მიწიშვილი ნიკოლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნიკოლო მიწიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „მიწიშვილი ნიკოლო“ გადამ...)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მიწიშვილი ნიკოლო''' = (სირბილაძე ნიკოლოზ იოსების ძე) ( 8.XI.1896, სოფ. ჯვარისა - 13.VII.1937) - ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთა“ წე-
+
'''მიწიშვილი ნიკოლო''' - (სირბილაძე ნიკოლოზ იოსების ძე) ( 8.XI.1896, სოფ. ჯვარისა - 13.VII.1937) - ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთა“ წე-
 
ვრი.  
 
ვრი.  
  

17:29, 11 თებერვალი 2019-ის ვერსია

მიწიშვილი ნიკოლო - (სირბილაძე ნიკოლოზ იოსების ძე) ( 8.XI.1896, სოფ. ჯვარისა - 13.VII.1937) - ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთა“ წე- ვრი.

1903 შევიდა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში, სწავლა გააგრძელა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. დაამთავრა ორწლიანი სამასწავლებლო კურსები. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვანის რაიონში. 1912 ჟურ. „თეატრსა და ცხოვრებაში“ პირველად გამოქვეყნდა მისი ლექსი „მთებში“. 1917 იყო ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა გ. „გოლოს სალდატას“ რედაქტორი.

1918 „ცისფერყანწელთა“ ორდენს შეუერთდა. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: „მეოცნებე ნიამორები“, „პოეზიის დღე“, „ბახტრიონი“, „ბარიკადი“, „რუბიკონი“. 1919 კონსერვატორიის დარბაზში ტ. ტაბიძის პოეზიის საღამოში მონაწილეობდა. 1920 „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა სტატია გაბრიელ სირბაილის ფსევდონიმით - „საქართველოს ძლიერება“. 1921 დააარსა რუსულენოვანი გაზეთი „ფიგარო“. იმავე წელს გამოიცა კრებული „პოეტი გრუზიი“, რომლის შემდგენელი და რედაქტორი თავად იყო. სათავე დაუდო ქართულ დოკუმენტურ პროზას („თებერვალი“).

1922 გამოიცა მისი პირველი წიგნი - „წმინდანიანი“. იმავე წელს საზღვარგარეთ გაემგზავრა. რამდენიმე ხანი იცხოვრა სტამბოლში, სადაც დაიბეჭდა მისი მეორე წიგნი - „შავი ვარსკვლავი“. 1922-1925 წლებში ცხოვრობდა საზღვარგარეთ, ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას. 1924 პარიზში ჩამოაყალიბა „ქართველ ხელოვანთა კავშირი“. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, იყო სახელმწიფო გამომცემლობის სამხატვრო განყოფილების ხელმძღვანელი, 1926-1928 წლებში მწერალთა კავშირის ჟურ. „ქართული მწერლობის“ რედაქტორია. დააფუძნა ლიტფონდი, ხელმძღვანელობდა სახელგამს. მისი ინიციატივით შეიქმნა სახელგამთან არსებული სემინარი სტილისტების, რედაქტორების და კორექტორებისთვის, სადაც ლექციებს კითხულობდნენ არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია და სხვები. დაპატიმრებამდე იყო „ზარია ვოსტოკას“ მხატვრული ლიტერატურის განყოფილების გამგე. 1937 დააპატიმრეს, ბრალად წაუყენეს ჯაშუშობა, მავნებლობა და აგიტაცია-პროპაგანდა; ორგანიზებული ქმედება, მიმართული საბჭოთა ხელისუფლების დამხობისაკენ და დახვრიტეს. 1956 რეაბილიტირებულია.

გაგა ლომიძე


ლიტერატურა

  • ქსე, ტ. VII, თბ., 1984;
  • „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა (1921-1941)“, თბ., 2016;
  • მ. ჩიტიშვილი, ნიკოლო მიწიშვილი - 110, ლიტერატურა და ხელოვნება, თბ., 2006, №7;
  • ნ. ყიფშიძე, რეპრესირებული ქართველი მწერლები,საარქივო მოამბე, თბ., 2011, №10;
  • ო. ქაზუმოვი, ფიქრები სამშობლოზე. ჟურ. „ახალი საუნჯე“,თბ., 2014 №(13);
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №82.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ნიკოლო მიწიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები