შალამბერიძე მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „შალამბერიძე მიხეილ“ გადაიტანა გვერდზე „მიხეილ შალამბერიძე“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „მიხეილ შალამბერიძე“ გადაიტანა გვერდზე „შალამბერიძე მიხეილ“ გა...)

14:18, 15 თებერვალი 2019-ის ვერსია

შალამბერიძე მიხეილ იოსების ძე (1885-1958) - ქიმიკოსი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1920), პროფესორი (1930).

1911 დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი. 1918 წლის 17 ივლისს თბილისის ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ დაამტკიცა მიხეილ შალამბერიძის თხოვნა უნივერისტეტში ასისტენტად მიღებისა და ქიმიაში ლექციების კითხვასთან დაკავშირებით. 1918 მას მიენდო ჭიათურიდან საქიმიო ლაბორატორიის უნივერსიტეტში გადმოტანა. 1920 აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტად.

1929-1939 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1939-1945 წლებში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, 1945-1958 წლებში - საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგედ. იკვლევდა ქართული ღვინოების, კაკლის ზეთის, რძის, მინერალური წყლების, წყაროებისა და წყალსაცავების ფიზიკურ, ქიმიურ შემადგენლობასა და თვისებებს; ავტორია სახელმძღვანელოებისა: „ფიზიკური ქიმია” და „ორგანული ქიმია”.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

ქსე, ტ. X, თბ., 1986; ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926, თბ., 2006.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები