ქუმსიაშვილი ნიკოლოზ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქუმსიაშვილი ნიკოლოზ“ გადაიტანა გვერდზე „ქუმსიაშვილი ნიკო“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქუმსიაშვილი ნიკო“ გადაიტანა გვერდზე „ქუმსიაშვილი ნიკოლოზ“ გა...) |
10:24, 10 მაისი 2019-ის ვერსია
ქუმსიაშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე - (1891, სოფ.ორხევი - 20.IX.1942) - ქართველი ვოკალისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
დაწყებითი განათლება თიანეთის სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც სწავლა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში გააგრძელა. მოგვიანებით საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის წევრი ხდება, 1919 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრია. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციას ბრძოლით შეხვდა, თუმცა მარცხის შემდეგ საქართველო არ დაუტოვებია. ოკუპაციის შემდეგ ახალი ცხოვრებისეული არჩევანი გააკეთა და სასწავლებლად თბილისის კონსერვატორიაში შევიდა. 1924 მას საქართელოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
- მანუჩარ გუნცაძე
ლიტერატურა
ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი