ანიჰამცა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ანიჰამცა''' ''(აფხ. Аныҳәамца)'' – აფხაზური ფოლკლორის პერსონაჟი, მი...) |
|||
ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:კავკასიური მითები]] | [[კატეგორია:კავკასიური მითები]] | ||
[[კატეგორია:აფხაზური მითები]] | [[კატეგორია:აფხაზური მითები]] | ||
− | |||
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
+ | [[კატეგორია:თქმულებები]] | ||
+ | [[კატეგორია:კავკასიური თქმულებები]] |
12:37, 26 ივნისი 2018-ის ვერსია
ანიჰამცა (აფხ. Аныҳәамца) – აფხაზური ფოლკლორის პერსონაჟი, მიწისქვეშეთის სულის ქალიშვილი, რეფრუასა და ბეღერეფსთას და. მიწისქვეშეთის სული რკინის იარაღის უბადლო მჭედელია. ანიჰამცა და მისი დები საჭმელსა და სამოსს უმზადებენ ძმასა და იმ მეომრებს, რომლებიც აფხაზეთში შემოსასვლელ ერთადერთ გზას იცავენ. მჭედლის უეცარი სიკვდილის გამო, უიარაღოდ დარჩენილი მცველები მტერთან უთანასწორო ბრძოლაში იღუპებიან.
ძმის სიკვდილით დამწუხრებულმა ანიჰამცამ ისე იტირა, რომ მისმა ცრემლებმა ზემოთ ამოხეთქა და მდინარედ იქცა. ეს მდინარე ანიჰამცას სახელწოდებით გაგრასთან ახლოს დღესაც მიედინება.
ლიტერატურა
В.П. Пачулия. Легенды лазурного берега. М., 1973.