შიზოფრენია რეზიდუალური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შიზოფრენია რეზიდუალური“ გადაიტანა გვერდზე „[[რეზიდუალური შიზოფ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რეზიდუალური შიზოფრენია“ გადაიტანა გვერდზე „[[შიზოფრენია რეზიდუ...)

17:10, 6 აგვისტო 2018-ის ვერსია

შიზოფრენია, რეზიდუალური - (F20.5), (schizophrenia, residual), შიზოფრენიის მიმდინარეობის ქრონიკული სტადია, რომელიც ერთი ან მეტი ფსიქოზური ეპიზოდის მქონე ადრეული სტადიის შემდგომ სტადიაში გადასვლისას აშკარა პროგრესირების შედეგია. იგი ხასიათდება ხანგრძლივი (მაგრამ შესაძლოა არა შეუქცევადი) ნეგატიური სიმპტომებით და ისეთი დარღვევებით, როგორიცაა:

  • ფსიქომოტორული განმუხრუჭება;
  • აქტივობის დაქვეითება;
  • ემოციების დაჩლუნგება;
  • პასიურობა და უინიციატივობა;
  • დარღვევები ნებით სფეროში;
  • მეტყველების რაოდენობრივი და თვისობრივი სიმწირე;
  • არავერბალური ურთიერთობების უკმარისობა;
  • საკუთარი თავის მოვლისა და სოციალური აქტივობის უნარ-ჩვევების შემცირება.

სინონიმი

  • რეზიდუალური მდგომარეობა (შიზოფრენიული) Restzustand (schizophrenic)
  • შიზოფრენიული რეზიდუალური მდგომარეობა


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები