. ვიწრო ჩასაძრომი ყოფილა და ჩასძღოლია ხატი და მიჰყოლია ომაც. შიგ რომ ჩასულან, დიდძალი თას-განძი უნახავთ. თაროები სულ შიბიანი ვერცხლის თასებით და სურებით ყოფილა სავსე. ერთი ვერცხლის ყავარჯენი ყოფილა მიყუდებული ერთ კუთხეში. მეორე კუთხეში დიდი სალუდე ქვაბი მდგარა, ზედ ოქროსფერ-ყვითელი ხბო წოლილა. „რა ყრია ამ ქვაბში-მეთქი, ქვაბს ჯოხი შემავკარი და შეიქნა ერთი ჯღარა-ჯღური ქვაბში და რაც თას-განძი იყო, სუყველა ჯღრიალით ძირს დაეცაო. იმ ჯღარა-ჯღურზე მოაბრუნა თავი, ზედ რომ იწვა, იმ ხბომ და შემომიბღვირაო“, – ყვებოდა ომა.

შეშინებულა ომა და გარეთ გამოვარდნილა. გადმოგორებულა და კლდეზე გადავარდნილა, დარჩენილა იქ. „გონთ რომ მოვედი, – ყვებოდა ომა, – კლდის ძირში ვეგდე და ერთ ფეხს ვეღარ ვმართავდიო. აღარც ხატი იყო იქ და აღარც ანგელოზიო“.

მერე მწყემსებს უპოვნიათ ომა და შეუტყობინებიათ ხალხისთვის. მისულა ხალხი და საკაცით შინ წაუღიათ. ასე უხილავს მას წმიდა საგანძური და ასე დაკოჭლებულა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები