დადიანი შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დადიანი შალვა“ გადაიტანა გვერდზე „შალვა დადიანი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შალვა დადიანი“ გადაიტანა გვერდზე „დადიანი შალვა“ გადამისამარ...)

22:28, 19 იანვარი 2019-ის ვერსია

დადიანი შალვა ნიკოლოზის ძე - (9.V.1874, დაბა ყვირილა - 15.III.1959, თბილისი) - მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრის მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი.

განათლება მიიღო მამის, ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკოლოზ დადიანის ოჯახში მოწვეული მასწავლებლების მეშვეობით. 1892 გამოსცა ლექსების პირველი კრებული „ნაპერწკალი“. 1896 წლდან მისი პროზაული მინიატურები იბეჭდებოდა გაზეთ „ივერიაში“. 1893 დაიწყო თეატრალური კარიერა, მონაწილეობა მიიღო კოტე მესხის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში „მარგარიტა გოტიე“, რომლის თარგმანიც მასვე ეკუთვნოდა. 1905 წლდან დაიწყო დრამატურგიული მოღვაწეობა. 1905 დაწერა პიესა „მღვიმეში“, 1907 - „როს ნადიმობდნენ“. 1908 ჩამოაყალიბა „მოძრავი დასი“, რომელმაც, ცენზურის მიუხედავად, პირველმა დადგა მაქსიმ გორკის პიესა „უკანასკნელნი“. 1916 დაიწყო პირველ ისტორიულ რომანზე („გიორგი რუსი“) მუშაობა.

1917 დაასრულა პიესა „გუშინდელნი“, რომელშიც ბაქოს ქართული დასის მსახიობებმა ითამაშეს. 1918 მონაწილეობდა „ქართული კლუბის“ მიერ ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ მხარდასაჭერ საღამოში. 1920 წლის 2 იანვარს მონაწილეობა მიიღო „მსახიობის დღესთან“ დაკავშირებით წარმოდგენილ პეტრე უმიკაშვილის სპექტაკლში „სამზადისი“. 1921 წლის პირველ მარტს დაესწრო ხელოვანთა კრებას, რომელიც აკ. ხოშტარიას სახლში გაიმართა.

1928 დაწერა კომედია „კაკალ გულში“, 1931 - პიესა „თეთნულდი“, 1937 - ისტორიულ-რევოლიციურ დრამა „ნაპერწკლიდან“. ავტორია რომანისა „გვირგვილიანების ოჯახი“ (1954) და მოგონებათა წიგნისა „რაც გამახსენდა“ (1959). წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს, იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე (1950-1959). დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ეკა ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • ი. ვართაგავა, შალვა დადიანის ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1962;
  • მ. მარჯანიშვილი, შალვა დადიანი;
  • გ. ციციშვილი, შალვა დადიერანი, ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1974;
  • გაზ. საქართველო, 1920 წელი, 1 იანვარი;
  • გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 7 დეკემბერი, 1918;
  • გაზ. კომუნისტი, 4 მარტი, 1921.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

შალვა დადიანი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები