ბარდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''ბარდა''' - '''(''Pisum sativum L.'')''' მეგრული სახელწოდებაა „ბარდი“//„ბარდვი“//„ბარდონი“; გურიაში ბარდა ცნობილია „ოქროს ცერცვის“ სახელწოდებით; სვანურად ეწოდება „ღედერ“//„მენგრე ღედერ“// „ნეცინ ღედარ“//„ბეგვა“//„ბეგო“//ნეცინ ღედერ“; ლეჩხუმურად - „ფსხჳლი ცერცვი“; რაჭაში ბარდას ადგილობრივი სახელწოდებაა „ცერცვის ბარდა“, თუშურად - „ცვერცვი“, „ცერცვი“; ახალქალაქში საკვები ბარდა „ხანდურის“ სახელწოდებითაცაა ცნობილი ''(ერისთავი, 1884; შუკვანი, 1977; მაყაშვილი, 1949; მაისაია, 2013).''
 
'''ბარდა''' - '''(''Pisum sativum L.'')''' მეგრული სახელწოდებაა „ბარდი“//„ბარდვი“//„ბარდონი“; გურიაში ბარდა ცნობილია „ოქროს ცერცვის“ სახელწოდებით; სვანურად ეწოდება „ღედერ“//„მენგრე ღედერ“// „ნეცინ ღედარ“//„ბეგვა“//„ბეგო“//ნეცინ ღედერ“; ლეჩხუმურად - „ფსხჳლი ცერცვი“; რაჭაში ბარდას ადგილობრივი სახელწოდებაა „ცერცვის ბარდა“, თუშურად - „ცვერცვი“, „ცერცვი“; ახალქალაქში საკვები ბარდა „ხანდურის“ სახელწოდებითაცაა ცნობილი ''(ერისთავი, 1884; შუკვანი, 1977; მაყაშვილი, 1949; მაისაია, 2013).''
  
ბარდა [[გიორგი მთაწმინდელი]]ს (XI ს.) დიდ სდნაქსარში იხსენიება, როგორც [[ქართველები|ქართველ]] [[მონაზონი|მონაზონთა]] მთავარი სამარხვო საჭმელი. XVII ს.-ის რუსი ელჩების ნ.ტოლოჩანოვისა და ა. იევლევის ცნობით, ბარდას თესავდნენ იმერეთში. ი. გიულდენშტედტის (XVIII ს.) ჩანაწერებში აღნიშნულია „თეთრი ბარდას“ ნათესები რაჭაში ''(გიულდენშტედტი, 1962, 1964).''
+
ბარდა [[გიორგი მთაწმინდელი]]ს (XI ს.) დიდ სდნაქსარში იხსენიება, როგორც [[ქართველები|ქართველ]] [[მონაზონი|მონაზონთა]] მთავარი სამარხვო საჭმელი. XVII ს.-ის რუსი ელჩების ნ.ტოლოჩანოვისა და ა. იევლევის ცნობით, ბარდას თესავდნენ [[იმერეთი|იმერეთში]]. ი. გიულდენშტედტის (XVIII ს.) ჩანაწერებში აღნიშნულია „თეთრი ბარდას“ ნათესები რაჭაში ''(გიულდენშტედტი, 1962, 1964).''
  
 
ბარდას ნამარხი ნაშთები აღმოჩენილია საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე: დიხაგუძუბაში (რომელიც თარიღდება ძვ.წ. VII-VI ათასწლეულით), „გადაჭრილ გორაზე“ და არუხლოში (ძვ.წ. VI-V ათასწლეული), ნოქალაქევის ელინისტური ხანის სამაროვნებიდან (ძვ.წ. VI-IV სს.), ვანის ნაქალაქარის ტერიტორიაზე (ძვ.წ. IV-III სს.), წაღვლში, ციხია გორასა და დედოფლის გორაზე (ახ.წ. I ს.) (''ბოკერია ეტ ალ., 2009; ჯალაბაძე და სხვ.; 2010; ბოკერია, 2010; ლომიტაშვილი და სხვ.; 2011).''
 
ბარდას ნამარხი ნაშთები აღმოჩენილია საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე: დიხაგუძუბაში (რომელიც თარიღდება ძვ.წ. VII-VI ათასწლეულით), „გადაჭრილ გორაზე“ და არუხლოში (ძვ.წ. VI-V ათასწლეული), ნოქალაქევის ელინისტური ხანის სამაროვნებიდან (ძვ.წ. VI-IV სს.), ვანის ნაქალაქარის ტერიტორიაზე (ძვ.წ. IV-III სს.), წაღვლში, ციხია გორასა და დედოფლის გორაზე (ახ.წ. I ს.) (''ბოკერია ეტ ალ., 2009; ჯალაბაძე და სხვ.; 2010; ბოკერია, 2010; ლომიტაშვილი და სხვ.; 2011).''

16:47, 15 იანვარი 2020-ის ვერსია

ბარდა – Pisum sativum L. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი

ბარდა - (Pisum sativum L.) მეგრული სახელწოდებაა „ბარდი“//„ბარდვი“//„ბარდონი“; გურიაში ბარდა ცნობილია „ოქროს ცერცვის“ სახელწოდებით; სვანურად ეწოდება „ღედერ“//„მენგრე ღედერ“// „ნეცინ ღედარ“//„ბეგვა“//„ბეგო“//ნეცინ ღედერ“; ლეჩხუმურად - „ფსხჳლი ცერცვი“; რაჭაში ბარდას ადგილობრივი სახელწოდებაა „ცერცვის ბარდა“, თუშურად - „ცვერცვი“, „ცერცვი“; ახალქალაქში საკვები ბარდა „ხანდურის“ სახელწოდებითაცაა ცნობილი (ერისთავი, 1884; შუკვანი, 1977; მაყაშვილი, 1949; მაისაია, 2013).

ბარდა გიორგი მთაწმინდელის (XI ს.) დიდ სდნაქსარში იხსენიება, როგორც ქართველ მონაზონთა მთავარი სამარხვო საჭმელი. XVII ს.-ის რუსი ელჩების ნ.ტოლოჩანოვისა და ა. იევლევის ცნობით, ბარდას თესავდნენ იმერეთში. ი. გიულდენშტედტის (XVIII ს.) ჩანაწერებში აღნიშნულია „თეთრი ბარდას“ ნათესები რაჭაში (გიულდენშტედტი, 1962, 1964).

ბარდას ნამარხი ნაშთები აღმოჩენილია საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე: დიხაგუძუბაში (რომელიც თარიღდება ძვ.წ. VII-VI ათასწლეულით), „გადაჭრილ გორაზე“ და არუხლოში (ძვ.წ. VI-V ათასწლეული), ნოქალაქევის ელინისტური ხანის სამაროვნებიდან (ძვ.წ. VI-IV სს.), ვანის ნაქალაქარის ტერიტორიაზე (ძვ.წ. IV-III სს.), წაღვლში, ციხია გორასა და დედოფლის გორაზე (ახ.წ. I ს.) (ბოკერია ეტ ალ., 2009; ჯალაბაძე და სხვ.; 2010; ბოკერია, 2010; ლომიტაშვილი და სხვ.; 2011).

XX ს.-ის 10-იან-30-იანი წლების მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში ბარდის გავრცელების არეალი სვანეთითა და რაჭით შემოიფარგლებოდა (მაისაია, 2013).

XX ს.-ის 90-იანი წლების მონაცემებით, ბარდას ნათესები აღწერილია ზემო სვანეთში (ბეჩო), მარტვილისა და აბაშის რაიონებში. ბარდა საკონსერვო მიზნით მოჰყავდათ წყალტუბოს რაიონში (ყარალაშვილი, 1998).

გასული საუკუნის 20-50-70-იანი წლების მონაცემებით, აღმოსავლეთ საქართველოში ბარდის გავრცელების არეალია: შიდა ქართლი, თრიალეთი, დუშეთის, ახალციხის, წალკის, ნინოწმინდის, ასპინძის, ქარელისა და დმანისის რაიონები, ქსნისა და არაგვის ხეობები. ყველაზე ხშირად ეს კულტურა ჯავახეთშია აღწერილი. ჯავახეთის ზეგანზეა მითითებული ბარდის უძველესი ადგილობრივი პოპულაცია „ჯავახეთის ბარდას“ სახელწოდებით (მაისაია, 2013).

ბარდა ერთწლოვანი მცენარეა, ხასიათდება მოკლე სავეგეტაციო პერიოდით, რაც შუალედური კულტურის სახით მისი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

ბარდა სინათლის მოყვარულია, გრძელი დღის მცენარეა. სხვა კულტურებთან შედარებით სიცივეს კარგად იტანს. დასავლეთ საქართველოს პირობებში ითესება შემოდგომის მიწურულს და მოსავალს ადრე გაზაფხულზე იძლევა. ბარდა გამოიყენება მწვანე საკვებადაც. ბარდის ქორფა პარკი, მწვანე და მწიფე მარცვალი გამოირჩევა ვიტამინებისა და ადვილად შესათვისებელი ცილების დიდი რაოდენობით, მაღალი კალორიულობითა და მინერალური მარილების სიუხვით. მწიფე თესლში ცილის შემცველობა 26-30%-მდეა, მწვანეში - 79%-მდე. ბარდა ცნობილია, როგორც ავიტამინოზის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება: მარცვალში, გარდა A ვიტამინისა, არის B1, B2 , B6 , PP, C, E, B15 და სხვა ვიტამინები. ბარდა წარმატებით გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მისი თესლის ნახარში შარდმდენი საშუალებაა თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს. ბარდას აქვს აგრეთვე სისხლში შაქრის დამწევი მოქმედება (წუწუნავა, 1960; მაისაია, 2013).

ბარდას საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში წინათ უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი ხვედრით წილი რაციონში XVII ს.-ის მეორე ნახევრიდან მკვეთრად შემცირდა, რაც გამოწვეული იყო ლობიოს შემოტანით.


წყარო

  • პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები