ცირეკიძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ცირეკიძე ალექსანდრე (სანდრო)''' '''ცირეკიძ...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ცირეკიძე ალექსანდრე“ გადაიტანა გვერდზე „ალექსანდრე ცირეკიძე“)

14:41, 5 თებერვალი 2019-ის ვერსია

ცირეკიძე ალექსანდრე (სანდრო)

ცირეკიძე ალექსანდრე (სანდრო) (დ. - 2.IX.1894, ქუთაისი - გ. - 15.VI.1923, თბილისი) - ქართველი პოეტი, ცისფერყანწელთა წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

მეექვსე კლასში გამოსცა ხელნაწერი ჟურ. „ჩონგური“. 1912 დაამთავრა სასწავლებლის სრული კურსი და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1914 შეეყარა ტუბერკულოზი და, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გადავიდა კიევის უნივერსიტეტში, სწავლობდა ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სადიპლომო თემად ბაგრატის ტაძრის შესახებ კვლევა აირჩია. 1916 დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“. 1920-იანი წლებში ჩამოაყალიბა მწერალთა გართიანება „მწერალთა საგამომცემლო კოოპერატივი“. დააარსა გამომცემლობა „კირჩხიბი“. 1919 შეადგინა „ახალი მწერლობის ანთოლოგია“. 1920 ქუთაისში, მისი ინიციატივით და რედაქტორობით, გამოვიდა ცისფერყანწელთა ლიტერატურული ჟურნალი „შვილდოსანი“, რომლის მხოლოდ სამი ნომერი გამოიცა.

1919 თარგმნა და გამოსცა სტეფან მალარმეს „ლექსები და პროზა“, ასევე თარგმნა შარლ ბოდლერის პოემები პროზად, ოსკარ უაილდის ზღაპრები. 1921 მინიატურების მცირე კრებული „მთვარეულები“. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

გაგა ლომიძე

ლიტერატურა

მ. ჯალიაშვილი, სიტყვის მთვარეული - სანდრო ცირეკიძე, კრებული „ცამეტნი“, ქუთაისი, 2009.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები