ამნეზიური სინდრომი გამოწვეული ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამნეზიური სინდრომი გამოწვეული ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით - (F1x.6), (amnestic syndrome, alcohol-or drug-induced), ალკოჰოლისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ხმარებასთან დაკავშირებული მეხსიერების მყარი, მნიშვნელოვანი პათოლოგია მიმდინარე და შორეულ მოვლენებზე.

უშუალო აღქმა ჩვეულებრივ შენახულია, მეხსიერება შორეულ მოვლენებზე დარღვეულია ნაკლებად, ვიდრე უახლესზე ჩვეულებრივ, დარღვეულია მოვლენების მიმდევრობისა და დროის შეგრძნება, აგრეთვე ახალი მასალის ათვისების უნარი. შესაძლოა გამოხატული იყოს კონფაბულაციები. სხვა კოგნიტიური ფუნქციები შედარებით კარგად შენახულია და ამნეზიური დეფექტები სხვა დარღვევების პროპორციული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ დსკ 10-ის გადასინჯვაში გამოიყენება ტერმინი „განპირობებული“, აღნიშნული სინდრომის ეტიოლოგიაში შესაძლოა სხვა ფაქტორებიც ფიგურირებდეს ალკოჰოლით გამოწვეული კორსაკოვის ფსიქოზი (ან სინდრომი) წარმოადგენს ამნეზიური სინდრომის ერთ-ერთ მაგალითს და ხშირად არის კომბინაციაში ვერნიკეს ენცეფალოპათიასთან. აღნიშნული კომბინაცია ცნობილია ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომის სახელით.



იხილე აგრეთვე

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები