სტიმულატორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(იხილე აგრეთვე)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 8: ხაზი 8:
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
[[ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური საშუალებებით განპირობებული ფსიქოზური აშლილობა|ფსიქოზური დარღვევები, გამოწვეული ალკოჰოლით და სხვა ფსიქოაქტიური საშუალებებით]].  
+
* [[ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური საშუალებებით განპირობებული ფსიქოზური აშლილობა|ფსიქოზური დარღვევები, გამოწვეული ალკოჰოლით და სხვა ფსიქოაქტიური საშუალებებით]].
 +
* [[სტიმულატორების ავადმოხმარება]]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
[[კატეგორია:ფარმაკოლოგია]]
+
[[კატეგორია:ფარმაკოლოგიური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სტიმულატორები]]
 
[[კატეგორია:სტიმულატორები]]

მიმდინარე ცვლილება 16:33, 19 ივნისი 2019 მდგომარეობით

სტიმულატორი - (stimulant), ნივთიერებები, რომლებიც ააქტივებენ, ზრდიან ან აძლიერებენ ნერვული უჯრედების მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან მიმართებით. ამ ჯგუფს მიეკუთვნება: ამფეტამინები, კოკაინი, კოფეინი და სხვა ქსანტინები, ნიკოტინი და სინთეზური პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ მადას, მაგ., ფენმეტრაზინი და მეტალ ფენიდატი. სხვა საშუალებებს ანტიდეპრესანტებს, ანტიქოლინერგულ საშუალებებს, ზოგიერთ ოპიატებს აქვს მასტიმულირებელი მოქმედება, რომელიც არ არის მათი პირველადი მოქმედების ეფექტი, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს ნივთიერების დიდი დოზით მიღების ან ქრონიკული მოხმარების შემთხვევაში.

სტიმულატორების მიღებისას შეიძლება განვითარდეს სიმპტომები, რომლებიც გვაფიქრებინებენ ინტოქსიკაციის არსებობას და რომლებიც მოიცავენ: ტაქიკარდიას, გუგების გაფართოებას, არტერიული წნევის მომატებას, ჰიპერრეფლექსიას, ოფლიანობას, შემცივნებას, გულისრევას ან ღებინებას; აგრეთვე, ქცევის ისეთ პათოლოგიას, როგორიცაა: ავადმყოფური სიცელქე, ეჭვიანობა, აჟიტაცია; აზროვნების პათოლოგიას. ქრონიკულად მავნედ გამოყენება, როგორც წესი, იწვევს პიროვნულ ცვლილებებს და ქცევის პათოლოგიას: იმპულსურობას, აგრესიულობას, გამღიზიანებლობას, ეჭვიანობას. შეიძლება ადგილი ჰქონდეს მწვავე ბოდვით მდგომარეობას. სტიმულატორების ხანგრძლივად და დიდი რაოდენობით მიღების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს აღკვეთის სინდრომის განვითარება გუნებ-განწყობის დაქვეითებით, ძილის დარღვევით და ძილიანობით.

დსკ მე-10 გადასინჯვაში სტიმულატორებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები მოცემულია F-14 რუბრიკაში – კოკაინით გამოწვეული დარღვევები და F-15-ში – სხვა სტიმულატორებით, მათ შორის, კოფეინით გამოწვეული დარღვევები. ამ დარღვევებიდან ყველაზე ხშირი და გამოხატულია ამფეტამინითა და კოკაინით გამოწვეული ფსიქოზები.


[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები