კოსმოსური ვითარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კოსმოსური ვითარება''' - ყველა კოსმოსური ობიექტის, კოსმოსური...)
 

მიმდინარე ცვლილება 17:19, 23 აპრილი 2018 მდგომარეობით

კოსმოსური ვითარება - ყველა კოსმოსური ობიექტის, კოსმოსური სივრცის, იმ ფაქტორების და პირობების ერთობლიობა, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ კოსმოსური აპარატების (ორბიტული სადგურების, კოსმოსური კომპლექსებისა და სხვა) მომზადებაზე, მსვლელობაზე და ფუნქციონირების შედეგზე.

მასშტაბის მიხედვით კოსმოსური ვითარება შეიძლება იყოს სტრატეგიული და ოპერატიული ან ტაქტიკური. სტრატეგიულია კოსმოსური ვითარება, რომელიც ყალიბდება დედამიწის ირგვლივ, კოსმოსურ სივრცეში და მხარეების კოსმოსური ძალების პოზიციურ რაიონებში. ოპერატიული (ტაქტიკური) კოსმოსური ვითარება იქმნება გარკვეული დროისთვის მხარეების კოსმოსური ძალების ფორმირების ზონაში (რაიონში).

კოსმოსური ვითარების შეფასება მოიცავს კოსმოსური ძალების დაჯგუფებების, იმ ფაქტორებისა და პირობების შესწავლას და ანალიზს, რომლებიც კოსმოსში და კოსმოსიდან ამოცანების შესრულებაზე ახდენენ გავლენას.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები