ანტიდეპრესიული სამკურნალწამლო საშუალება
ანტიდეპრესიული სამკურნალწამლო საშუალება, ანტიდეპრესანტი - (antidepressant drug), დეპრესიული მოშლილობების, აგრეთვე პანიკური მდგომარეობების სამკურნალოდ გამოყენებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
გამოიყოფა აღნიშნული საშუალებების 3 ძირითადი კლასი:
- ტრიციკლური ანტიდეპრესანტები – ნორადრენალინის შეკავშირების ინჰიბიტორები;
- სეროტონინის რეცეპტორების აგონისტები და სეროტონინის ხელმეორედ შეკავშირების ინჰიბიტორები;
- მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები.
ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს ბოროტად გამოყენების შედარებით დაბალი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ, ფსიქიკაზე მათი დაუყოვნებლივი ზემოქმედების უნარის გამო, ხშირად არასამედიცინო მიზნითაც გამოიყენება. ვითარდება ტოლერანტობა მათი ანტიქოლინერგიული მოქმედების მიმართ; საეჭვოა, რომ ვითარდებოდეს დამოკიდებულების ან აღკვეთის სინდრომი. აქედან გამომდინარე, აღნიშნული საშუალებები ჩართულია დსკ 10-ის საერთაშორისო გადასინჯვაშო როგორც F55: მავნედ გამოყენება ნივთიერებების, რომლებიც არ იწვევს დამოკიდებულებას.