დუუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''დუუ''' ''(ვაინ. Дуу)'' – ვაინახური დაფიცების წესი; მიმართავდნენ ქურდობის, მკვლელობის მცდელობის, მიწაზე ან ვალზე დავის და სხვა შემთხვევებში. დაფიცება საგვარეულო [[აკლდამა]]სთან (და, ამდენად, მიცვალებულის [[კულტი|კულტთან]]) დაკავშირებული საწესო ქმედებით, მყარი მტკიცებულების ძალას იძენდა, რითაც დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ამ სტატუსს საბოლოოდ იხსნიდა: დაზარალებული დაკლავდა ცხვარს და ბრალდებულსა და მის ნათესავებს გაუმასპინძლდებოდა; შემდეგ, ამ უკანასკნელებთან ერთად, თავის საგვარეულო საძვალესთან მიდიოდა; აქ ეჭვმიტანილი ზურგზე წამოიკიდებდა „დოას" (საქონლის საკვებისთვის განკუთვნილ წნულ ჭურჭელს), რომელშიც წინასწარ დებდა ბარს, [[წერაქვი|წერაქვს]], [[ცული|ცულს]], საჩეჩელს, წყლით სავსე [[ტიკი|ტიკს]], სამ ქვას და დაფიცებამდე აკლდამას სამჯერ შემოუვლიდა; ამ დროს ბრალმდებელი ამბობდა: „თუ შენ უდანაშაულო ხარ, დე, კვლავ თავისუფლად გამყოფოს ღმერთმა, მაგრა თუ შენ დამნაშავე ხარ, ყველა ცუდი საქმე შენს წინაპრებს მიეწიოს, ჩემი მკვდრების მიერ ჩადენილი ცოდვები შენს მკვდრებს მიეწეროს; დე, ჩემი მიცვალებულები შენსაზე ისხდნენ; თუ სუფთა ხარ, მალე მიიღე თავისუფლება" (ვარიანტი: „დე, იყავით თქვენ – მზე, მთვარე და ... [იტყოდა გვარში ყველაზე ავტორიტეტული ცოცხალი პირის სახელს] ამქვეყნად და ... [იტყოდა გარდაცვლილის სახელს] იმქვეყნად მოწმენი, რომ შენ ]იტყოდა ეჭვმიტანილის სახელს] დადებ ფიცს, რომ არაფერი იცი ჩემი გაქურდვის თაობაზე; თუ შენ იქურდე და ყალბ ფიცს დებ, დე, ჩემს მიცვალებულებზე გადმოვიდეს შენი მკვდრების სახელზე გამართული ყველა [[აღაპი]]; დე, შნი წინაპრები ჩემი წინაპრების მორჩილნი იყვნენ [[საიქიო]]ში; დე, იყავი, შენ, ჩემი და ჩემი მიცვალებულების მოსამსახურე მარადჟამს; მაგრამ თუ შენ უდანაშაულო ხარ, დე, ღმერთმა გაპატიოს“). ასეთივე შინაარსის შებრუნებულ ფიცს დებდა ეჭვმიტანილიც.  
+
'''დუუ''' ''(ვაინ. Дуу)'' – ვაინახური დაფიცების წესი; მიმართავდნენ ქურდობის, მკვლელობის მცდელობის, მიწაზე ან ვალზე დავის და სხვა შემთხვევებში. დაფიცება საგვარეულო [[აკლდამა]]სთან (და, ამდენად, მიცვალებულის [[კულტი|კულტთან]]) დაკავშირებული საწესო ქმედებით, მყარი მტკიცებულების ძალას იძენდა, რითაც დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ამ სტატუსს საბოლოოდ იხსნიდა: დაზარალებული დაკლავდა ცხვარს და ბრალდებულსა და მის ნათესავებს გაუმასპინძლდებოდა; შემდეგ, ამ უკანასკნელებთან ერთად, თავის საგვარეულო საძვალესთან მიდიოდა; აქ ეჭვმიტანილი ზურგზე წამოიკიდებდა „დოას" (საქონლის საკვებისთვის განკუთვნილ წნულ ჭურჭელს), რომელშიც წინასწარ დებდა ბარს, [[წერაქვი|წერაქვს]], [[ცული|ცულს]], [[საჩეჩელი|საჩეჩელს]], წყლით სავსე [[ტიკი|ტიკს]], სამ ქვას და დაფიცებამდე აკლდამას სამჯერ შემოუვლიდა; ამ დროს ბრალმდებელი ამბობდა: „თუ შენ უდანაშაულო ხარ, დე, კვლავ თავისუფლად გამყოფოს ღმერთმა, მაგრა თუ შენ დამნაშავე ხარ, ყველა ცუდი საქმე შენს წინაპრებს მიეწიოს, ჩემი მკვდრების მიერ ჩადენილი ცოდვები შენს მკვდრებს მიეწეროს; დე, ჩემი მიცვალებულები შენსაზე ისხდნენ; თუ სუფთა ხარ, მალე მიიღე თავისუფლება" (ვარიანტი: „დე, იყავით თქვენ – მზე, მთვარე და ... [იტყოდა გვარში ყველაზე ავტორიტეტული ცოცხალი პირის სახელს] ამქვეყნად და ... [იტყოდა გარდაცვლილის სახელს] იმქვეყნად მოწმენი, რომ შენ ]იტყოდა ეჭვმიტანილის სახელს] დადებ ფიცს, რომ არაფერი იცი ჩემი გაქურდვის თაობაზე; თუ შენ იქურდე და ყალბ ფიცს დებ, დე, ჩემს მიცვალებულებზე გადმოვიდეს შენი მკვდრების სახელზე გამართული ყველა [[აღაპი]]; დე, შნი წინაპრები ჩემი წინაპრების მორჩილნი იყვნენ [[საიქიო]]ში; დე, იყავი, შენ, ჩემი და ჩემი მიცვალებულების მოსამსახურე მარადჟამს; მაგრამ თუ შენ უდანაშაულო ხარ, დე, ღმერთმა გაპატიოს“). ასეთივე შინაარსის შებრუნებულ ფიცს დებდა ეჭვმიტანილიც.  
  
ინგუშებში გავრცელებული იყო ძაღლით დაფიცების წესიც, რის აღსასრულებლადაც გათხოვილი ქალი (ეჭვმიტანილის დედა, და, დეიდა, ბიცოლა ან ცოლი) დაზარალებულის საგვარეულო სამარხთან მიდიოდა და თან ძაღლი მიჰყავდა. აქ მბრალმდებელი კლავდა ძაღლს და იტყოდა: „დე, ეს ძაღლი იღლიაში ჰყავდეს შენს მიცვალებულს, როცა იგი დაწვება; დე, ხელში ეკავოს, როცა დაჯდება; იყოს მასთან სიკვდილის დროსაც. თუ შენ (მიმართავს ქალს) სუფთა მოხვედი, უწინდებურად თავისუფლად იცხოვრე" (ვარიანტი: „თუ შენი ქმარი [ვაჟი] დამნაშავეა იმაში, რაშიც მე ეჭვი მაქვს, შენ კი იცი ეს და მალავ, დე, ეს ძაღლი იყოს თქვენი მკვდრების საკვები“. როცა მოპასუხე მხარე ვალს არ აღიარებდა, თავისი სიმართლის დასამტკიცებლად შემდეგ წესს ასრულებდა: რომელიმე წმინდა ადგილზე ძაღლის განავლისა და ძვლების ნარევს დადებდა და იტყოდა: „თუ მე სიმართლეს არ ვამბობ, დე, ჩემმა მიცვალებულებმა საიქიოში დაზარალებულის მკვდრები ზურგით ატარონ“. ასეთი ფიცის შემდეგ, დამფიცებელზე ეჭვის მიტანა იკრძალებოდა.
 
მიმდინარე ცვლილება 14:14, 11 თებერვალი 2020 მდგომარეობით

დუუ (ვაინ. Дуу) – ვაინახური დაფიცების წესი; მიმართავდნენ ქურდობის, მკვლელობის მცდელობის, მიწაზე ან ვალზე დავის და სხვა შემთხვევებში. დაფიცება საგვარეულო აკლდამასთან (და, ამდენად, მიცვალებულის კულტთან) დაკავშირებული საწესო ქმედებით, მყარი მტკიცებულების ძალას იძენდა, რითაც დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ამ სტატუსს საბოლოოდ იხსნიდა: დაზარალებული დაკლავდა ცხვარს და ბრალდებულსა და მის ნათესავებს გაუმასპინძლდებოდა; შემდეგ, ამ უკანასკნელებთან ერთად, თავის საგვარეულო საძვალესთან მიდიოდა; აქ ეჭვმიტანილი ზურგზე წამოიკიდებდა „დოას" (საქონლის საკვებისთვის განკუთვნილ წნულ ჭურჭელს), რომელშიც წინასწარ დებდა ბარს, წერაქვს, ცულს, საჩეჩელს, წყლით სავსე ტიკს, სამ ქვას და დაფიცებამდე აკლდამას სამჯერ შემოუვლიდა; ამ დროს ბრალმდებელი ამბობდა: „თუ შენ უდანაშაულო ხარ, დე, კვლავ თავისუფლად გამყოფოს ღმერთმა, მაგრა თუ შენ დამნაშავე ხარ, ყველა ცუდი საქმე შენს წინაპრებს მიეწიოს, ჩემი მკვდრების მიერ ჩადენილი ცოდვები შენს მკვდრებს მიეწეროს; დე, ჩემი მიცვალებულები შენსაზე ისხდნენ; თუ სუფთა ხარ, მალე მიიღე თავისუფლება" (ვარიანტი: „დე, იყავით თქვენ – მზე, მთვარე და ... [იტყოდა გვარში ყველაზე ავტორიტეტული ცოცხალი პირის სახელს] ამქვეყნად და ... [იტყოდა გარდაცვლილის სახელს] იმქვეყნად მოწმენი, რომ შენ ]იტყოდა ეჭვმიტანილის სახელს] დადებ ფიცს, რომ არაფერი იცი ჩემი გაქურდვის თაობაზე; თუ შენ იქურდე და ყალბ ფიცს დებ, დე, ჩემს მიცვალებულებზე გადმოვიდეს შენი მკვდრების სახელზე გამართული ყველა აღაპი; დე, შნი წინაპრები ჩემი წინაპრების მორჩილნი იყვნენ საიქიოში; დე, იყავი, შენ, ჩემი და ჩემი მიცვალებულების მოსამსახურე მარადჟამს; მაგრამ თუ შენ უდანაშაულო ხარ, დე, ღმერთმა გაპატიოს“). ასეთივე შინაარსის შებრუნებულ ფიცს დებდა ეჭვმიტანილიც.

ინგუშებში გავრცელებული იყო ძაღლით დაფიცების წესიც, რის აღსასრულებლადაც გათხოვილი ქალი (ეჭვმიტანილის დედა, და, დეიდა, ბიცოლა ან ცოლი) დაზარალებულის საგვარეულო სამარხთან მიდიოდა და თან ძაღლი მიჰყავდა. აქ მბრალმდებელი კლავდა ძაღლს და იტყოდა: „დე, ეს ძაღლი იღლიაში ჰყავდეს შენს მიცვალებულს, როცა იგი დაწვება; დე, ხელში ეკავოს, როცა დაჯდება; იყოს მასთან სიკვდილის დროსაც. თუ შენ (მიმართავს ქალს) სუფთა მოხვედი, უწინდებურად თავისუფლად იცხოვრე" (ვარიანტი: „თუ შენი ქმარი [ვაჟი] დამნაშავეა იმაში, რაშიც მე ეჭვი მაქვს, შენ კი იცი ეს და მალავ, დე, ეს ძაღლი იყოს თქვენი მკვდრების საკვები“. როცა მოპასუხე მხარე ვალს არ აღიარებდა, თავისი სიმართლის დასამტკიცებლად შემდეგ წესს ასრულებდა: რომელიმე წმინდა ადგილზე ძაღლის განავლისა და ძვლების ნარევს დადებდა და იტყოდა: „თუ მე სიმართლეს არ ვამბობ, დე, ჩემმა მიცვალებულებმა საიქიოში დაზარალებულის მკვდრები ზურგით ატარონ“. ასეთი ფიცის შემდეგ, დამფიცებელზე ეჭვის მიტანა იკრძალებოდა.

დაფიცების განსაკუთრებული წესი საკულტო ნაგებობებთან სრულდებოდა. სამაგალითოდ მოგვაქვს ძორახ-წუს სალოცავში მოქმედი წესი: ეს სამლოცველო მდებარეობდა ხამხის თემის სოფ. ოძივთან, რომლის წინ არსებულ მოედანზე ქვის ფილებისაგან 5-6 მეტრის სიგრძის ვიწრო ბილიკი იყო დაგებული. აქ ხდებოდა ფიცის დადება. დაპირისპირებულ მხარეებს ბილიკი ჰყოფდათ. დაფიცების დროს ეჭვმიტანილი და 17 თანასოფლელი, ე.წ. დუუხოუ, რომელთაგან რვა ბრალდებულის ნათესავი იყო, ხოლო 9 – მისივე მოწვეული სხვადასხვა გვარის წარმომადგენელი, სახით სამლოცველოსკენ დგებოდნენ; უიარაღოდ და უქუდოდ მდგარნი, დაზარალებულისა და ორი თავმდები პირს თანდასწრებით, საზეიმოდ დებდნენ ფიცს (იფიცებდნენ დჲალას, ძორახ-წუს და საოჯახო კერას, რომ ისინი მკვლელობისა თუ ქურდობის ჩამდენნი არ იყვნენ). დაფიცებით „განწმენდილი“ ეჭვმიტანილი ძორახ-წუს ცხვარს სწირავდა და ფიცის თანადამდებებს უმასპინძლდებოდა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Ахриев Ч. Э. Избранное. Назрань. 2000;
  • Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები