ბლაღო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ბლაღო''' ''(ადიღ. Благъуэ/Благъо – „წითური გველი“)'' – ცეცხლისმფრქვეველი გიგანტური ურჩხული, ქვესკნელის ბინადარი [[გველეშაპი]], ბუნების ბოროტ ძალთა (მოგვიანებით, მოძალადე დამპყრობთა) განსახიერება ადიღურ მითოლოგიაში. ფოლკლორული მასალის მიხედვით, ნიანგის მსგავს, ქერცლიანი [[ჯავშანი|ჯავშნის]] მქონე ცალთვალა ურჩხულს შეიძლება რამდენიმე თავიც ჰქონდეს; მის კუდს ისეთი ძალა აქვს, რომ ერთი დარტყმით უდიდეს მთებს კი შუაზე ხეთქავს. შეუძლია ერთი ჩასუნთქვით ჩაყლაპოს ხეები, კლდეები, ლოდები, შორსმყოფი ადამიანები და ცხოველები. აქვს ადამიანთა მონუსხვა-მოჯადოების უნარი. ყოველგვარი მიწიერი და კოსმიური უბედურება ბლაღოს მიაწერება: როგორც კი გამოჩნდება, ადამიანებსა და საქონელს ჭირი დაერევა, მინდვრები და ყანები გვალვისგან სულს ღაფავს; მზისა და მთვარის დაბნელებაც მისი მიზეზით ხდება, რადგან, ხალხის რწმენით, მათ სწორედ
 
ბლაღო ყლაპავს. ამიტომ მნათობთა დაბნელების დროს ქვაბებით, ტაშტებით, ტაფებით, რკინის საგნებით, დოლებით, საყვირებით, მშვილდ-ისრებითა და [[თოფი|თოფებით]] შეიარაღებული ხალხი ეზოში გამოდიოდა; ზოგი რკინას რკინაზე ურტყამდა, ზოგი [[ისარი|ისარსა]] და თოფს ზეცისკენ ისროდა, ზოგიც მთელი ხმით გაჰკიოდა – „გაუშვი“ (къэутIыпщI) და მაღლამყოფ ბლაღოს მუშტებს უქნევდა. ამ უსაშველო ხმაურს თან ქალების მოთქმა, ბავშვების ტირილი და მოხუცთა [[ლოცვა]] ერთვოდა. და როცა მზე ან მთვარე კვლავ გამოანათებდა, ჩერქეზები მნათობთა განთავისუფლებას ზეიმობდნენ, თჰელეუს აწყობდნენ და შავ ურჩხულს მსხვერპლად შავი ფერის ქათმებს სწირავდნენ („[[მაფაშჰეჯედი]]“).
+
ბლაღო ყლაპავს. ამიტომ მნათობთა დაბნელების დროს ქვაბებით, ტაშტებით, ტაფებით, რკინის საგნებით, დოლებით, საყვირებით, მშვილდ-ისრებითა და [[თოფი|თოფებით]] შეიარაღებული ხალხი ეზოში გამოდიოდა; ზოგი რკინას რკინაზე ურტყამდა, ზოგი [[ისარი|ისარსა]] და თოფს ზეცისკენ ისროდა, ზოგიც მთელი ხმით გაჰკიოდა – „გაუშვი“ (къэутIыпщI) და მაღლამყოფ ბლაღოს მუშტებს უქნევდა. ამ უსაშველო ხმაურს თან ქალების [[მოთქმა]], ბავშვების ტირილი და მოხუცთა [[ლოცვა]] ერთვოდა. და როცა მზე ან მთვარე კვლავ გამოანათებდა, ჩერქეზები მნათობთა განთავისუფლებას ზეიმობდნენ, თჰელეუს აწყობდნენ და შავ ურჩხულს მსხვერპლად შავი ფერის ქათმებს სწირავდნენ („[[მაფაშჰეჯედი]]“).
  
ადიღურ ეპოსში და ჯადოსნურ ზრაპრებში ბლაღო თავისი უზარმაზარი სხეულით მდინარეებსა და წყაროებს შემოერტყმის და ადამიანებს წყალით სარგებლობის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს, თუკი შესაჭმელად ქალიშვილს მისცემენ. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ზღაპრული და ეპიკური სიუჟეტი ბლაღოს სამსხვერპლო ქალიშვილის დახსნის თემაზეა აგებული. ყველაზე გავრცელებული სიუჟეტის მიხედვით, გმირი [[ბათრაზი]] შეუპოვარ
 
14:58, 6 თებერვალი 2020-ის ვერსია

ბლაღო (ადიღ. Благъуэ/Благъо – „წითური გველი“) – ცეცხლისმფრქვეველი გიგანტური ურჩხული, ქვესკნელის ბინადარი გველეშაპი, ბუნების ბოროტ ძალთა (მოგვიანებით, მოძალადე დამპყრობთა) განსახიერება ადიღურ მითოლოგიაში. ფოლკლორული მასალის მიხედვით, ნიანგის მსგავს, ქერცლიანი ჯავშნის მქონე ცალთვალა ურჩხულს შეიძლება რამდენიმე თავიც ჰქონდეს; მის კუდს ისეთი ძალა აქვს, რომ ერთი დარტყმით უდიდეს მთებს კი შუაზე ხეთქავს. შეუძლია ერთი ჩასუნთქვით ჩაყლაპოს ხეები, კლდეები, ლოდები, შორსმყოფი ადამიანები და ცხოველები. აქვს ადამიანთა მონუსხვა-მოჯადოების უნარი. ყოველგვარი მიწიერი და კოსმიური უბედურება ბლაღოს მიაწერება: როგორც კი გამოჩნდება, ადამიანებსა და საქონელს ჭირი დაერევა, მინდვრები და ყანები გვალვისგან სულს ღაფავს; მზისა და მთვარის დაბნელებაც მისი მიზეზით ხდება, რადგან, ხალხის რწმენით, მათ სწორედ ბლაღო ყლაპავს. ამიტომ მნათობთა დაბნელების დროს ქვაბებით, ტაშტებით, ტაფებით, რკინის საგნებით, დოლებით, საყვირებით, მშვილდ-ისრებითა და თოფებით შეიარაღებული ხალხი ეზოში გამოდიოდა; ზოგი რკინას რკინაზე ურტყამდა, ზოგი ისარსა და თოფს ზეცისკენ ისროდა, ზოგიც მთელი ხმით გაჰკიოდა – „გაუშვი“ (къэутIыпщI) და მაღლამყოფ ბლაღოს მუშტებს უქნევდა. ამ უსაშველო ხმაურს თან ქალების მოთქმა, ბავშვების ტირილი და მოხუცთა ლოცვა ერთვოდა. და როცა მზე ან მთვარე კვლავ გამოანათებდა, ჩერქეზები მნათობთა განთავისუფლებას ზეიმობდნენ, თჰელეუს აწყობდნენ და შავ ურჩხულს მსხვერპლად შავი ფერის ქათმებს სწირავდნენ („მაფაშჰეჯედი“).

ადიღურ ეპოსში და ჯადოსნურ ზრაპრებში ბლაღო თავისი უზარმაზარი სხეულით მდინარეებსა და წყაროებს შემოერტყმის და ადამიანებს წყალით სარგებლობის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს, თუკი შესაჭმელად ქალიშვილს მისცემენ. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ზღაპრული და ეპიკური სიუჟეტი ბლაღოს სამსხვერპლო ქალიშვილის დახსნის თემაზეა აგებული. ყველაზე გავრცელებული სიუჟეტის მიხედვით, გმირი ბათრაზი შეუპოვარ ბრძოლაში კლავს ურჩხულს, რომელიც ნართების მიწაზე მდინარეს აგუბებს და ნართებს ყლუპ წყალსაც არ აძლევს, და ტყვეს ანთავისუფლებს (როცა ბლაღო გმირთან შერკინებაში იღუპება, მის შავ სისხლში, რომელიც ზღვასავით გადმოედინება, ქალიშვილთა გვამები დაცურავენ). ამ სიუჟეტის ზღაპარში გადასულ ვარიანტებში გმირი თავისი ვაჟკაცობისათვის ჯილდოდ მზეთუნახავის ხელს ეუფლება ან უკან დაბრუნებაში დახმარებას იღებს.

ლიტერატურა

  • Нартхэр. Адыгэ эпос. Т. IV. Мыекъуапэ, 1970;
  • Т. V. Мыекъуапэ, 1970; Т. VII. Мыекъуапэ, 1971;
  • Мижаев М. И. Бляго // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • Шортанов А. Т. Адыгские культы. Нальчик, 1992;
  • Мыжей М., Пащты М. Адыгэ мифологием и энциклопедие. Тхьэхэр, лIыхъужьхэр, культхэр, нэщэнэхэр. Черкесск-Нальшык-Мейкъуапэ. 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები