ჰრინევსკი ჰენრიკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰენრიკ ჰრინევსკი“ გადაიტანა გვერდზე „ჰრინევსკი ჰენრიკ“ გადამ...)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Hrinevski henrik.jpg|thumb|'''ჰრინევსკი ჰენრიკ''']]
 
[[ფაილი:Hrinevski henrik.jpg|thumb|'''ჰრინევსკი ჰენრიკ''']]
'''ჰრინევსკი ჰენრიკ'''  - (22.XII.1869, ქუთაისი, - 1938) - მხატვარი, პედაგოგი, არქიტექტორი. დაიბადა საქართველოში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტის ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ, დედასთან ერთად [[ევროპა|ევროპაში]] გაემგზავრა. 1877-1898 წლებში სწავლობდა [[იტალია|იტალიაში]], [[საფრანგეთი|საფრანგეთსა]] და [[გერმანია|გერმანიაში]]. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად, 1889 დაბრუნდა ქუთაისში. 1895 წლიდან სწავლას აგრძელებს იტალიაში. მისი მეუღლე იყო იტალიელი ბალერინა, ქართული საბალეტო დასის ფუძემდებელი მარია პერინი. 1898 წლიდან მეუღლესთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. 1902-დან ხატვას ასწავლიდა კავკასიის კაზმული ხელოვნების სამხატვრო სკოლაში. 1910 წლიდან მუშაობდა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სამხატვრო აკადემიაში. 1912 არქიტექტორ ა. კალგინთან ერთად, სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (ამჟამინდელი [[საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა|საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის]] I კორპუსი) პროექტის კონკურსში გაიმარჯვა. მას დეკორის დამუშავება ეკუთვნოდა, მოხატა ინტერიერი. 1912-1914 წლებში მხატვრულად გააფორმა ილია ჭვჭავაძის თხზულებათა კრებული.
+
'''ჰრინევსკი ჰენრიკ'''  - (22.XII.1869, ქუთაისი, - 1938) - მხატვარი, პედაგოგი, არქიტექტორი. დაიბადა საქართველოში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტის ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ, დედასთან ერთად [[ევროპა|ევროპაში]] გაემგზავრა. 1877-1898 წლებში სწავლობდა [[იტალია|იტალიაში]], [[საფრანგეთი|საფრანგეთსა]] და [[გერმანია|გერმანიაში]]. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად, 1889 დაბრუნდა ქუთაისში. 1895 წლიდან სწავლას აგრძელებს იტალიაში. მისი მეუღლე იყო იტალიელი ბალერინა, ქართული საბალეტო დასის ფუძემდებელი [[მარია პერინი]]. 1898 წლიდან მეუღლესთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. 1902-დან ხატვას ასწავლიდა კავკასიის კაზმული ხელოვნების სამხატვრო სკოლაში. 1910 წლიდან მუშაობდა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სამხატვრო აკადემიაში. 1912 არქიტექტორ ა. კალგინთან ერთად, სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (ამჟამინდელი [[საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა|საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის]] I კორპუსი) პროექტის კონკურსში გაიმარჯვა. მას დეკორის დამუშავება ეკუთვნოდა, მოხატა ინტერიერი. 1912-1914 წლებში მხატვრულად გააფორმა ილია ჭვჭავაძის თხზულებათა კრებული.
  
 
1918-1921 წლებში იყო კავკასიის კაზმული ხელოვნების სამხატვრო სასწავლებლის დირექტორი. ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ
 
1918-1921 წლებში იყო კავკასიის კაზმული ხელოვნების სამხატვრო სასწავლებლის დირექტორი. ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ

15:28, 14 თებერვალი 2019-ის ვერსია

ჰრინევსკი ჰენრიკ

ჰრინევსკი ჰენრიკ - (22.XII.1869, ქუთაისი, - 1938) - მხატვარი, პედაგოგი, არქიტექტორი. დაიბადა საქართველოში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტის ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ, დედასთან ერთად ევროპაში გაემგზავრა. 1877-1898 წლებში სწავლობდა იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად, 1889 დაბრუნდა ქუთაისში. 1895 წლიდან სწავლას აგრძელებს იტალიაში. მისი მეუღლე იყო იტალიელი ბალერინა, ქართული საბალეტო დასის ფუძემდებელი მარია პერინი. 1898 წლიდან მეუღლესთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. 1902-დან ხატვას ასწავლიდა კავკასიის კაზმული ხელოვნების სამხატვრო სკოლაში. 1910 წლიდან მუშაობდა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სამხატვრო აკადემიაში. 1912 არქიტექტორ ა. კალგინთან ერთად, სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (ამჟამინდელი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსი) პროექტის კონკურსში გაიმარჯვა. მას დეკორის დამუშავება ეკუთვნოდა, მოხატა ინტერიერი. 1912-1914 წლებში მხატვრულად გააფორმა ილია ჭვჭავაძის თხზულებათა კრებული.

1918-1921 წლებში იყო კავკასიის კაზმული ხელოვნების სამხატვრო სასწავლებლის დირექტორი. ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. იკვლევდა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს.

იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორთაგანი. 1922-1937 წლებში დეკანისა და პრორექტორის თანამდებობები ეკავა. 1926 თბილისის რკინიგზის სამმართველოს შენობის ფასადის რეკონსტრუქციის პროექტში მიიღო მონაწილეობა. ქაშუეთის ეკლესიის რამდენიმე ნაწილი მოხატა. 1937 წლის 15 დეკემბერს ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატყრა

ვ. ბერიძე, ჟურ. „სპექტრი“, 1989; სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში, 2013.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები