ვარდოსანიძე მარიამ
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
* 1884-1886 წლებში ქუთაისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მასწავლებელია; | * 1884-1886 წლებში ქუთაისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მასწავლებელია; | ||
− | * 1894-1904 წლებში | + | * 1894-1904 წლებში [[იმერეთი]]ს საეპარქიო ქალთა სასწავლებელში მუშაობს; |
* 1904-1906 წლებში ქუთაისის ქალაქის ერთკლასიანი სკოლის გამგე-მასწავლებელია; | * 1904-1906 წლებში ქუთაისის ქალაქის ერთკლასიანი სკოლის გამგე-მასწავლებელია; | ||
* 1906-1919 წლებში ქუთაისის საეპარქიო უფროსი; | * 1906-1919 წლებში ქუთაისის საეპარქიო უფროსი; |
15:58, 15 იანვარი 2020-ის ვერსია
ვარდოსანიძე მარიამ ოტიას ასული - (1864, ქუთაისი - 1943) - იყო ქუთაისის ქალთა წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის ცნობილი მასწავლებელი. დაამთავრა ქუთაისის ქალთა გიმნაზიის სრული კურსი 1883, შემდეგ - დამატებითი მერვე კლასი 1884 და მიიღო მასწავლებლის წოდება.
- 1884-1886 წლებში ქუთაისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მასწავლებელია;
- 1894-1904 წლებში იმერეთის საეპარქიო ქალთა სასწავლებელში მუშაობს;
- 1904-1906 წლებში ქუთაისის ქალაქის ერთკლასიანი სკოლის გამგე-მასწავლებელია;
- 1906-1919 წლებში ქუთაისის საეპარქიო უფროსი;
- 1921-1923 წლებში ქუთაისის მე-12 შრომის სკოლის გამგე;
- ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიისშემდეგ - ქუთაისის პირველი ოთხწლიანი შრომის სკოლის გამგე.
იგი მოსწავლეებს მეცნიერების საფუძვლებს აზიარებდა და სამშობლოსა და მშობლიური ენის სიყვარულს უნერგავდა. ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას, სხვა მუშაკებთან ერთად შეუდგა საკვირაო სკოლების ორგანიზაციის საქმეს. 1891-1914 წლებში იყო ქუთაისის პირველი საკვირაო სკოლის შეუცვლელი გამგე. სკოლის სასარგებლოდ სისტემატურად მართავდა საღამო-კონცერტებს, წარმოდგენებს, კერძო პირებისგან აგროვებდა შემოწირულობებს და ასეთი საშუალებებით საკვირაო სკოლას არსებობისთვის საჭირო პირობებს უქმნიდა.
დამოუკიდებლობის წლებში მან დიდი როლი ითამაშა სკოლების გაეროვნების, განათლების რეფორმის გატარების საქმეში.
- დოდო ჭუმბურიძე
ლიტერატურა
„სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები“, წიგნი II, სამეცნიერო მეთოდური კაბინეტის გამომცემლობა, 1955.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი