ხთიშობელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[კატეგორია:თქმულებები]]
 
[[კატეგორია:თქმულებები]]
 
[[კატეგორია:ქართული თქმულებები]]
 
[[კატეგორია:ქართული თქმულებები]]
 +
[[კატეგორია:ხევსრული თქმულებები]]
 
[[კატეგორია:სალოცავები]]
 
[[კატეგორია:სალოცავები]]

17:19, 14 იანვარი 2020-ის ვერსია

ხთიშობელი – ბალიაურთა გვარის სალოცავი ხევსურეთში, არხოტის თემის სოფ. ახიელში; სწირავდნენ ხარს. მოგვიანებით ვინმე დათვია ბალიაურს სახლის საძირკვლის გათხრისას ჯვართ ნიშიც მოუთხრია, რის შემდეგაც ეს ადგილი „გამიწრივებულა“, ე. ი. ადრე ანგელოზის სახით მყოფი ხატი ეშმაკად ქცეულა. ამიტომ თუ წარსულში მას ადამიანების დახმარება შეეძლო, გამიწრივლების შემდგომ მხოლოდ ვნება მოჰქონდა. ამბობენ, რომ გამიწრივლებული ხთიშობელი იქვე მდგარი ქვითკირის კუთხეში ქალის სახით ცხოვრობსო და მწვანე ტანსაცმელი აცვიაო. იმ ადგილის ახლოს ბავშვებს არ უშვებდნენ, რადგან, ხევსურთა რწმენით, თუ მათ ჯვარ-ეშმაკი შეხვდათ, დოყვი (მუწუკები) დაედებათ.


ლიტერატურა

ალ. ოჩიაური. ქართული ხალხური დღეობების კალენდარი. ხევსურეთი (არხოტის თემი). თბ., 1988, გვ.194-195.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები