ჰასან ზადე ჰუსეინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ლიტერატურა)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰასან ზადე ჰუსეინ“ გადაიტანა გვერდზე „ჰუსეინ ჰასან ზადე“)

18:13, 9 იანვარი 2019-ის ვერსია

ჰასან ზადე ჰუსეინ - (1869, ტფილისი - 1948, ტფილისი) - პედაგოგი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. დაამთავრა გორის სამასწავლებლო სემინარია. მუშაობდა მასწავლებლად თბილისში ხარპურის სკოლაში. აზერბაიჯანელ მოსახლეობაში სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, თუმცა არ წარმოადგენდა არც ერთ პარტიას. 1918 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ აზერბაიჯანელთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.

ირაკლი ირემაძე


ლიტერატურა

სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები