იძულებით გადაადგილებული პირები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 6: ხაზი 6:
  
  
 
+
==იხილე აგრეთვე==
 +
[[მეორე მსოფლიო ომის დროს გადაადგილებული პირები]]
  
  

მიმდინარე ცვლილება 15:05, 8 ივნისი 2018 მდგომარეობით

ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალი პირი - (Internally Displaced Persons-IDPs) მოქალაქე, რომელიც იძულებულია დატოვოს თავისი საცხოვრებელი ადგილი შეიარაღებული კონფლიქტის, სამოქალაქო დაპირისპირების, ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის, ბუნებრივი ან ანთროპოგენური ხასიათის უბედურების დროს. ასეთ ვითარებაში ის არ გადაკვეთს სახელმწიფო საზღვარს, რომელიც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.

პირველად ეს ტერმინი გაჩნდა ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის კონსტიტუციაში. გლუკის წესდებაში ეს ტერმინი არ გაითვალისწინეს, მაგრამ 1975 წლის გენერალური ასამბლეის რეზოლუციებმა ეს ხარვეზი შეავსეს. ამავე წელს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა სთხოვა აღმასრულებელ კომიტეტს ერთმანეთისაგან განესხვავებინა „ლტოლვილები„ და „ადგილმონაცვლე პირები„ (იგივეა „იძულებით გადაადგილებული პირები”, „დევნილები”).

ჩამოყალიბდა აზრი, რომ ლტოლვილები არიან პირები, რომლებმაც გადაკვეთეს თავიანთი ქვეყნის საზღვრები. ადგილმონაცვლე პირები რჩებიან ქვეყნის საზღვრებში (საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ, მუხლი 1… „…პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო (საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში) იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო”).


[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

მეორე მსოფლიო ომის დროს გადაადგილებული პირები


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები