აშლილობა განვითარებული ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარების შედეგად
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აშლილობა განვითარებული ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარ...) |
16:25, 10 აგვისტო 2018-ის ვერსია
აშლილობა განვითარებული ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარების შედეგად - (disorders, psychoactive substance0 – ძირეული ცნება, რომელიც გამოიყენება ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარებასთან დაკავშირებული ფსიქიკური თუ ფიზიკური ქცევის კლინიკური მდგომარეობების აღსანიშნავად. შეადარეთ ტერმინს – ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემა და ფსიქოაქტიურ / სამკურნალწამლო ნივთიერებებთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც მოიცავს ისეთ მდგომარეობებსა და შემთხვევებს, რომელთაც არ გააჩნიათ კლინიკური მნიშვნელობა.
ზოგადი ტერმინი, შესულია დსკ მე-10 საერთაშორისო გადასინჯვაში F-10-F19 როგორც: „ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარების შედეგად განვითარებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები“.
აშლილობები მოიცავს:
- მწვავე ინტოქსიკაციას;
- მავნე შედეგით მოხმარებას;
- დამოკიდებულების სინდრომს;
- აღკვეთის სინდრომს (დელირიუმით და მის გარეშე);
- ფსიქოზურ აშლილობას;
- ამნეზიურ სინდრომს.