ჯიქერ-სალათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჯჷქერ-სალათ-ი''' ''(აფხ. Џьықьер-салаҭ)'' – ადამიანის გონთა მპყრობე...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ჯიქერ-სალათი“ გადაიტანა გვერდზე „ჯჷქერ-სალათი“)

16:22, 9 დეკემბერი 2019-ის ვერსია

ჯჷქერ-სალათ-ი (აფხ. Џьықьер-салаҭ)ადამიანის გონთა მპყრობელი, მისი აზრის წარმმართველი ძალა, რომლის ეპითეტია აჰდუ „დიდი მბრძანებელი“, „უზენაესი“. აფხაზის რწმენით, ადამიანის ხასიათი, მისი წარმატებული თუ წარუმატებელი ქმედება, საერთოდ ყოველგვარი საქციელი დამოკიდებულია ჯიქერ-სალათის წყალობასა თუ რისხვაზე. ამიტომ მუსულმან აფხაზებში ნებისმიერი ასაკის ადამიანი სქესის განურჩევლად ვალდებულია წელიწადში ერთხელ ხუთშაბათ დღეს (მარხვის გარდა) მსხვერპლი შესწიროს და ილოცოს მის სახელზე (მცირეწლოვანთათვის ლოცვა მშობლის მოვალეობაა). რიტუალი აუცილებლად ღია ცის ქვეშ უნდა შესრულდეს. მლოცველი წიწილებს შორის დედალს შეარჩევს, ბიბილოს ჩაუჭრის და ასე მონიშნავს. მონიშნული წიწილი ჯიქერ-სალათის კუთვნილებად ითვლება და ლოცვის დღემდე ხელს არ ახლებენ. როცა წიწილი წამოიზრდება, ჯეროვანი გასუქების შემდეგ დაკლავენ და უმარილოდ მოხარშავენ; გამოაცხობენ ოთხკუთხა ფორმის ფეტვის პატარა პურებს (ოთხ ცალს). შესაწირი სახლიდან უცხო თვალისგან მალულად გააქვთ და ეზოში სადმე ხის ძირას დააწყობენ. საკმევლის დადების შემდეგ, მლოცველი მუხლს მოიყრის და ჯიკერ-სალათს შემდეგი ტექსტით მიმართავს: „ჯიქერ-სალათ აჰდუ! ადამიანის აზრთა წარმმართველო, შენი ნათლით გამინათე ჩემი გონება, დამიფარე ყოველგვარი გაუაზრებელი საქციელისგან და მაცხოვრე ყველასთან თანხმობით“. შემდეგ მლოცველი პურისა და ქათმის მცირე ნაჭრებს ნაკვერჩხალზე დაყრის, დანარჩენს სახლში წამოიღებს და ოჯახის წევრებს და თუ სტუმარი ჰყავს, მასაც შეაჭმევს. თუ მლოცველი ცუდი ხასიათის ადამიანია, არათუ უცხო ვინმე, არამედ უახლოესი ნათესავიც კი ჯიქერ-სალათისათვის შეწირულ მსხვერპლს პირს არ დააკარებს, რათა მლოცველის თვისებები არ გადმოედოს.

ტერმინი „ჯიქერ-სალათი“ აფხაზთათვის გაუგებარია. როგორც ჩანს, მისი მეორე ელემენტი არის არაბული წარმომავლობის „სალათი“ (ას-სალათ), იგივე ნამაზი — ყოველდღიური ხუთჯერადი კანონიკური ლოცვის, მუსლიმის ხუთი ძირითადი მოვალეობიდან, ისლამის ხუთი ბურჯიდან (რუქნ) ერთ-ერთის აღმნიშვნელი სიტყვა. რაც შეეხება აფხაზური ტერმინის პირველ სეგმენტს („ჯიქერ“), შესაძლოა, იგი თეორიულ მუსლიმურ ღვთისმეტყველებასა (ქალამი) და ე.წ. ფალსაფაში (ფილოსოფიაში) სუბსტანციის, არსის აღმნიშვნელ ცნებას — „ჯაუჰარს“ უკავშირდება.


ლიტერატურა

  • А. Веденский. Религиозные верования абхазцев // ССКГ. Тф., 1871. Вып. V;
  • В.В. Немирович-Данченко. Море. Абхазское поморье. М., 1897;
  • Ислам. Энциклопедический словарь. М., 1991.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები