დიკე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დიკე''' – ''(ბერძნ.)'' სიმართლის ღვთაება, მართლმსაჯულების განსა...) |
02:51, 15 სექტემბერი 2016-ის ვერსია
დიკე – (ბერძნ.) სიმართლის ღვთაება, მართლმსაჯულების განსახიერება, ზევსისა და თემისის ასული, ჰორათაგან ერთ-ერთი.
დიკე თვალყურს ადევნებს ადამიანთა ცხოვრებას და არამართალი ამბები მიაქვს ზევსთან. ზოგი მითოსი დიკეს ზევსის მრჩევლად წარმოგვიდგენს. ტრაგედიებში იგი მრისხანე შურისმგებელ ღვთაებად გვევლინება, რომელიც ღუპავს უსამართლო ადამიანებს. მისი ერთ-ერთი მეტსახელია ასტრეა (ვარსკვლავისეული), რომელიც იმას მიგვანიშნებს, რომ ჭეშმარიტი მართლგანგება მხოლოდ ზეცად აღესრულება.
დიკეს ანტიკურ ხელოვნებაში მრისხანე გამომეტყველების ქალად წარმოსახავდნენ.