ჯიჯიხია არტემ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჯიჯიხია არტემ მურზაყანის ძე''' ''(დ. - 2.I.1874 - გ. - 31.XII.1938)'' - გენერალი. ...)

16:40, 24 იანვარი 2019-ის ვერსია

ჯიჯიხია არტემ მურზაყანის ძე (დ. - 2.I.1874 - გ. - 31.XII.1938) - გენერალი.

დაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ - თბილისის იუნკერთა სასწავლებელში. პოდპორუჩიკი (1897). მსახურობდა მე-7 სარეზერვო ბატალიონში, ტაშკენტის I სარეზერვო ბატალიონში, თურქესტანის მე-2 მსროლელთა ბატალიონში. პორუჩიკი (1901). შტაბსკაპიტანი (1905). 1907 დაამთავრა გენერალური შტაბის ნიკოლოზის სახელობის აკადემია I თანრიგით. კაპიტანი (1907). 1907-1909 წლებში ასეულის მეთაური. 1909-1911 წწ-ში ქვეითი მე-6 დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტი. 1911 წ-დან XV საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი ადიუტანტი. პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოსავლეთ პრუსიაში მიმდინარე ბრძოლების მონაწილე. ჩავარდა ტყვედ, როდესაც კორპუსი ალყაში მოექცა. 1918 ტყვეობიდან გათავისუფლდა. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის. 1918-1921 წწ-ში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1918 იბრძოდა გაგრის ფრონტზე. საქართველო-სომხეთის ომში მონაწილეობდა პოლკოვნიკის ჩინით. 1919 იყო გენერალ გიორგი მაზნიაშვილის შტაბის უფროსი. 1919-1921 წწ-ში იყო ჯერ სამხედრო სამინისტროს დავალებათა გენერალი, ხოლო შემდეგ - სახალხო გვარდიის სამმართველოს განყოფილების უფროსი. 1921 წ-ის თებერვალში მეთაურობდა სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის რეზერვში მყოფ გვარდიის ბატალიონებს. ომის პირველ ეტაპზე განცდილი მარცხის გამო იძულებული გახდა, უკან დაეხია თბილისისკენ. 18-24 თებერვალს თბილისის დაცვის დროს იყო მარცხენა ფრთის (ორხევი-ლილო) სარდალი. განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მის სექტორში მიმდინარეობდა 24 თებერვალს, თუმცა კრიტიკულ მომენტში რეზერვების სწორი გამოყენებით შეძლო მოწინააღმდეგის იერიშის მოგერიება და პოზიციების აღდგენა. ემიგრაციაში არ წასულა, გადადგა სამხედრო სამსახურიდან და ცხოვრობდა სამეგრელოში, თავის სოფელში. იყო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. დახვრიტეს.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები