დაცვა (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(საბრძოლო დაცვა)
ხაზი 10: ხაზი 10:
 
საბრძოლო დაცვა, ძალები და საშუალებები, რომლებიც გამოიყოფა ბრძოლაში [[ჯარები|ჯარების]] დასაცავად, რათა არ დაუშვან მოწინააღმდეგის დაზვერვის შეღწევა საბრძოლო და წინასაბრძოლო წყობაში. ამასთან თავიდან აიცილონ ჯარებზე (ძალებზე) მოწინააღმდეგის უეცარი თავდასხმა. [[სახმელეთო ჯარები|სახმელეთო ჯარებში]] დაცვის ერთ-ერთი სახეობა.  
 
საბრძოლო დაცვა, ძალები და საშუალებები, რომლებიც გამოიყოფა ბრძოლაში [[ჯარები|ჯარების]] დასაცავად, რათა არ დაუშვან მოწინააღმდეგის დაზვერვის შეღწევა საბრძოლო და წინასაბრძოლო წყობაში. ამასთან თავიდან აიცილონ ჯარებზე (ძალებზე) მოწინააღმდეგის უეცარი თავდასხმა. [[სახმელეთო ჯარები|სახმელეთო ჯარებში]] დაცვის ერთ-ერთი სახეობა.  
  
საბრძილო დაცვა იგზავნება თავდაცვის ორგანიზების დროს მოწინააღმდეგესთან დაშორიშორების პირობებში ან მეწინავე პოზიციის არარსებობისას. საბრძოლო დაცვის შემადგენლობაში, ჩვეულებრივ, შეჰყავთ გაძლიერებული ქვეითი (სატანკო) ოცეული, რომელიც I [[ეშელონი|ეშელონის]] [[ბატალიონი|ბატალიონებისაგან]] კომპლექტდება. შეტევაში საბრძოლო დაცვის ფუნქციებს ასრულებენ I ეშელონის მეწინავე ქვედანაყოფები. სამხედრო-საზღვაო ძალებშიც ეწყობა [[ფლოტი|ფლოტის]] სახომალდო ძალების დაცვა.
+
საბრძილო დაცვა იგზავნება თავდაცვის ორგანიზების დროს მოწინააღმდეგესთან დაშორიშორების პირობებში ან მეწინავე პოზიციის არარსებობისას. საბრძოლო დაცვის შემადგენლობაში, ჩვეულებრივ, შეჰყავთ გაძლიერებული ქვეითი (სატანკო) ოცეული, რომელიც [[I ეშელონი|I ეშელონის]] [[ბატალიონი|ბატალიონებისაგან]] კომპლექტდება. შეტევაში საბრძოლო დაცვის ფუნქციებს ასრულებენ I ეშელონის მეწინავე [[ქვედანაყოფი (სამხედრო)|ქვედანაყოფები]]. სამხედრო-საზღვაო ძალებშიც ეწყობა [[ფლოტი|ფლოტის]] სახომალდო ძალების დაცვა.
  
 
====საგუშაგო დაცვა====  
 
====საგუშაგო დაცვა====  

10:07, 23 მაისი 2018-ის ვერსია

დაცვა – ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელედება ყველა სახეობის ბრძოლაში, გადაადგილებისა და ადგილზე განლაგების დროს, სახმელეთო მოწინააღმდეგის უეცარი თავდასხმის აღკვეთის მიზნით.

დაცვის მოვალეობაა არ დაუშვას მოწინააღმდეგის დაზვერვის შეღწევა მთავარ ძალებთან, უზრუნველყოს მათთვის ბრძოლაში ორგანიზებული და დროული ჩაბმის ხელშემწყობი პირობები.

საბრძოლო უზრუნველყოფის სახეობა – ამ ტერმინით განზოგადებულად მოიხსენიებიან ძალები და საშუალებები, რომლებიც დაცვის ამოცანას ასრულებენ.

განასხვავებენ საბრძოლო, სალაშქრო, საგუშაგო დაცვას. ქვედანაყოფებში და სამხედრო ობიექტებზე ორგანიზება უკეთდება უშუალო დაცვას.

სარჩევი

საბრძოლო დაცვა

საბრძოლო დაცვა, ძალები და საშუალებები, რომლებიც გამოიყოფა ბრძოლაში ჯარების დასაცავად, რათა არ დაუშვან მოწინააღმდეგის დაზვერვის შეღწევა საბრძოლო და წინასაბრძოლო წყობაში. ამასთან თავიდან აიცილონ ჯარებზე (ძალებზე) მოწინააღმდეგის უეცარი თავდასხმა. სახმელეთო ჯარებში დაცვის ერთ-ერთი სახეობა.

საბრძილო დაცვა იგზავნება თავდაცვის ორგანიზების დროს მოწინააღმდეგესთან დაშორიშორების პირობებში ან მეწინავე პოზიციის არარსებობისას. საბრძოლო დაცვის შემადგენლობაში, ჩვეულებრივ, შეჰყავთ გაძლიერებული ქვეითი (სატანკო) ოცეული, რომელიც I ეშელონის ბატალიონებისაგან კომპლექტდება. შეტევაში საბრძოლო დაცვის ფუნქციებს ასრულებენ I ეშელონის მეწინავე ქვედანაყოფები. სამხედრო-საზღვაო ძალებშიც ეწყობა ფლოტის სახომალდო ძალების დაცვა.

საგუშაგო დაცვა

საგუშაგო დაცვა იგზავნება ნაწილიდან (შენაერთიდან) მისი ადგილზე განლაგებისას, როდესაც მოსალოდნელია სახმელეთო მოწინააღმდეგის თავდასხმა. დაცვის განსახორციელებლად გამოიყოფა სადარაჯო რაზმები, სადარაჯო საგუშაგოები რომლებსაც ენიშნებათ დაცვის და დაზვერვის ზოლები, ასევე თავდაცვის ზღუდე. გარდა ამისა აყენებენ სადარაჯო საგუშაგოებს და აგზავნიან პატრულებს.

სალაშქრო დაცვა

სალაშქრო დაცვა სახმელეთო ჯარებში ხორციელდება ფრონტიდან ავანგარდებით და სათაო სალაშქრო საგუშაგოებით, საფრთხის შემცველი ფლანგიდან - გვერდითი სალაშქრო საგუშაგოებით და უძრავი გვერდითი საგუშაგოებით, ზურგიდან - ზურგის სალაშქრო საგუშაოებით.

უშუალო დაცვა

უშუალო დაცვა ხორციელდება ყველა სახის ბრძოლაში ქვედანაყოფში, მართვის პუნქტებზე და სხვა ობიექტებზე თვალთვალის, პატრულირების და საგუშაგოების დაყენების გზით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები