ინსომნია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 18: ხაზი 18:
 
ასოცირებული იყოს დღის განმავლობაში აქტივობის ხარისხის გაუარესებასთან. გარდა ამისა, პიროვნებას უვითარდება [[ტოლერანტობა (სამედიცინო ტერმინი)|ტოლერანტობა]] სედატივების მიმართ და მათზე ხდება დამოკიდებული.  
 
ასოცირებული იყოს დღის განმავლობაში აქტივობის ხარისხის გაუარესებასთან. გარდა ამისა, პიროვნებას უვითარდება [[ტოლერანტობა (სამედიცინო ტერმინი)|ტოლერანტობა]] სედატივების მიმართ და მათზე ხდება დამოკიდებული.  
  
 
+
===== ძილის ჰიგიენა =====
 
::{| class="wikitable"
 
::{| class="wikitable"
 
|-
 
|-
ხაზი 45: ხაზი 45:
 
|}
 
|}
  
 
+
===== ინსომნიის მკურნალობა =====
::::{| class="wikitable"
+
::{| class="wikitable"
 
|-
 
|-
 
! ინსომნიის მკურნალობა
 
! ინსომნიის მკურნალობა
ხაზი 62: ხაზი 62:
 
* სედაციური ანტიდეპრესანტების დაბალი დოზები.
 
* სედაციური ანტიდეპრესანტების დაბალი დოზები.
 
|}
 
|}
 
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 16:44, 14 ივნისი 2019 მდგომარეობით

ინსომნია - გარდამავალი უძილობა ჩნდება სტრესის და „ჯეტ-ლეგის“ (ცირკადული რიტმის დესინქრონიზაცია) დროს;

ხანმოკლე უძილობა დაკავშირებულია პიროვნულ პრობლემებთან, როგორებიცაა: ავადმყოფობა, ახლობლის დაკარგვა, ურთიერთობების გართულება, სტრესი და დამქანცავი სამუშაო. კლინიკურ პრაქტიკაში უძილობა მეორადია და ჩნდება განსაკუთრებით მტკივნეული ფიზიკური მდგომარეობების, დეპრესიული და შფოთვითი აშლილობების ფონზე. ის ხშირად ახლავს ალკოჰოლის და კოფეინის გადამეტებულ გამოყენებას და დემენციას. ძილი შეიძლება დაირღვეს ხანგრძლივი დროის მანძილზე დიდი რაოდენობის ალკოჰოლის შეწყვეტიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაში. ძილის პრობლემები, ასევე, იჩენს თავს ტკივილთან და დისკომფორტთან ასოცირებული ავადმყოფობისა და მეტაბოლური დარღვევების დროს. უძილობა, შესაძლოა, პროვოცირებული იყოს ექიმის მიერ დანიშნული წამლებით. უძილობის 15%-ის მიზეზი არ არის დადგენილი (პირველადი ინსომნია). ადამიანები განსხვავდებიან ძილის ხანგრძლივობის მოთხოვნილების მიხედვით და გარკვეულ ნაწილს, ვინც უჩივის უძილობას, შეიძლება საკმარისად დიდხანსაც სძინავს, მაგრამ ვერ აცნობიერებს ამ ფაქტს.

სარჩევი

[რედაქტირება] ინსომნიის გამოკვლევა

ჩვეულებრივ, ინსომნიის დიაგნოზს სვამენ პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ყურადღება ექცევა, როგორც ძილის პრობლემების ბუნებას, ისე მათ ზემოქმედებას დღის განმავლობაში მიმდინარე აქტივობაზე. გარდა ამისა, ტარდება ფსიქიკური და ზოგადი სამედიცინო დარღვევების სკრინინგი. აგრეთვე, ყურადღების გამახვილებაა საჭირო ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებაზე. ძილის ლაბორატორიული შესწავლა იშვიათად ხდება.

[რედაქტირება] ინსომნიის მკურნალობა

შედეგიანი შეიძლება გამოდგეს როგორც ფარმაკოლოგიური, ისე არა-ფარმაკოლოგიური მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ უფრო ფართოდ გამოიყენება მედიკამენტური მკურნალობა, ის დღეს არ არის რეკომენდებული, როგორც პირველი რიგის საშუალება.

ძილის ჰიგიენა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომელიც ეფექტურია ინსომნიის მქონე ყველა პირისთვის და, შეიძლება, პირველადი ჯანდაცვის დონეზე განხორციელდეს (იხილე ცხრილი ძილის ჰიგიენა). უფრო სერიოზული და პერსისტენტული ინსომნიის შემთხვევაში არაფარმაკოლოგიური ჩარევის უფრო ფართო სპექტრია რეკომენდებული (იხილე ცხრილი ინსომნიის მკურნალობა). კოგნიტური თერაპია (ასევე ცნობილია, როგორც კოგნიტური რესტრუქტურიზაცია) განსაზღვრავს და ცვლის ინსომნიის შესახებ არსებულ არასწორ შეხედულებებს. სტიმულ-მაკონტროლებელი თერაპიის მთავარი პრინციპია ის, რომ ადამიანი უნდა დაწვეს დასაძინებლად მხოლოდ მაშინ, როცა ეძინება და თუ 20 წუთის განმავლობაში ვერ დაიძინა, უნდა ადგეს და ხელმეორედ დაწოლამდე ჩაერთოს ნებისმიერ აქტივობაში, რომელიც მისთვის სიმშვიდის მომტანია.

არ არის რეკომენდებული საძილე საშუალებების პროლონგირებული მოხმარება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ გამართლებულია მათი გამოყენება რამდენიმე ღამის განმავლობაში. ამის მიზეზი ის არის, რომ საძილეების მოხსნამ შესაძლოა თავისთავად გამოიწვიოს ინსომნია, რაც არანაკლებ სტრესულია, ვიდრე ძილის პირველადი აშლილობა. საძილეების ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება ასოცირებული იყოს დღის განმავლობაში აქტივობის ხარისხის გაუარესებასთან. გარდა ამისა, პიროვნებას უვითარდება ტოლერანტობა სედატივების მიმართ და მათზე ხდება დამოკიდებული.

[რედაქტირება] ძილის ჰიგიენა
რა უნდა ვიცოდეთ ძილის შესახებ (ძილის ჰიგიენა)
ძილის გარემო:
  • ნაცნობი და კომფორტული;
  • ჩაბნელებული;
  • მშვიდი;

ეცადეთ:

  • დაძინების წინ შეასრულოთ ყველა საჭირო პროცედურა და რიტუალი;
  • ადგეთ და დაწვეთ ერთსა და იმავე დროს;
  • დასაძინებლად მხოლოდ მაშინ დაწვეთ, როდესაც დაიღლებით;
  • იფიქროთ საკუთარ პრობლემებზე დაწოლამდე;
  • რეგულარულად ივარჯიშოთ;

გარდა ამისა:

  • დაწოლამდე ეცადეთ, არ ჩაერთოთ ისეთ აქტივობაში, რომელიც ძლიერ აღგაგზნებთ;
  • გვიან ნუ ივარჯიშებთ;
  • დღის ბოლოს არ მიიღოთ კოფეინის შემცველი სასმელები;
  • ბევრს ნუ მოწევთ და არ მიიღოთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი;
  • დღის მანძილზე დიდხანს ნუ დაიძინებთ;
  • დაწოლის წინ ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით საკვებს;
  • ფხიზელ მდგომარეობაში საწოლში დიდხანს ნუ გაჩერდებით.
[რედაქტირება] ინსომნიის მკურნალობა
ინსომნიის მკურნალობა
არაფარმაკოლოგიური მკურნალობა
  • ძილის ჰიგიენა;
  • კოგნიტური თერაპია;
  • სტიმულ-მაკონტროლებელი თერაპია;
  • ძილის შეზღუდვა;
  • პროგრესული კუნთთა რელაქსაცია;
ფარმაკოლოგიური მკურნალობა
  • ბენზოდიაზეპინები;
  • z-წამლები;
  • სედაციური ანტიდეპრესანტების დაბალი დოზები.

[რედაქტირება] წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები