ქართული ფილარმონიული საზოგადოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქართული ფილარმონიული საზოგადოება“ გადაიტანა გვერდზე „[[ქართული...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქართული სამუსიკო საზოგადოება“ გადაიტანა გვერდზე „[[ქართული ფილ...)

12:24, 1 მარტი 2019-ის ვერსია

ფილარმონიული საზოგადოება - დაარსდა 1905 წელს საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ჩხიკვაძის, თაოსნობით. საზოგადოების გამგეობის წევრები იყვნენ: ზ. ჩხიკვაძე, ზ. ფალიაშვილი. ი. კარგარეთელი, შ. ამირეჯიბი, ა. ყარაშვილი, ივ. მაჭავარიანი, გრ. აბაშიძე, კ. მაყაშვილი, ა. ყანჩელი, გ. ნადირაძე, დ. ჯორჯაძე და სხვ. გამგეობის თავმჯდომარედ იოსებ სულხანიშვილი აირჩიეს.

1908 ზ. ფალიაშვილის ხელმძღვანელობით ქართული ფილარმონიული საზოგადოების შერეული გუნდი შეიქმნა, რომელსაც სხვადასხვა დროს ვ. დანოვსკი, ზ. ფალიაშვილი, ნ. სულხანიშვილი, გ. დალაქიშვილი და ზ. ჩხიკვაძე ხელმძღვანელობდნენ. იმავე წელს გაიხსნა საზოგადოებასთან არსებული მუსიკალური სკოლა ზ. ფალიაშვილის ხელმძღვანელობით. შეიქმნა სიმებიანი კვარტეტიც.საზოგადოება წარმატებულ კონცერტებს ატარებდა. 1913 წელს ერთ-ერთ კონცერტზე, პირველად შესრულდა ნაწყვეტი ზ. ფალიაშვილის ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“. 1918 ქართული ფილარმონიული საზოგადოების მოწვევით, მუსიკალური სკოლის დირექტორად დ. არაყიშვილი დაინიშნა. 1919 წელს „ქართულ სამუსიკო საზოგადოებად“ გადაკეთდა, გაიხსნა მისი ფილიალები სოხუმსა და თელავში, მოეწყო ფოლკლორული ექსპედიციები, შეიქმნა ქართული მუსიკალური სასწავლებელი და დაარსდა საოპერო სტუდია. საოპერო სტუდიის პირველი ნამუშევარი დ. ჩიმაროზას ოპერა „საიდუმლო ქორწინება“იყო .

ზურაბ ლეჟავა

ლიტერატურა

  • რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015;
  • ნ. შიუკაშვილი, ქართული სამუსიკო საზოგადოება, ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1918, №16.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები