ჭიანური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ჭიანური '''ჭიანური''' ''(რაჭ. თუშ. ხევს. გურ.)'' // ''...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Wianuri.jpg|thumb|400პქ|ჭიანური]]
 
[[ფაილი:Wianuri.jpg|thumb|400პქ|ჭიანური]]
  
'''ჭიანური''' ''(რაჭ. თუშ. ხევს. გურ.)'' // ''ჭუნირი (სვ.)'' - ერთ-ერთი არქაული საკრავი ქართულ ინსტრუმენტარიუმში. იგი ყველაზე ცოცხლად სვანეთშია შემონახული. რაჭული ჭიანური ორსიმიანია, სვანური და თუშური - სამიანი. სვანური ჭუნირი კორპუსი (კარვა // საცერი) წარმოადგენს რკალს, რომელსაც თავფიცრის ნაცვლად გადაკრული აქვს მემბრანა - საქონლის ფაშვი და ქვემოდან ღიაა. სახელური ბრტყელია, თავზე გაკეთებული აქვს ნახვრეტები. სიმები (ჯილარ) ძუისაა. ხემი მშვილდისებურია. რაჭაში მთლიანი ხისაგან გამოთლილი კორპუსის მქონე ჭიანურიც გვხვდება, რომელიც ნავისებური ფორმისაა. ზემოდან გადაკრული აქვს ტყავი (რაჭ. შეირა), თავი მომრგვალებულია, ხემი (რაჭ. კაკვი) - მშვილდისებური.  
+
'''ჭიანური''' ''(რაჭ. თუშ. ხევს. გურ.)'', ''ჭუნირი (სვ.)'' - ერთ-ერთი არქაული საკრავი ქართულ ინსტრუმენტარიუმში. იგი ყველაზე ცოცხლად სვანეთშია შემონახული. რაჭული ჭიანური ორსიმიანია, სვანური და თუშური - სამიანი. სვანური ჭუნირი კორპუსი (კარვა, საცერი) წარმოადგენს რკალს, რომელსაც თავფიცრის ნაცვლად გადაკრული აქვს მემბრანა - საქონლის ფაშვი და ქვემოდან ღიაა. სახელური ბრტყელია, თავზე გაკეთებული აქვს ნახვრეტები. სიმები (ჯილარ) ძუისაა. ხემი მშვილდისებურია. რაჭაში მთლიანი ხისაგან გამოთლილი კორპუსის მქონე ჭიანურიც გვხვდება, რომელიც ნავისებური ფორმისაა. ზემოდან გადაკრული აქვს ტყავი (რაჭ. შეირა), თავი მომრგვალებულია, ხემი (რაჭ. კაკვი) - მშვილდისებური.  
  
 
სვანური ჭუნირის სიმებს სიმღერის ხმების სახელები აქვთ:  
 
სვანური ჭუნირის სიმებს სიმღერის ხმების სახელები აქვთ:  

23:12, 24 ოქტომბერი 2016-ის ვერსია

ჭიანური

ჭიანური (რაჭ. თუშ. ხევს. გურ.), ჭუნირი (სვ.) - ერთ-ერთი არქაული საკრავი ქართულ ინსტრუმენტარიუმში. იგი ყველაზე ცოცხლად სვანეთშია შემონახული. რაჭული ჭიანური ორსიმიანია, სვანური და თუშური - სამიანი. სვანური ჭუნირი კორპუსი (კარვა, საცერი) წარმოადგენს რკალს, რომელსაც თავფიცრის ნაცვლად გადაკრული აქვს მემბრანა - საქონლის ფაშვი და ქვემოდან ღიაა. სახელური ბრტყელია, თავზე გაკეთებული აქვს ნახვრეტები. სიმები (ჯილარ) ძუისაა. ხემი მშვილდისებურია. რაჭაში მთლიანი ხისაგან გამოთლილი კორპუსის მქონე ჭიანურიც გვხვდება, რომელიც ნავისებური ფორმისაა. ზემოდან გადაკრული აქვს ტყავი (რაჭ. შეირა), თავი მომრგვალებულია, ხემი (რაჭ. კაკვი) - მშვილდისებური.

სვანური ჭუნირის სიმებს სიმღერის ხმების სახელები აქვთ:

  • კივ (მაღალი ხმა),
  • მაჟოლ (დამწყები),
  • ბან (ბანი).

დაკვრის წინ ხემის ძუას გაუსვამენ ფისზე, რომელიც საკრავის კორპუსზე არის წასმული, რათა ხემმა ხრინწიანი ბგერები არ გამოსცეს. ჟღერადობის გასაუმჯობესებლად საკრავს დაკვრის წინ მზეზე ან ცეცხლთან ათბობენ.

დაკვრის დროს შემსრულებელს საკრავი მუხლებს შორის ვერტიკალურ მდგომარეობაში უჭირავს.

ჭუნირს ფართო ადგილი ეჭირა სარიტუალო პრაქტიკაში. ამ მხრივ აღსანიშნავია სვანეთში დამოწმებული „სულის დაჭერის“ წესი: როცა ვინმე სახლიდან შორს გარდაიცვლებოდა და გვამს სახლში მიიტანდნენ, იწყებოდა ზრუნვა მისი სულის დაბრუნებაზეც. ძველი რწმენით, სული რჩება სიკვდილის ადგილას. ნათესავები მოიწვევდნენ ჭუნირის კარგ დამკვრელს, სახლიდან წაიყვანდნენ მამალს და წავიდოდნენ იმ ადგილას, სადაც მათი ნათესავი დაიღუპა. დაიწყებდნენ დაკვრას და უკრავდნენ მანამ, ვიდრე სულის პოვნის რაიმე ნიშანს არ მიიღებდნენ. ანალოგიური რიტუალი სრულდებოდა რაჭაში ზვავით გატანილის სულის მოსაძებნად და სახლში დასაბრუნებლად. ხემიანი საკრავის კავშირი მიცვალებულის კულტთან მის სიძველეზე მეტყველებს.

ლიტერატურა

მ. შილაკაძე, ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა, 1970. ივ. ჯავახიშვილი, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, 1938. მ.შ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები