საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა უკრაინის სახალხო რესპუბლიკაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 18: ხაზი 18:
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ]]
 
 
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ]]

მიმდინარე ცვლილება 12:26, 6 აგვისტო 2019 მდგომარეობით

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა უკრაინის სახალხო რესპუბლიკაში - 1917 წლის 7 ნოემბერს, რუსეთის დროებითი მთავრობის დამხობის შემდეგ, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა გამოცხადდა. 1918 წლის 22 იანვარს უკრაინის ცენტრალურმა რადამ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა (დედაქალაქი კიევი). 1918-1919 წლებში უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მიხაილ გრუშევსკი იყო, ხოლო 1919-1920 წლებში - სიმონ პეტლიურა. 1918-1920 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი უკრაინის სახალხო რესპუბლიკაში ბიქტორ თევზაია იყო, ხოლო ქალაქ ოდესაში გენერალური კონსულის მოვალეობას თავდაპირველად ე. უშვერიძე ასრულებდა. 1918 წლის 5 სექტემბერს უკრაინაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის, ბიქტორ თევზაიას, უშუალო წარდგენით, ქალაქ ოდესაში კონსულად გერმანე მგალობლიშვილი დაინიშნა.

საკონსულო აქტიურად მუშაობდა საქართველოს მოსახლეობის ფქვილით, ბურღულეულით, შაქრით და სხვა სასურსათო პროდუქტებით მოსამარაგებლად. 1918 წლის 7 დეკემბერს კიევში უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის საქონლის გაცვლასთან დაკავშირებით ხელშეკრულება დაიდო. უკრაინის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს: ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, ს. ვ. ბოროდაევსკიმ, ფინანსთა მინისტრმა, ვ. ვ. მატუსევიჩმა, ხოლო საქართველოს მხრიდან - ბ. თევზაიამ.

1920 წითელი არმიის შეტევის შემდეგ, უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ პრაქტიკულად არსებობა შეწყვიტა. 1921 წ-ის 18 მარტის რი- გის ხელშეკრულების მიხედვით, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიები პოლონეთმა და უკრაინის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ გაინაწილეს.

ლელა სარალიძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 3108, ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 155, ფ. 1864, აღწ. 2, საქ. 69, ფ. 2417, აღწ. 1, საქ. 62, ფ. 1864, აღწ. 2, საქ. 219;
  • გაზ. „ბრძოლის ხმა“, პარ., 1932 №26;
  • ი. ხვადაგიან ი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, თბ., 2016.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები