ბატალიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ბატალიონი''' - (იტალიური ''battaglia'' – რაზმი, ათასეული), ძირითადი ტაქტიკური ქვედანაყოფი სახმელეთო, საჰაერო-სადესანტო, სანაპირო და სხვა [[ჯარები|ჯარებში]]. შედის [[ბრიგადა|ბრიგადის]] შემადგენლობაში ან შენაერთში (გაერთიანებაში), წარმოადგენს ცალკეულ სამხედრო ნაწილს.  
+
'''ბატალიონი''' - (იტალიური ''battaglia'' – [[რაზმი (სამხედრო)|რაზმი]], ათასეული), ძირითადი ტაქტიკური ქვედანაყოფი სახმელეთო, საჰაერო-სადესანტო, სანაპირო და სხვა [[ჯარები|ჯარებში]]. შედის [[ბრიგადა|ბრიგადის]] შემადგენლობაში ან შენაერთში (გაერთიანებაში), წარმოადგენს ცალკეულ სამხედრო ნაწილს.  
  
 
ბატალიონი  შეიძლება იყოს:  
 
ბატალიონი  შეიძლება იყოს:  
ხაზი 31: ხაზი 31:
  
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
[[კატეგორია:საჯარისო ქვედანაყოფები]]
+
[[კატეგორია:სამხედრო ქვედანაყოფები]]

მიმდინარე ცვლილება 17:35, 6 ივნისი 2018 მდგომარეობით

ბატალიონი - (იტალიური battagliaრაზმი, ათასეული), ძირითადი ტაქტიკური ქვედანაყოფი სახმელეთო, საჰაერო-სადესანტო, სანაპირო და სხვა ჯარებში. შედის ბრიგადის შემადგენლობაში ან შენაერთში (გაერთიანებაში), წარმოადგენს ცალკეულ სამხედრო ნაწილს.

ბატალიონი შეიძლება იყოს:

  • ქვეითი (მოტომსროლელი, მოტოქვეითი);
  • სატანკო, საპარაშუტო-სადესანტო;
  • ქვეითი აერომობილური;
  • სადესანტო-მოიერიშე;
  • საზღვაო ფეხოსნების;
  • დაზვერვის (სადაზვერვო აერომობილური);
  • არმიის ავიაციის;
  • საინჟინრო-მესანგრეების (საინჟინრო);
  • კავშირგაბმულობის;
  • რადიოელექტრონული ბრძოლის;
  • საავტომობილო;
  • მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის;
  • სარემონტო-აღდგენითი, სამედიცინო-სანიტარული და სხვა.

თავდაპირველად ტერმინი „ბატალიონი“ („ბატალია“-სგან) საბრძოლო წყობას ნიშნავდა. XVII საუკუნეში ეს წყობა შემადგენელ ნაწილებად დანაწევრდა, რომლებსაც ბატალიონები ეწოდება.

აშშ-ში მოტოქვეითი (ქვეითი) ბატალიონი მოიცავს მმართველობას, საშტაბო, 3 მოტოქვეით (ქვეით) ასეულსა და საცეცხლე მხარდაჭერის ასეულს. გერმანიაში ჰყავთ შერეული მოტოქვეითი ბატალიონი (2 ასეული ქვეით საბრძოლო მანქანებზე და სატანკო ასეული). დიდ ბრიტანეთში მოტოქვეითი ბატალიონი ძირითადი ტაქტიკური ნაწილია. იგი 700-ზე მეტ ადამიანს, 100 ჯავშანტრანსპორტიორს და ჯავშანავტომობილს ითვლის. რუსეთის ფედერაციის არმიაში მოტომსროლელ ბატალიონში შედის – მმართველობა, 3 მოტომსროლელი ასეული, ნაღმტყორცნი, კავშირგაბმულობა, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო, ყუმბარსატყორცნი, სამეურნეო, ტექნიკური უზრუნველყოფისა და სამედიცინო პუნქტის ქვედანაყოფები, სულ 500 კაცამდე და 50 ქვეით საბრძოლო მანქანამდე (ჯავშანტრანსპორტიორამდე).



[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები