ანიჰამცა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანიჰამცა (აფხ. Аныҳәамца) – აფხაზური ფოლკლორის პერსონაჟი, მიწისქვეშეთის სულის ქალიშვილი, რეფრუასა და ბეღერეფსთას და. მიწისქვეშეთის სული რკინის იარაღის უბადლო მჭედელია. ანიჰამცა და მისი დები საჭმელსა და სამოსს უმზადებენ ძმასა და იმ მეომრებს, რომლებიც აფხაზეთში შემოსასვლელ ერთადერთ გზას იცავენ. მჭედლის უეცარი სიკვდილის გამო, უიარაღოდ დარჩენილი მცველები მტერთან უთანასწორო ბრძოლაში იღუპებიან.

ძმის სიკვდილით დამწუხრებულმა ანიჰამცამ ისე იტირა, რომ მისმა ცრემლებმა ზემოთ ამოხეთქა და მდინარედ იქცა. ეს მდინარე ანიჰამცას სახელწოდებით გაგრასთან ახლოს დღესაც მიედინება.




ლიტერატურა

В.П. Пачулия. Легенды лазурного берега. М., 1973.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები