იოსაფატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''იოსაფატი''' (ძვ.წ. 873-849) – იუდეის მეფე, ასას ძვ. იოსა...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Iosafati.jpg|thumb|250პქ|იოსაფატი იუდეის მეფე]]
 
'''იოსაფატი''' (ძვ.წ. 873-849) – [[იუდეა|იუდეის]] მეფე, [[ასა|ასას]] ძვ. იოსაფატი მამამისის, ასას რელიგიურ რეფორმებს აგრძელებდა და ქვეყანაში [[კერპთაყვანისმცემლობა|კერპთაყვანისმცემლობას]] ებრძოდა, ხელს უწყობდა წინასწარმეტყველებს, ღვთისმსახურებს და სწავლულებს.  
 
'''იოსაფატი''' (ძვ.წ. 873-849) – [[იუდეა|იუდეის]] მეფე, [[ასა|ასას]] ძვ. იოსაფატი მამამისის, ასას რელიგიურ რეფორმებს აგრძელებდა და ქვეყანაში [[კერპთაყვანისმცემლობა|კერპთაყვანისმცემლობას]] ებრძოდა, ხელს უწყობდა წინასწარმეტყველებს, ღვთისმსახურებს და სწავლულებს.  
  

10:20, 28 ივნისი 2018-ის ვერსია

იოსაფატი იუდეის მეფე

იოსაფატი (ძვ.წ. 873-849) – იუდეის მეფე, ასას ძვ. იოსაფატი მამამისის, ასას რელიგიურ რეფორმებს აგრძელებდა და ქვეყანაში კერპთაყვანისმცემლობას ებრძოდა, ხელს უწყობდა წინასწარმეტყველებს, ღვთისმსახურებს და სწავლულებს.

მეფე იოსაფატმა რეფორმები გაატარა სამოქალაქო სფეროში, რომელიც საკმაოდ მოუწესრიგებელი და დაულაგებელი იყო მას შემდეგ, რაც სოლომონის ერთიანი ისრაელის სამეფო დაიშალა. იოსაფატმა იუდეა რამდენიმე ნაწილად დაყო და თითოეულ ასეთ ნაწილს მმართველად გამოცდილი ადმინისტრატორი დაუნიშნა. ამას გარდა მეფემ შეცვალა და უფრო დახვეწა სასამართლო სისტემაც.

იოსაფატის მეფობისას იუდეას ბევრი ომი არ გადაუხდია; ხოლო ისრაელის სამეფო ამ დროს მუდმივ ბრძოლებში იყო ჩართული მეზობლებთან. იოსაფატმა ჩამოაყალიბა სამხედრო შტაბი და არმიის რეორგანიზება მოახდინა. ის ასევე ზრუნავდა საზღვრების გამაგრებაზე და დაცვაზე. იუდეის სამეფოს გაძლიერებით დაშინებული ფილისტიმელები, არაბები და სხვა მეზობელი ხალხები დათრგუნულები იყვნენ იუდეის გაძლიერებით და ხარკს უხდიდნენ იოსაფატს. ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდ როლს თამაშობდა.

იოსაფატმა ზავი დადო ისრაელის მეფე აქაბთან და მშვიდობა პოლიტიკური ქორწინებით განამტკიცა, იოსაფატის ძემ, იორამმა ცოლად მოიყვანა აქაბის ქალიშვილი გოფოლია. იოსაფატი მეფე აქაბთან ერთად არამელებს ებრძოდა. ქალაქ რამოთის ალყის დროს მეფე აქაბი დაიღუპა და მისმა ჯარმა დამარცხება განიცადა. იოსაფატი უვნებლად დაბრუნდა იერუსალიმში.

იოსაფატს გადაწყვეტილი ჰქონდა იუდეის ეკონომიკის განვითარება და ამიტომ გაცხოველებულ ვაჭრობას ეწეოდა მეზობელ ხალხებთან. ისრაელის მეფე, აქაბის ძე ახაზია ასევე დაინტერესებული იყო ვაჭრობით და ეკონომიკის განვითარებით, ამიტომ მან შესთავაზა იოსაფატს ერთიანი ძალებით დიდი სავაჭრო ფლოტი აეგოთ ხმელთაშუა ზღვაში. ამ განზრახვას ხელი ზღვაზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა შეუშალა, რომელმაც თითქმის მთელი ფლოტი მოსპო. ამავე დროს დაიღუპნენ გამოცდილი მეზღვაურები. როდესაც ახაზიამ იოსაფატს კიდევ ერთხელ შესთავაზა ფლოტის აგება, უარი მიიღო. მიუხედავად ამისა იუდეის მეფეს მეგობრული ურთიერთობა არ გაუწყვეტია ახაზიასთან. იუდეის და ისრაელის გაერთიანებულმა არმიებმა ისრაელის წინააღმდეგ აჯანყებული მოაბის სამეფო დააშოშმინეს, თუმცა ამან იოსაფატის წინააღმდეგ ახალი კოალიციის შექმნა გამოიწვია, რომელშიც ედომელები, მოაბელები, ამონიტელები, ფილისტიმელები და სხვა მეზობელი ხალხები შედიოდნენ. კოალიციის ჯარები იერუსალიმისკენ დაიძრნენ, თუმცა გზად ერთმანეთში უთანხმოება მოუვიდათ, რაც ბრძოლაში გადაიზარდა. საბოლოოდ მოკავშირეებმა თითქმის მთლიანად ამოწყვიტეს ერთმანეთი, ხოლო დარჩენილი ნაწილი იოსაფატმა გაანადგურა. ამის შემდეგ იოსაფატის მეფობისას არცერთ მეზობელს აღარ შეუტევია იუდეისთვის.

მეფე იოსაფატი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა 25 წლიანი მეფობის შემდეგ. იუდეის ტახტს მისი ძე, იორამი დაეუფლა.




წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები