ბიბლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 34: ხაზი 34:
  
======ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნები======
 
 +
ბიბლიის ბერძნულ თარგმანში, რომელიც სეპტუაგინტას („სამოცდაათისეული“) სახელითაა ცნობილი, შესულია ძველი აღთქმის სხვა წიგნებიც: ეპისტოლე იერემიასი და ბარუქი, ტობითი, ივდითი, სიბრძნე სოლომონისა, სიბრძნე ზირაქისა, მე-2 და მე-3 ეზრა, მაკაბელთა სამი წიგნი და კიდევ: ზოგიერთი ნაწყვეტი, ჩართული კანონიკურ წიგნებში, როგორიცაა:
 +
# ესთერის წიგნის ის მონაკვეთი, რომელიც არაა დანომრილი მუხლობრივად ბერძნულ და სლავურ ბიბლიაში;
 +
# მანასეს ლოცვა მე-2 ნეშტთას ბოლოში;
 +
# სამი ყრმის სიმღერა დანიელის წიგნში (მე-13 თავი);
 +
# მოთხრობა სუსანაზე (იქვე) და
 +
# ბელსა და გველეშაპზე (იქვე, თ. 14)
  
 +
ეს წიგნები და ნაწყვეტები ებრაულ ბიბლიაში არ არის. ისინი გამოჩნდნენ ბერძნულ ენაზე და სხვადასხვა დროს შეიტანეს ბიბლიაში. ეკლესია არ აღიარებს მათ კანონიკურ წიგნებად, მაგრამ მიიჩნევს აღმზრდელობითად და სულის მარგებლად.
  
 +
=====ხალი აღთქმა=====
 +
ახალი აღთქმის წიგნების ის თანმიმდევრობა, რომელიც ქართულ გამოცემებშია, უძველესია. ამას ადასტურებს ბიბლიის ალექსანდრიული და ვატიკანური ხელნაწერები (IV ს.), მოციქულთა კანონები, ლაოდიკიისა და კართაგენის კრებათა აქტები და სხვა, მაგრამ ყველგან ასე არაა. მაგალითად, ვულგატაში (ლათინურში) და ახალი აღთქმის ამჟამინდელ ბერძნულ გამოცემებში კათოლიკე ეპისტოლეები მოთავსებულია პავლეს ეპისტოლეთა შემდეგ, [[აპოკალიფსი|აპოკალიფსამდე]].
  
====ბიბლიის ენა====
+
პავლეს ეპისტოლეების განლაგების პრინციპი ასეთია: ჯერ წარმოდგენილია [[ეპისტოლე|ეპისტოლეები]], მიმართული მთლიანი ეკლესიებისადმი, შემდეგ - ის ეპისტოლეები, რომლებიც ცალკეული პირებისადმია გაგზავნილი.
რაც შეეხება ბიბლიის ენას, ძველი აღთქმა თითქმის მთლიანად ებრაულ ენაზე დაიწერა. გამონაკლისს წარმოადგენდა არამეულად ნაწერი შემდეგი მონაკვეთები: იერ. 10:11; დან. 2:4ბ-7:28; გამ. 4:8-6:18; 7:12-26 და ბერძნულად დაწერილი სიბრძნე სოლომონისი და მეორე მაკაბელთა. ახალი აღთქმა მთლიანად ბერძნულ ენაზე დაიწერა, გარდა, როგორც ტრადიცია მოწმობს, მათეს სახარებისა, რომლის არამეულად დაწერილი ტექსტიც მთლიანად დაიკარგა. ახალი აღთქმის ბერძნული ავტოგრაფები დაკარგულია და მათ ჩაენაცვლა აპოგრაფები ანუ გადაწერილი პირები, რომელთა შედარებისა და ძველი თარგმანების სათანადოდ გამოყენების მეშვეობით სწავლულებს ძალუძთ, აღადგინონ ტექსტის თავდაპირველი სახე.
+
  
====ძველი აღთქმა====
+
=====კანონი=====
ძველი აღთქმის ტექსტებმა, დღევანდელ საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე ჯერ ზეპირი და შემდეგ წერილობით გადმოცემის ხანგრძლივი პროცესი განვლეს. წმიდა მამათა განმარტებით ძველი აღთქმა მოიცავს ძალიან დიდ  მონაკვეთს: ქვეყნიერების შექმნიდან ქრისტეს შობამდე,
+
ძველი აღთქმის წიგნების ერთ კრებულად ჩამოყალიბება ხდებოდა თანდათანობით, ამ წიგნების გამოჩენასთან ერთად.
  
====ახალი აღთქმა====
+
მითითებას რჯულის შემადგენლობისა და ძველი აღთქმის წიგნების სამ ნაწილად გაყოფის შესახებ ჩვენ ვხვდებით იესო ზირაქის ძესთან (220 წ. ქრისტეს შობამდე). სეპტუაგინტა (270 წ. ქრისტეს შობამდე) იმის დასტურია, რომ ძველი აღთქმის ყველა კანონიკური და არაკანონიკური წიგნი შედიოდა ერთ კრებულში, რადგან ისინი ერთ თარგმანში არიან წარმოდგენილნი.
ხოლო ახალი აღთქმა - ქრისტეს შობიდან [[ამაღლება|ამაღლებითა]] და სულთმოფენობის ჩათვლით, მასში შედის ისტორიული ნაწილი „საქმე მოციქულთა“, მოციქულთა ქადაგებანი და საწინასწამეტყველო წიგნი „აპოკალიფსი“.  
+
  
წმიდა მამათა აზრით, ძველ აღთქმას უწოდებენ წინასწარმეტყველებას ახალი აღთქმისას, ხოლო ახ. აღთქმას - ძველი აღთქმის აღსრულებას.
+
როდის ჩამოყალიბდა კანონი ანუ რჯული, ე.ი. ძველი აღთქმა მთლიანად? ზუსტად ვერ ვიტყვით. მითითებას „რჯულის“ თანდათანობით შედგენის შესახებ ჩვენ ვხვდებით თვითონ წმინდა წიგნებში: როდესაც მოსემ რჯულის ყველა სიტყვა ჩაწერა წიგნში და შესანახად გადასცა ლევიანებს, ბრძანა, დაედოთ იგი [[აღთქმის კიდობანი|აღთქმის კიდობნის]] გვერდით (2 რჯული 31:24-26). ისო ნავეს ძემ ღვთის სიტყვები და გამოცხადებები საღვთო რჯულის წიგნში ჩაწერა ანუ შეუერთა მოსეს ხუთწიგნეულს (იესო 24:26). სამუელმა გამოუცხადა ხალხს მეფის უფლებანი, წიგნში ჩაწერა და უფლის წინაშე დადო (1 მეფ. 10:25).
 +
 
 +
სამუელის მიერ დაარსებულ წინასწარმეტყველთა სკოლებიდან გამოვიდნენ შემდეგდროინდელ მოვლენათა აღმწერნი - წინასწარმეტყველები: ნათანი, გადი და სხვები, რომლებიც ითვლებიან წმიდა მწერლებად და წმიდა წერილის მცველებად.
 +
 
 +
წმიდა წიგნები ინახებოდა წმიდათა წმიდაში, აღთქმის კიდობნის გვერდით. ისინი ცნობილნი იყვნენ ლევიანთა და მღვდელთათვის; ივსებოდნენ ახალი ჩანაწერებით ძველი აღთქმის მამების მიერ და ინუსხებოდნენ ხოლმე საეკლესიო თუ საერო მიზნებისათვის.
 +
 
 +
საღვთო წიგნების კრებულად გაერთიანება დასრულდა ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ეზრას, ნეემიას და უკანასკნელ წინასწარმეტყველთა მიერ.
 +
 
 +
ახალი აღთქმის კანონიც თანდათან იქმნებოდა ამა თუ იმ წიგნის სამოციქულო წარმომავლობის დადგენის ან უარყოფის კვალდაკვალ, საკითხის გულმოდგინედ შესწავლის საფუძველზე.
 +
 
 +
წიგნი, რომელსაც პირველი ქრისტიანები კითხულობდნენ, იყო ძველი აღთქმა. მალე, პირველსავე საუკუნეში, გამოჩნდა სახარებები და მოციქულთა ეპისტოლეები, მასთან ერთად - ნაყალბევი თხზულებებიც იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ. I-II საუკუნეებში დაიწერა იმ მამათა თხზულებები, რომლებიც ეკლესიაში ცნობილნი და პატივცემულნი იყვნენ როგორც მოციქულთა უშუალო მოწაფეები და მოწაფეთა მოწაფეები: კლიმენტი, პოლიკარპე, ეგნატე და სხვანი, რომლებიც სამოციქულო კაცებად იწოდებიან. ამდენად, ეკლესიას ჰქონდა ზუსტი განსაზღვრის შესაძლებლობა, თუ რომელი წერილი ჩაეთვალა ჭეშმარიტად სამოციქულოდ, წმინდად და ღვთივშთაგონებულად და გაემიჯნა ასეთი წერილები ანუ წიგნები როგორც ყალბი და არაჯანსაღი მოძღვრების შემცველი თხზულებებისაგან, ისე იმ თხზულებებისაგან, რომლებიც ეკუთვნოდნენ არა უშუალოდ მოციქულებს, არამედ - მოციქულთა მოციქულებს. უკანასკნელთა თხზულებები, რა თქმა უნდა, შეიცავდა ჯანსაღ და სწორ მოძღვრებას, მაგრამ ისინი მაინც ადამიანური წარმომავლობის იყო და მნიშვნელობით ვერ შეედრებოდა ღვთაებრივ და გამოცხადებულ წერილს.
 +
 
 +
II ს-ში ეკლესიაში ეჭვის ქვეშ არავინ აყენებდა ოთხი სახარების, მოციქულთა საქმეების, პავლეს ცამეტი ეპისტოლის, პეტრეს პირველი ეპისტოლის და მოციქულ იოანეს პირველი ეპისტოლის ჭეშმარიტებას და ორიგინალურობას. იმ დროისათვის ეს წიგნები შეადგენდნენ საერთო-საყოველთაო კანონს. ახალი აღთქმის დანარჩენმა ნაწილმა საყოველთაო აღიარება გვიან მოიპოვა. მაგალითად: ორიგენე III ს-ში ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რომ ეპისტოლე ებრაელთა მიმართ, ეპისტოლეები იაკობისა, იუდასი, მეორე პეტრესი, მეორე და მესამე იოანესი იყო ნამდვილი და ჭეშმარიტი. დასავლეთში დიდხანს ყოყმანობდნენ ებრაელთა მიმართ ეპისტოლესთან დაკავშირებით, აღმოსავლეთში - აპოკალიფსთან დაკავშირებით.
 +
 
 +
მოციქულთა წერილებთან ერთად დიდი პატივისცემით სარგებლობდა და IV ს-მდე ეკლესიაში ლიტურგიკული დანიშნულებაც ჰქონდა ზოგიერთ ეპისტოლეს. პირველ რიგში უნდა დავასახელოთ პაპი კლიმენტისა და ბარნაბას ეპისტოლეები და ერმიასის „მწყემსი“.
 +
 
 +
საეკლესიო ისტორიკოსი ევსევი (IV) ახალი აღთქმის წიგნებს სამ კატეგორიად ყოფს:
 +
 
 +
# '''ეკლესიის ერთსულოვანი აზრით და დასტურით მოციქულთა ხელიდან გამოსული თხზულებანი''' - ოთხი სახარება, საქმენი მოციქულთა, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პირველი იოანესი და პირველი პეტრესი.
 +
# '''საყოველთაოდ არაღიარებულნი და სადავონი'''. მათგან ზოგიერთნი: ეპისტოლე იაკობისა, იუდასი, 2 პეტრესი, 2-ე და 3-ე იოანესი და აპოკალიფსი ეკლესიამ საბოლოოდ მაინც აღიარა და შეიტანა კანონში. სხვანი კი, როგორიცაა: საქმენი პავლესი, ერმიასის „მწყემსი“, პეტრეს აპოკალიფსი, ბარნაბას ეპისტოლე, მოციქულთა სწავლანი („დიდაქე“) და სახარება ებრაელთა მიმართ, მათი არამოციქულებრივი წარმომავლობის გამო, არ შეიტანეს კანონში;
 +
# '''უეჭველად არამოციქულებრივი და უდავოდ ერეტიკულიც''' კი.
 +
 
 +
კანონის საბოლოო ვარიანტი შეიმუშავეს ლაოდიკიის, ჰიპონიის, კართაგენისა და რომის კრებებმა IV-V სს-ში. ამ მხრივ დიდია პაპი ინოკენტი I-ისა და, განსაკუთრებით, პაპი გელასის ღვაწლი. უკანასკნელმა დაახლოებით 493 წელს გამოაქვეყნა დეკრეტი, რითაც საბოლოოდ განისაზღვრა კანონი. ამის შემდეგ იქ შეტანილი წიგნების წინააღმდეგ აქა-იქ ცალკეული გაუბედავი ხმები თუ ისმოდა. მხოლოდ გერმანულმა რეფორმაციამ დააყენა ეჭვის ქვეშ ახალი აღთქმის ზოგიერთი წიგნის კანონიკური ღირსება. ლუთერმა გაბედა და აპოკრიფული უწოდა აპოკალიფსსა და ეპისტოლეს ებრაელთა მიმართ. მის კვალდაკვალ სხვა ლუთერელი ღვთისმეტყველებიც მეორეხარისხოვანს უწოდებდნენ იმ წიგნებს, რომლებიც ძველად დავას იწვევდნენ (2 პეტრე, 2 და 3 იოანე, იაკობი, იუდა, ებრაელთა მიმართ ეპისტოლე და აპოკალიფსი), თუმცა კანონში მაინც ტოვებდნენ მეორეხარისხოვანი წიგნების უფლებით და, მაშასადამე, ღირსებით საღმრთო წერილის დანარჩენ ნაწილთან არ ათანაბრებდნენ.
 +
 
 +
XVIII ს-ის შუა წლებიდან დასავლეთ ევროპაში აღორძინდა რაციონალიზმი, რომელმაც უარყო რწმენა და წერილის ღვთივშთაგონებულობა; მან ლაშქრობა დაიწყო და თავი მოუყარა არგუმენტებს არა მხოლოდ ცალკეული წიგნების, არამედ მთელი წერილის წინააღმდეგ. თუმცა ეს მიმდინარეობა კათოლიკეებისა და ორთოდოქსი პროტესტანტების ერთსულოვან და საფუძვლიან წინააღმდეგობას წააწყდა.
 +
 
 +
====ბიბლიოლოგიის საკვანძო საკითხები====
 +
ბიბლია იწერებოდა 13 საუკუნის განმავლობაში (XIII-I). უძველესია მოსეს „ხუთწიგნეული“, უგვიანესი იოანეს „გამოცხადება“.
 +
 
 +
მოსეს რჯული განკუთვნილი იყო „რჩეული ერისათვის“, ებრაელებისათვის და, ბუნებრივია, ძველი აღთქმა დაიწერა მათსავე ენაზე. უძველეს ტექსტს ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია მხოლოდ IX-Xსს-ის ხელნაწერები. ესენია: პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის სახ. ბიბლიოთეკის, ბრიტანეთის მუზეუმის და კიდევ რამდენიმე, რომელთა გვერდით დგას ე.წ. ლაილაშის ბიბლია, რომელიც დაცულია თბილისის კ.კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში. უძველესი ხელნაწერების ფრაგმენტები 1948 წელს მკვდარი ზღვის აუზში აღმოჩნდა. ისინი ცნობილია ყუმრანის ხელნაწერების სახელით, რომელთა მეცნიერული შესწავლა დღესაც გრძელდება.
 +
 
 +
ქრისტიანულმა სამყარომ ძველი აღთქმა უმთავრესად ბერძნულენოვანი თარგმანით გაიცნო. ძვ.წ. VI ს-ში ისრაელის სამეფო ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, დაიპყრო და „რჩეული ერის“ დიდი რაოდენობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტა. ნაწილი მცხეთის სანახებს მოადგა და ჩვენს მიწა-წყალზე ჰპოვა თავშესაფარი. ნაწილი - აღმოსავლეთში, ნაწილიც დასავლეთში გაიხიზნა. მათ თანდათან დაივიწყეს დედაენა. ამის გამო რაბინთა წინაშე დადგა საკითხი საღმრთო წერილის მორწმუნეთათვის გასაგებ ენაზე თარგმნისა. ეს იდეა მომწიფდა ალექსანდრიის ებრაულ დიასპორაში, რომლის საურთიერთო და სააზროვნო ენა ბერძნული იყო. გამოიკვეთა ამ ენაზე ძველი აღთქმის თარგმნის აუცილებლობა, რამაც ხორცი პტოლემეოს ფილადელფოსის დროს შეისხა. შემონახულია გადმოცემა: 270 წ-ს ალექსანდრიაში 70 (უფრო ზუსტად, 72) მთარგმნელი შეკრიბეს და ორ-ორად დააჯგუფეს. მთარგმნელები დასხდნენ ცალ-ცალკე ოთახებში და მუშაობდნენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. მათი თარგმანები (გამოვიდა 35) იდენტური აღმოჩნდა, რაც ღვთის მადლისა და ნების მაუწყებლობად ჩაითვალა. აღნიშნულ თარგმანს ბერძნულად ჰებდომეკონტა, ლათინურად სეპტუაგინტა ანუ სეპტანტა (სამოცდაათისეული) უწოდეს. იგი გავრცელდა ბერძნულენოვან სამყაროში და საფუძვლად დაედო ახალ, სხვაენოვან თარგმანებს, გარდა ლათინურისა. უშუალოდ ებრაელი დედნიდან ბიბლია ამ ენაზე IV ს-ის საეკლესიო მოღვაწემ ნეტარმა იერონიმემ 386-406 წლებს შორის თარგმნა.
 +
 
 +
ძვ.წ. II-III სს-ში ბერძნულ ენაზე ძველი აღთქმის კიდევ სამი თარგმანი აღმოცენდა. ესენია: აკვილას, სვიმახოსისა და თეოდოტიონის. მათი მიზანი იყო წარმოედგინათ ებრაული ტექსტის სრული შესატყვისი, მოეცათ ზედმიწევნითი თარგმანი. მიუხედავად ამისა, ამ თარგმანებმა საყოველთაო აღიარება ვერ ჰპოვეს, თუმცა ღვთისმეტყველები ყოველთვის უწევდნენ ანგარიშს და მათ მონაცემებს ითვალისწინებდნენ. სეპტანტის ხელნაწერების არშიებზე, ამა თუ იმ ადგილის გასწვრივ, ხშირად ვხვდებით მინაწერებს იმის შესახებ, თუ როგორ იკითხება მოცემული მუხლი აღნიშნულ თარგმანებში. ასეთ შრომას, კატენის სახელით რომაა ცნობილი, მეცნიერული მიზანი ჰქონდა. სამღვდელმსახურო (ლიტურგიკულ) პრაქტიკაში ყოველთვის და ყველგან 70-თა თარგმანს იყენებდნენ.
 +
 
 +
სეპტუაგინტას პირვანდელ ვარიანტს ჩვენამდე არ მოუღწევია. ის დაყოფილია სამ უმთავრეს რედაქციად. აკადემიკოს კორნელი კეკელიძის თქმით, „ბიბლიოლოგიის ყურადღება ახლა მიქცეულია იქითკენ, რომ ეს თარგმანი როგორმე აღდგენილ იქნეს. ამას კი შესაძლებლად ცნობენ სხვადასხვა ენაზე ნათარგმნ ტექსტთა მეოხებით, რომელთაც, უეჭველია, საფუძვლად დაედო ერთ - ერთი ქვემოდასახელებულ სამ რედაქციათაგან. ეს რედაქციებია: ორიგენის ჰეგზაპლები, რომელიც პალესტინაში იყო გავრცელებული, ლუკიანეს, ანტიოქელი მღვდელმოწამისა მეოთხე საუკუნეში, რომელსაც ეწოდება კოინე და მიღებული იყო ანტიოქიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებში და ივსიქი ალექსანდრიელისა, რომელიც ალექსანდრიაში იყო მიღებული“.
  
====ბიბლიის ქართული თარგმანები====
 
====ბიბლიის ქართული თარგმანები====
ქართულად პირველად ბიბლიის ის წიგნები გადმოთარგმნეს, რომლებიც საღმრთო ლიტურგიისათვის სჭირდებოდათ, კერძოდ - სახარება, სამოციქულო და ფსალმუნები. ქართველი მემატიანის მიხედვით სახარება V საუკუნეში გადმოთარგმნეს წმ. ვახტანგ გორგასლის დედის - დედოფალ საგდუხტის (408-410 წ.წ.) თხოვნით. წმ. გადმოცემით, ფარსმან მეფემ (542-555 წ.წ.) წმიდა შიოს სწორედ ეს სახარება მისცა. წმ. გიორგი მთაწმინდელის აზრით [[საქართველო|საქართველოში]] მისი დროისათვის ბიბლიის სამი თარგმანი იყო ხმარებაში:
+
ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმის) ძველ თარგმანთა შორის ქართული თარგმანი ერთერთი უძველესი თარგმანია. იგი ქართლის გაქრისტიანების (IV ს-ის 20-30-იანი წლები) ახლო ხანს უნდა აღმოცენებულიყო, რასაც უძველესი ქართული ხელნაწერები (ძირითადად - პალიმფსესტები) ცხადყოფს. ისინი V-VI სს-ით თარიღდება და მათ ფურცლებზე (პალიმფსესტების ქვედა ფენაში) ბიბლიის ქართული თარგმანის ნიმუშებია შემონახული.
 +
 
 +
ირკვევა, რომ ჩვენს წინაპრებს ბიბლიის სხვადასხვა წიგნი სხვადასხვა დროს დასხვადასხვა პირობებში უთარგმნიათ. მათ დედნად ბერძნული ორიგინალი გამოუყენებიათ (თუმცა ამ თემაზე მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა). შემდგომი ეპოქის (განსაკუთრებით - X-XI სს.) სწავლულებს პირველთარგმანებისათვის რევიზია ჩაუტარებიათ და გაუუმჯობესებიათ; დედნებთან მაქსიმალურად დაუახლოვებიათ და სტილისტურად გაუშალაშინებიათ.
 +
 
 +
ხელნაწერი წიგნები (კოდექსები), რომლებიც IX-XII სს-ით თარიღდებიან და ჩვენს სიძველეთსაცავებში არიან დაცული, ამ თვალსაზრისით მდიდარ მასალას შეიცავენ. ბევრი ბიბლიური წიგნის ძველი ქართული თარგმანი რამდენიმე რედაქციითაა ცნობილი. ამ რედაქციათაგან კანონიკური ტექსტის უფლება უპირატესად გიორგი მთაწმინდელის (XI ს.) თარგმან-რედაქციებმა მოიპოვა და ქართულენოვანი მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურებაში დღესაც ისინი გამოიყენება.
 +
 
 +
XX ს-ის 80-90-იან წლებში ბიბლია ახალ ქართულ ენაზეც ითარგმნა. ძირითადად ორი თარგმანი შესრულდა - საქართველოს საპატრიარქოსეული და სტოკჰოლმის ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტისეული. ორივე გამოცემულია. მათ გასაუმჯობესებლად და ახალი თარგმანების შესაქმნელად მუშაობა გრძელდება. ქვემოთ ძველი აღთქმისეული ადგილები უმეტესად ამოღებულია საპატრიარქოს გამოცემიდან (1989 წ.).
 +
 
 +
====ბიბლიის ენა====
 +
ებრაელებს ჰქონდათ საკმარისი საშუალება და სწრაფვა, რათა დაეცვათ წმინდა წიგნები მნიშვნელოვანი ცვლილებებისაგან არა მხოლოდ შინაარსის, არამედ ფორმის და ენის მხრივაც. ბაბილონელთა ტყვეობის დროიდან სამეტყველო ენა გაემიჯნა სამწერლო ენას. კლასიკური ებრაული ხალხში აღარ ისმოდა და გაუგებარ გახდა. ებრაელებმა არამეულად დაიწყეს ლაპარაკი. ამ ენაზე უმარტავდნენ ხალხს კანონს, რომლის შინაარსი მათ მშობლიურ ენაზე უკვე აღარ ესმოდათ (ნეემია 8:1-8. შდრ. 13:23-25). ძველებრაული ენა დარჩა რელიგიის, წმინდა წიგნებისა და ლიტერატურის ენად.
 +
 
 +
ტყვეობის ხანიდან ებრაელები განსაკუთრებით მიეჯაჭვნენ ყოველგვარ ნაციონალურს და გამოწვლილვით იცავდნენ თავიანთ ადათებს. იერუსალიმის დანგრევის შემდეგ (I ს. ჩვ.წ.) სწავლული ებრაელები გადასახლდნენ ტიბერიაში, სადაც დააარსეს ცნობილი რაბინთა აკადემია. II ს-ში ჩვ.წ. იქვე შეიქმნა თალმუდისტთა საზოგადოება, რომელიც აერთიანებდა წმ. წერილის შემსწავლელებს და განმმარტებლებს. ისინი ერთმანეთს უდარებდნენ ხელნაწერებს, ასუფთავებდნენ ტექსტს შეცდომებისაგან, რომლებიც ეზრას დროიდან შეპარულიყო და ადგენდნენ წმ. წერილის ერთიან სახეს გრაგნილებისათვის. მათ დათვალეს სიტყვების და ასოების რიცხვიც კი თითოეულ წმიდა წიგნში. მაგალითად, შესაქმის წიგნში აღმოჩნდა 2078 სიტყვა და 78100 ასო. ასეთი სამუშაო, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა ტექსტის დაცვას დამახინჯებისა და გადაწერისმიერი შეცდომებისაგან.
 +
 
 +
ესაა მიზეზი, რომ თალმუდისტების ხელთ არსებული ტექსტი II-III სს-ისა ახლოს დგას თანამედროვე ტექსტთან. ყველა იმდროინდელ იკითხვისში ჩვენ ვხვდებით მხოლოდ 220 ვარიანტს. ამასთანავე - უმნიშვნელოსა და არაარსებითს.
 +
 
 +
როდესაც ებრაული ცოცხალი ენა იყო, მას ტრადიცია იცავდა, მაგრამ ახლა, როდესაც ერი სხვა ენაზე მეტყველებდა, დღის წესრიგში დადგა ხელნაწერების სწორად ამოკითხვის პრობლემა. ამისათვის კი საჭირო იყო მეცნიერულ-არქეოგრაფიული მუშაობის ჩატარება. ეს მისია იკისრეს სწავლულმა რაბინებმა, რომელთაც საქმიანობის მიხედვით მასორეტები ანუ ტრადიციის შემნახველნი (მასორა - ტრადიცია) ეწოდათ. მათ ყველა სიტყვას დაუსვეს ხმოვნები, შეკრიბეს და ერთმანეთს შეუდარეს ძველი ხელნაწერები და განმარტებები. დაადგინეს მუხლების ზომა და პუნქტუაცია. ტექსტზე მუშაობის ასეთ კომბინაციას ეწოდება დიდი მასორა, ხოლო ცალკეულ საქმეს - მცირე მასორა. ეს სამუშაოები ებრაულ ტექსტებზე, რომელიც V ს-ში დაიწყო, შემდეგაც ასეთივე გულმოდგინებით გაგრძელდა.
 +
 
 +
ებრაელებმა გააკეთეს ყველაფერი, რათა წმიდა ტექსტები შეენარჩუნებინათ უცვლელად და დაუმახინჯებლად. ჩვენამდე მოღწეულ ტექსტთა ერთნაირობა სერიოზული საბუთია იმისა, რომ ძველი აღთქმის წიგნები მთავარში და არსებითში მაინც უცვლელად არიან შემონახულნი.
 +
 
 +
ახალი აღთქმის ყველა წიგნი ბერძნულ ენაზე დაიწერა. გამონაკლისი უნდა იყოს მათეს სახარება, რომელიც, შესაძლებელია, არამეულად დაიწერა და შემდეგ ითარგმნა ბერძნულად.
  
* I - ძველი,
+
ბერძნული ენის რომელ დიალექტზე დაიწერა ბიბლიის ეს მონაკვეთი?
* II - საბაწმიდური,
+
* III - თვით წმ. გიორგისა.
+
+
წმ. გიორგი ქებით იხსენიებს წმ.  ექვთიმეს თარგმანსაც. წმ. გიორგიმ შეასწორა უგნურთაგან შებღალული სახარება. '''ე.ი. ქართულად „დაბადების“ სრული თარგმანი საქართველოში XI საუკუნემდე უკვე იყო.''' „დაბადება“ ნაწილ-ნაწილ ითარგმნებოდა სხვადასხვა  დროს, სხვადასხვა პირთაგან და სხვადასხვა ადგილას - თვით საქართველოში, პალესტინაში, სირიაში, კონსტანტინოპოლში და ათონზე.
+
  
დროთა განმავლობაში ხელნაწერი ქართული ბიბლია ისევ დამახინჯდა ზოგჯერ უნებურად გადამწერთაგან, ზოგჯერ შეგნებულად, ამიტომ არჩილ მეფემ რუსეთში გადასახლების შემდეგ იგი შეავსო სლავიანური თარგმანებიდან, მაგრამ მაინც ბევრი შეცდომა გაიპარა გადამწერთაგან, რომელთა კვლავ შესწორება გადაწყვიტა მეფე ბაქარ ვახტანგის ძემ. მისი და სასულიერო კრების დადგენილებით, ეს მძიმე ტვირთი თავის მხრებზე აიღო ვახუშტი ბატონიშვილმა, რომელმაც არა მარტო შეასწორა და შეავსო „დაბადების“ გამოტოვებული ადგილები, არამედ შეადარა კიდეც ბერძნულ, ებრაულ, ლათინურ, ასურულ და სომხურ დაბადებებს, დაყო თავებად და მუხლებად.
+
- ძირითადად კოინეზე. ესაა საერთო-სახალხო, ყველასათვის გასაგები და ხელმისაწვდომი მეტყველება.
  
წიგნების ბეჭდვის შემოღების შემდეგ პირველად ქართულად დაიბეჭდა „დავითნი“ 1705 წ. მოსკოვში. თბილისში სახარება პირველად დაიბეჭდა 1709 წ, ხოლო მთლიანად „დაბადება“, ჯერ მოსკოვში 1743 წ. („ბაქარისეული“), შემდეგ თბილისში - 1884 წ.
+
ენისა და სტილის უბრალოება შეესაბამება სახარებისა და ზოგადად ქრისტეს მოძღვრების არსებას, - მის ხალხურობას, საყოველთაობას.
  
ეს უფრო მეტად იყო არეულ-დარეული, ვიდრე ბაქარის დაბადება. იგი ერთხელ კიდევ შეასწორა 1896 წ. დანიშნულმა ბიბლიის შემსწორებელმა ახალმა კომიტეტმა, მაგრამ დაიბეჭდა მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეული.
+
====ბიბლია და სტამბა====
 +
ბიბლია იოჰან გუტენბერგის გამოგონების პირმშოა. 1445 წელს დაისტამბა საღმრთო წერილის ფრაგმენტები გერმანულ ენაზე, რასაც მოჰყვა ლათინური ვულგატა, რომელიც დღემდე პოლიგრაფიის შედევრად რჩება.
  
ყველაზე სრული და შემოწმებული ბიბლია დაიბეჭდა ახალი ქართული თარგმანით ჩვენი პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით 1989 წ.
+
ამა თუ იმ ქვეყნის სტამბის ისტორია საღვთო წიგნის გამოცემით იწყება. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. პირველი ქართული წიგნები, რომლებიც დაისტამბა, საღვთო წერილისა იყო (თუმცა ქართული ანბანი უფრო ადრე ეზიარა სტამბას, რომში). ეს წიგნებია: „დავითნი“ (მოსკოვი, 1705) და „სახარება“ (თბილისი, 1709). სრული ბიბლია კი 1743 წელს დაისტამბა მოსკოვში.
  
ხაზი 70: ხაზი 128:
  
== წყარო ==
 
== წყარო ==
* ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
პაპუაშვილი ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 - 232გვ. ; 20სმ. - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ.: გვ. 225
* პაპუაშვილი ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
+
* პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
+
* მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
+
  
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:ბიბლია]]
 
[[კატეგორია:ბიბლია]]
 
[[კატეგორია:წმინდა წერილები]]
 
[[კატეგორია:წმინდა წერილები]]

15:49, 24 აგვისტო 2017-ის ვერსია

გუტენბერგის ბიბლია

ბიბლია - ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წიგნებს („ბიბლონ“-წიგნი). იგულისხმება არა ნებისმიერი, არამედ ღვთივშთაგონებული და სულიწმიდის მადლით აღვსილი წიგნების კრებული. ბიბლია ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა საერთო სახელწოდებაა. ეს ტერმინი დაამკვიდრეს IV ს-ის დიდმა მამებმა იოანე ოქროპირმა და ეპიფანე კვიპრელმა.

სარჩევი

ეტიმოლოგია

ეტიმოლოგიურად „ბიბლონ“ უკავშირდება ეგვიპტური მცენარის „პაპირუსის“ (ქართულად „ჭილის“) ბერძნულ შესატყვისს - ,,ბიბლოს“, რომელიც, გარდა მცენარისა - პაპირუსისა ანუ ჭილისა, ეწოდებოდა იმავე მცენარისაგან დამზადებულ საწერ მასალას, ტყავის (ეტრატის ანუ პერგამენტის), ანდა ქაღალდის მაგიერ რომ გამოიყენებოდა. ამ სიტყვამ („ბიბლოს“) შემდეგ წიგნის მნიშვნელობა შეიძინა.

ბიბლიას, „საღვთო წერილისა“ და „წმიდა წერილის“ გარდა, შეიძლება ვუწოდოთ „წიგნთა-წიგნი“, „თვით-წიგნი“, მარტივად „წიგნი“, „წერილი“. როდესაც იტყვიან: „წიგნი გვაუწყებს“, „წერილი გვაუწყებს“, „წიგნის“ ქვეშ ბიბლია იგულისხმება.

შემადგენლობა, შინაარსი, ავტორები

წიგნები, რომლებსაც ბიბლიურს უწოდებენ, ჯგუფდება ორ კატეგორიად: კანონიკური ანუ დაბეჭდილი (ე.ი. ბეჭედდასმული) და არაკანონიკური ანუ დაუბეჭდავი. უკანასკნელთ ხშირად აპოკრიფულსაც ეძახიან („აპოკრიფი“ ბერძნული სიტყვაა და „დაფარულს“ ნიშნავს). კანონიკური ანუ წმიდა სულის მადლით დაბეჭდილი წიგნების ერთობლიობა სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია კანონის სახელით. „კანონი“ ხშირად ბიბლიის მნიშვნელობით იხმარება.

ბიბლია ორ ნაწილად იყოფა - ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. პირველს მიეკუთვნება წიგნები, რომლებიც დაწერილია ქრისტეს შობამდე და რომელთა ღვთიურობა აღიარებულია როგორც ებრაელების, ისე ქრისტიანების მიერ. მეორე აერთიანებს წიგნებს, რომლებიც მოციქულებისა და მახარებლების კალმითაა განსრულებული.

ღვთივშთაგონებული წიგნების რაოდენობა სხვადასხვა ტრადიციაში სხვადასხვაგვარია. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ბიბლიური წიგნის ავტორიტეტს ანუ სიწმიდეს ყველა ერთნაირი თვალით არ უყურებს.

ბიბლიის კანონიკური წიგნების რიცხვი, ძველი ტრადიციის თანახმად, უდრის 49-ს. აქედან 22 განეკუთვნება ძველ აღთქმას, 27 - ახალს.

რა არის „აღთქმა?“

ქართული „აღთქმის“ შესატყვისებია: ებრ. „ბერით“, ბერძნ. „დიათეკე“, ლათ. „ტესტამენტუმ“, რუს. „ზავეტ“. მათი მნიშვნელობებია - ანდერძი, დაპირება, კავშირი, ხელშეკრულება. „ძველი აღთქმა“ გულისხმობს იმ დაპირებას, იმ კავშირს, იმ ხელშეკრულებას და იმ ანდერძს, რომელიც ქრისტეს შობამდე აღუთქვა ღმერთმა ადამიანს. ფაქტობრივად, ესაა ხელშეკრულება ორ სუბიექტს - ღმერთსა და ადამიანს - შორის. ისტორიის კონკრეტულ ჟამს ღმერთი განკაცდა ქრისტე იესოში, რომელმაც აღთქმა განაახლა და მისი შინაარსი სრულყო. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ორივე აღთქმა არსებით ერთი და იგივეა. აქ საქმე ერთი მთელის სხვადასხვა საფეხურებთან გვაქვს. ადამიანისა და ღვთის ურთიერთობის ისტორია სხვა არაფერია, თუ არა აღთქმის შინაარსის ეტაპობრივად გაცხადება და დაზუსტება, ამ შინაარსის გაღრმავება.

უზენაესი ღმერთი - ყოვლადწმიდა სამება - ერთიანი ნებით და მადლით ისტორიის კონკრეტულ ჟამსა და ალაგს ეცხადებოდა სათნო და მართალ ადამიანებს, რჩეულ პიროვნებებს და აუწყებდა სიბრძნეს და მეცნიერებას. ეს ადამიანები ცნობილი არიან წინასწარმეტყველებად და მოციქულებად.

წინასწარმეტყველნი ძველი აღთქმის ავტორები არიან, მოციქულნი - ახლისა. აქვე უნდა ითქვას, რომ ძველი აღთქმის ყველა ეპიზოდი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი, არის მინიშნება ახალ აღთქმაზე. ნეტარი ავგუსტინეს თქმით: „ძველ აღთქმაში დაფარულია ახალი აღთქმა და ახალ აღთქმაში გაცხადებულია ძველი“.

ძველი აღთმა

ბიბლიის პირველ ხუთ წიგნს - ხუთწიგნეულს-ებრაულად, დედნის ენაზე, ეწოდება თორა (კანონი). მათ ავტორად ანუ ჩამწერად ითვლება ღმერთთანმეტყველი მოსე, რომელმაც მამების რჯული აღადგინა, მონობის ქვეყნიდან გამოიყვანა ერი და აუწყა ზეციური განგება: მცნება და კანონი. მაშასადამე, მოსეს მიეწერება ხუთი წიგნი, სადაც მოთხრობილია ქვეყნის შექმნისა და ადამიანის გაჩენის ამბავი, პირველი ცოდვა და მისი შედეგი, სამოთხიდან გამოსვლა და კაცობრიობის გამრავლება, რჩეული ერის - ისრაელის - თავგადასავალი აღთქმულ ქვეყანაში მისვლამდე.

ძველი აღთქმის დანარჩენ წიგნებში ასახულია ებრაელი ერის თვითდამკვიდრებისა და თვითაღშენების პროცესი; 12 ტომის მონოლითურ სახელმწიფოდ გაერთიანებისა და ამ სახელმწიფოს დაშლის ამბავი; ომები გარეშე თუ შინაურ მტრებთან; კვლავ მონობა, კვლავ გაფანტვა და მაინც - ხსნის იმედი და მოლოდინი. აქ არის სიბრძნე, აქ არის შეგონება, აქ არის პოეზია. მათი ავტორები, წინასწარმეტყველები, აღწერენ ცხოვრების ავსაც და კარგსაც, დაუფარავად და პრინციპულად ამხილებენ დიდსა თუ მცირეს, თავიანთ თავსაც და უცხო ძალასაც. წინასწარმეტყველთაგან, რომლებიც ბიბლიური წიგნების ავტორებად, უფრო ზუსტად, ღვთის კალმებად არიან ცნობილნი, გამორჩეული ადგილი უჭირავთ: ისუ ნავეს ძეს, დავით მეფეს, რომლის წიგნს (საგალობელთა კრებულს) ქართულად „ფსალმუნნი“ ან „დავითნი“ ეწოდება, სოლომონ მეფეს - ბრძენს, რომელსაც მიეწერება სამი კანონიკური წიგნი (იგავნი, ეკლესიასტე, ქება-ქებათა) და ერთი არაკანონიკური (სიბრძნე). მათ მოჰყვებიან წინასწარმეტყველები დიდნი (ესაია, იერემია, ეზეკიელი და დანიელი) და მცირენი რიცხვით 12 (ოსია, იოველი, ამოსი, აბდია, იონა, მიქია, ნაუმი, ამბაკუმ, სოფონია, ანგია, ზაქარია, მალაქია).

თანამედროვე ებრაული ტრადიციის მიხედვით, რომელსაც მასორეტულს უწოდებენ, ძველი აღთქმა დაყოფილია 39 წიგნად. მათ აჯგუფებენ სამ ნაწილად.

პირველს ეწოდება კანონი ანუ რჯული (თორა) და შეიცავს მოსეს ხუთწიგნეულს: დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვნი, მეორე რჯული. მეორე ნაწილს კი - წინასწარმეტყველნი და შეიცავს წიგნებს: ისო ნავეს ძე, მსაჯულნი, პირველი და მეორე მეფეთა ანუ სამოელის წიგნები (ითვლება ერთ წიგნად), მესამე და მეოთხე მეფეთა (ითვლება ერთ წიგნად), ესაია, იერემია, ეზეკიელი, თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი (ითვლება ერთ წიგნად). მესამე ნაწილს ეწოდება წერილნი და შეიცავს შემდეგ წიგნებს: იობი, რუთი, ფსალმუნნი, იგავნი, ქებათა-ქება, ეკლესიასტე დანიელი, იერემიას გოდება, ეზრა და ნეემია (ითვლება ერთ წიგნად), პირველი და მეორე ნეშტთა (ითვლება ერთ წიგნად) და ესთერი. თუ რუთისა და მსაჯულთა წიგნებს გავაერთიანებთ ერთ წიგნად და, ასევე, იერემიას გოდებასა და იერემიას წინასწარმეტყველებას ერთ წიგნად ჩავთვლით, მივიღებთ 22 წიგნს. იოსებ ფლაბიოსის მოწმობითაც ძველად ებრაელები სწორედ 22 წიგნს თვლიდნენ მათი ანბანის 22 ასო-ნიშნის შესაბამისად.

ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნები

ბიბლიის ბერძნულ თარგმანში, რომელიც სეპტუაგინტას („სამოცდაათისეული“) სახელითაა ცნობილი, შესულია ძველი აღთქმის სხვა წიგნებიც: ეპისტოლე იერემიასი და ბარუქი, ტობითი, ივდითი, სიბრძნე სოლომონისა, სიბრძნე ზირაქისა, მე-2 და მე-3 ეზრა, მაკაბელთა სამი წიგნი და კიდევ: ზოგიერთი ნაწყვეტი, ჩართული კანონიკურ წიგნებში, როგორიცაა:

  1. ესთერის წიგნის ის მონაკვეთი, რომელიც არაა დანომრილი მუხლობრივად ბერძნულ და სლავურ ბიბლიაში;
  2. მანასეს ლოცვა მე-2 ნეშტთას ბოლოში;
  3. სამი ყრმის სიმღერა დანიელის წიგნში (მე-13 თავი);
  4. მოთხრობა სუსანაზე (იქვე) და
  5. ბელსა და გველეშაპზე (იქვე, თ. 14)

ეს წიგნები და ნაწყვეტები ებრაულ ბიბლიაში არ არის. ისინი გამოჩნდნენ ბერძნულ ენაზე და სხვადასხვა დროს შეიტანეს ბიბლიაში. ეკლესია არ აღიარებს მათ კანონიკურ წიგნებად, მაგრამ მიიჩნევს აღმზრდელობითად და სულის მარგებლად.

ხალი აღთქმა

ახალი აღთქმის წიგნების ის თანმიმდევრობა, რომელიც ქართულ გამოცემებშია, უძველესია. ამას ადასტურებს ბიბლიის ალექსანდრიული და ვატიკანური ხელნაწერები (IV ს.), მოციქულთა კანონები, ლაოდიკიისა და კართაგენის კრებათა აქტები და სხვა, მაგრამ ყველგან ასე არაა. მაგალითად, ვულგატაში (ლათინურში) და ახალი აღთქმის ამჟამინდელ ბერძნულ გამოცემებში კათოლიკე ეპისტოლეები მოთავსებულია პავლეს ეპისტოლეთა შემდეგ, აპოკალიფსამდე.

პავლეს ეპისტოლეების განლაგების პრინციპი ასეთია: ჯერ წარმოდგენილია ეპისტოლეები, მიმართული მთლიანი ეკლესიებისადმი, შემდეგ - ის ეპისტოლეები, რომლებიც ცალკეული პირებისადმია გაგზავნილი.

კანონი

ძველი აღთქმის წიგნების ერთ კრებულად ჩამოყალიბება ხდებოდა თანდათანობით, ამ წიგნების გამოჩენასთან ერთად.

მითითებას რჯულის შემადგენლობისა და ძველი აღთქმის წიგნების სამ ნაწილად გაყოფის შესახებ ჩვენ ვხვდებით იესო ზირაქის ძესთან (220 წ. ქრისტეს შობამდე). სეპტუაგინტა (270 წ. ქრისტეს შობამდე) იმის დასტურია, რომ ძველი აღთქმის ყველა კანონიკური და არაკანონიკური წიგნი შედიოდა ერთ კრებულში, რადგან ისინი ერთ თარგმანში არიან წარმოდგენილნი.

როდის ჩამოყალიბდა კანონი ანუ რჯული, ე.ი. ძველი აღთქმა მთლიანად? ზუსტად ვერ ვიტყვით. მითითებას „რჯულის“ თანდათანობით შედგენის შესახებ ჩვენ ვხვდებით თვითონ წმინდა წიგნებში: როდესაც მოსემ რჯულის ყველა სიტყვა ჩაწერა წიგნში და შესანახად გადასცა ლევიანებს, ბრძანა, დაედოთ იგი აღთქმის კიდობნის გვერდით (2 რჯული 31:24-26). ისო ნავეს ძემ ღვთის სიტყვები და გამოცხადებები საღვთო რჯულის წიგნში ჩაწერა ანუ შეუერთა მოსეს ხუთწიგნეულს (იესო 24:26). სამუელმა გამოუცხადა ხალხს მეფის უფლებანი, წიგნში ჩაწერა და უფლის წინაშე დადო (1 მეფ. 10:25).

სამუელის მიერ დაარსებულ წინასწარმეტყველთა სკოლებიდან გამოვიდნენ შემდეგდროინდელ მოვლენათა აღმწერნი - წინასწარმეტყველები: ნათანი, გადი და სხვები, რომლებიც ითვლებიან წმიდა მწერლებად და წმიდა წერილის მცველებად.

წმიდა წიგნები ინახებოდა წმიდათა წმიდაში, აღთქმის კიდობნის გვერდით. ისინი ცნობილნი იყვნენ ლევიანთა და მღვდელთათვის; ივსებოდნენ ახალი ჩანაწერებით ძველი აღთქმის მამების მიერ და ინუსხებოდნენ ხოლმე საეკლესიო თუ საერო მიზნებისათვის.

საღვთო წიგნების კრებულად გაერთიანება დასრულდა ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ეზრას, ნეემიას და უკანასკნელ წინასწარმეტყველთა მიერ.

ახალი აღთქმის კანონიც თანდათან იქმნებოდა ამა თუ იმ წიგნის სამოციქულო წარმომავლობის დადგენის ან უარყოფის კვალდაკვალ, საკითხის გულმოდგინედ შესწავლის საფუძველზე.

წიგნი, რომელსაც პირველი ქრისტიანები კითხულობდნენ, იყო ძველი აღთქმა. მალე, პირველსავე საუკუნეში, გამოჩნდა სახარებები და მოციქულთა ეპისტოლეები, მასთან ერთად - ნაყალბევი თხზულებებიც იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ. I-II საუკუნეებში დაიწერა იმ მამათა თხზულებები, რომლებიც ეკლესიაში ცნობილნი და პატივცემულნი იყვნენ როგორც მოციქულთა უშუალო მოწაფეები და მოწაფეთა მოწაფეები: კლიმენტი, პოლიკარპე, ეგნატე და სხვანი, რომლებიც სამოციქულო კაცებად იწოდებიან. ამდენად, ეკლესიას ჰქონდა ზუსტი განსაზღვრის შესაძლებლობა, თუ რომელი წერილი ჩაეთვალა ჭეშმარიტად სამოციქულოდ, წმინდად და ღვთივშთაგონებულად და გაემიჯნა ასეთი წერილები ანუ წიგნები როგორც ყალბი და არაჯანსაღი მოძღვრების შემცველი თხზულებებისაგან, ისე იმ თხზულებებისაგან, რომლებიც ეკუთვნოდნენ არა უშუალოდ მოციქულებს, არამედ - მოციქულთა მოციქულებს. უკანასკნელთა თხზულებები, რა თქმა უნდა, შეიცავდა ჯანსაღ და სწორ მოძღვრებას, მაგრამ ისინი მაინც ადამიანური წარმომავლობის იყო და მნიშვნელობით ვერ შეედრებოდა ღვთაებრივ და გამოცხადებულ წერილს.

II ს-ში ეკლესიაში ეჭვის ქვეშ არავინ აყენებდა ოთხი სახარების, მოციქულთა საქმეების, პავლეს ცამეტი ეპისტოლის, პეტრეს პირველი ეპისტოლის და მოციქულ იოანეს პირველი ეპისტოლის ჭეშმარიტებას და ორიგინალურობას. იმ დროისათვის ეს წიგნები შეადგენდნენ საერთო-საყოველთაო კანონს. ახალი აღთქმის დანარჩენმა ნაწილმა საყოველთაო აღიარება გვიან მოიპოვა. მაგალითად: ორიგენე III ს-ში ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რომ ეპისტოლე ებრაელთა მიმართ, ეპისტოლეები იაკობისა, იუდასი, მეორე პეტრესი, მეორე და მესამე იოანესი იყო ნამდვილი და ჭეშმარიტი. დასავლეთში დიდხანს ყოყმანობდნენ ებრაელთა მიმართ ეპისტოლესთან დაკავშირებით, აღმოსავლეთში - აპოკალიფსთან დაკავშირებით.

მოციქულთა წერილებთან ერთად დიდი პატივისცემით სარგებლობდა და IV ს-მდე ეკლესიაში ლიტურგიკული დანიშნულებაც ჰქონდა ზოგიერთ ეპისტოლეს. პირველ რიგში უნდა დავასახელოთ პაპი კლიმენტისა და ბარნაბას ეპისტოლეები და ერმიასის „მწყემსი“.

საეკლესიო ისტორიკოსი ევსევი (IV) ახალი აღთქმის წიგნებს სამ კატეგორიად ყოფს:

  1. ეკლესიის ერთსულოვანი აზრით და დასტურით მოციქულთა ხელიდან გამოსული თხზულებანი - ოთხი სახარება, საქმენი მოციქულთა, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პირველი იოანესი და პირველი პეტრესი.
  2. საყოველთაოდ არაღიარებულნი და სადავონი. მათგან ზოგიერთნი: ეპისტოლე იაკობისა, იუდასი, 2 პეტრესი, 2-ე და 3-ე იოანესი და აპოკალიფსი ეკლესიამ საბოლოოდ მაინც აღიარა და შეიტანა კანონში. სხვანი კი, როგორიცაა: საქმენი პავლესი, ერმიასის „მწყემსი“, პეტრეს აპოკალიფსი, ბარნაბას ეპისტოლე, მოციქულთა სწავლანი („დიდაქე“) და სახარება ებრაელთა მიმართ, მათი არამოციქულებრივი წარმომავლობის გამო, არ შეიტანეს კანონში;
  3. უეჭველად არამოციქულებრივი და უდავოდ ერეტიკულიც კი.

კანონის საბოლოო ვარიანტი შეიმუშავეს ლაოდიკიის, ჰიპონიის, კართაგენისა და რომის კრებებმა IV-V სს-ში. ამ მხრივ დიდია პაპი ინოკენტი I-ისა და, განსაკუთრებით, პაპი გელასის ღვაწლი. უკანასკნელმა დაახლოებით 493 წელს გამოაქვეყნა დეკრეტი, რითაც საბოლოოდ განისაზღვრა კანონი. ამის შემდეგ იქ შეტანილი წიგნების წინააღმდეგ აქა-იქ ცალკეული გაუბედავი ხმები თუ ისმოდა. მხოლოდ გერმანულმა რეფორმაციამ დააყენა ეჭვის ქვეშ ახალი აღთქმის ზოგიერთი წიგნის კანონიკური ღირსება. ლუთერმა გაბედა და აპოკრიფული უწოდა აპოკალიფსსა და ეპისტოლეს ებრაელთა მიმართ. მის კვალდაკვალ სხვა ლუთერელი ღვთისმეტყველებიც მეორეხარისხოვანს უწოდებდნენ იმ წიგნებს, რომლებიც ძველად დავას იწვევდნენ (2 პეტრე, 2 და 3 იოანე, იაკობი, იუდა, ებრაელთა მიმართ ეპისტოლე და აპოკალიფსი), თუმცა კანონში მაინც ტოვებდნენ მეორეხარისხოვანი წიგნების უფლებით და, მაშასადამე, ღირსებით საღმრთო წერილის დანარჩენ ნაწილთან არ ათანაბრებდნენ.

XVIII ს-ის შუა წლებიდან დასავლეთ ევროპაში აღორძინდა რაციონალიზმი, რომელმაც უარყო რწმენა და წერილის ღვთივშთაგონებულობა; მან ლაშქრობა დაიწყო და თავი მოუყარა არგუმენტებს არა მხოლოდ ცალკეული წიგნების, არამედ მთელი წერილის წინააღმდეგ. თუმცა ეს მიმდინარეობა კათოლიკეებისა და ორთოდოქსი პროტესტანტების ერთსულოვან და საფუძვლიან წინააღმდეგობას წააწყდა.

ბიბლიოლოგიის საკვანძო საკითხები

ბიბლია იწერებოდა 13 საუკუნის განმავლობაში (XIII-I). უძველესია მოსეს „ხუთწიგნეული“, უგვიანესი იოანეს „გამოცხადება“.

მოსეს რჯული განკუთვნილი იყო „რჩეული ერისათვის“, ებრაელებისათვის და, ბუნებრივია, ძველი აღთქმა დაიწერა მათსავე ენაზე. უძველეს ტექსტს ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია მხოლოდ IX-Xსს-ის ხელნაწერები. ესენია: პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის სახ. ბიბლიოთეკის, ბრიტანეთის მუზეუმის და კიდევ რამდენიმე, რომელთა გვერდით დგას ე.წ. ლაილაშის ბიბლია, რომელიც დაცულია თბილისის კ.კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში. უძველესი ხელნაწერების ფრაგმენტები 1948 წელს მკვდარი ზღვის აუზში აღმოჩნდა. ისინი ცნობილია ყუმრანის ხელნაწერების სახელით, რომელთა მეცნიერული შესწავლა დღესაც გრძელდება.

ქრისტიანულმა სამყარომ ძველი აღთქმა უმთავრესად ბერძნულენოვანი თარგმანით გაიცნო. ძვ.წ. VI ს-ში ისრაელის სამეფო ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, დაიპყრო და „რჩეული ერის“ დიდი რაოდენობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტა. ნაწილი მცხეთის სანახებს მოადგა და ჩვენს მიწა-წყალზე ჰპოვა თავშესაფარი. ნაწილი - აღმოსავლეთში, ნაწილიც დასავლეთში გაიხიზნა. მათ თანდათან დაივიწყეს დედაენა. ამის გამო რაბინთა წინაშე დადგა საკითხი საღმრთო წერილის მორწმუნეთათვის გასაგებ ენაზე თარგმნისა. ეს იდეა მომწიფდა ალექსანდრიის ებრაულ დიასპორაში, რომლის საურთიერთო და სააზროვნო ენა ბერძნული იყო. გამოიკვეთა ამ ენაზე ძველი აღთქმის თარგმნის აუცილებლობა, რამაც ხორცი პტოლემეოს ფილადელფოსის დროს შეისხა. შემონახულია გადმოცემა: 270 წ-ს ალექსანდრიაში 70 (უფრო ზუსტად, 72) მთარგმნელი შეკრიბეს და ორ-ორად დააჯგუფეს. მთარგმნელები დასხდნენ ცალ-ცალკე ოთახებში და მუშაობდნენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. მათი თარგმანები (გამოვიდა 35) იდენტური აღმოჩნდა, რაც ღვთის მადლისა და ნების მაუწყებლობად ჩაითვალა. აღნიშნულ თარგმანს ბერძნულად ჰებდომეკონტა, ლათინურად სეპტუაგინტა ანუ სეპტანტა (სამოცდაათისეული) უწოდეს. იგი გავრცელდა ბერძნულენოვან სამყაროში და საფუძვლად დაედო ახალ, სხვაენოვან თარგმანებს, გარდა ლათინურისა. უშუალოდ ებრაელი დედნიდან ბიბლია ამ ენაზე IV ს-ის საეკლესიო მოღვაწემ ნეტარმა იერონიმემ 386-406 წლებს შორის თარგმნა.

ძვ.წ. II-III სს-ში ბერძნულ ენაზე ძველი აღთქმის კიდევ სამი თარგმანი აღმოცენდა. ესენია: აკვილას, სვიმახოსისა და თეოდოტიონის. მათი მიზანი იყო წარმოედგინათ ებრაული ტექსტის სრული შესატყვისი, მოეცათ ზედმიწევნითი თარგმანი. მიუხედავად ამისა, ამ თარგმანებმა საყოველთაო აღიარება ვერ ჰპოვეს, თუმცა ღვთისმეტყველები ყოველთვის უწევდნენ ანგარიშს და მათ მონაცემებს ითვალისწინებდნენ. სეპტანტის ხელნაწერების არშიებზე, ამა თუ იმ ადგილის გასწვრივ, ხშირად ვხვდებით მინაწერებს იმის შესახებ, თუ როგორ იკითხება მოცემული მუხლი აღნიშნულ თარგმანებში. ასეთ შრომას, კატენის სახელით რომაა ცნობილი, მეცნიერული მიზანი ჰქონდა. სამღვდელმსახურო (ლიტურგიკულ) პრაქტიკაში ყოველთვის და ყველგან 70-თა თარგმანს იყენებდნენ.

სეპტუაგინტას პირვანდელ ვარიანტს ჩვენამდე არ მოუღწევია. ის დაყოფილია სამ უმთავრეს რედაქციად. აკადემიკოს კორნელი კეკელიძის თქმით, „ბიბლიოლოგიის ყურადღება ახლა მიქცეულია იქითკენ, რომ ეს თარგმანი როგორმე აღდგენილ იქნეს. ამას კი შესაძლებლად ცნობენ სხვადასხვა ენაზე ნათარგმნ ტექსტთა მეოხებით, რომელთაც, უეჭველია, საფუძვლად დაედო ერთ - ერთი ქვემოდასახელებულ სამ რედაქციათაგან. ეს რედაქციებია: ორიგენის ჰეგზაპლები, რომელიც პალესტინაში იყო გავრცელებული, ლუკიანეს, ანტიოქელი მღვდელმოწამისა მეოთხე საუკუნეში, რომელსაც ეწოდება კოინე და მიღებული იყო ანტიოქიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებში და ივსიქი ალექსანდრიელისა, რომელიც ალექსანდრიაში იყო მიღებული“.

ბიბლიის ქართული თარგმანები

ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმის) ძველ თარგმანთა შორის ქართული თარგმანი ერთერთი უძველესი თარგმანია. იგი ქართლის გაქრისტიანების (IV ს-ის 20-30-იანი წლები) ახლო ხანს უნდა აღმოცენებულიყო, რასაც უძველესი ქართული ხელნაწერები (ძირითადად - პალიმფსესტები) ცხადყოფს. ისინი V-VI სს-ით თარიღდება და მათ ფურცლებზე (პალიმფსესტების ქვედა ფენაში) ბიბლიის ქართული თარგმანის ნიმუშებია შემონახული.

ირკვევა, რომ ჩვენს წინაპრებს ბიბლიის სხვადასხვა წიგნი სხვადასხვა დროს დასხვადასხვა პირობებში უთარგმნიათ. მათ დედნად ბერძნული ორიგინალი გამოუყენებიათ (თუმცა ამ თემაზე მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა). შემდგომი ეპოქის (განსაკუთრებით - X-XI სს.) სწავლულებს პირველთარგმანებისათვის რევიზია ჩაუტარებიათ და გაუუმჯობესებიათ; დედნებთან მაქსიმალურად დაუახლოვებიათ და სტილისტურად გაუშალაშინებიათ.

ხელნაწერი წიგნები (კოდექსები), რომლებიც IX-XII სს-ით თარიღდებიან და ჩვენს სიძველეთსაცავებში არიან დაცული, ამ თვალსაზრისით მდიდარ მასალას შეიცავენ. ბევრი ბიბლიური წიგნის ძველი ქართული თარგმანი რამდენიმე რედაქციითაა ცნობილი. ამ რედაქციათაგან კანონიკური ტექსტის უფლება უპირატესად გიორგი მთაწმინდელის (XI ს.) თარგმან-რედაქციებმა მოიპოვა და ქართულენოვანი მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურებაში დღესაც ისინი გამოიყენება.

XX ს-ის 80-90-იან წლებში ბიბლია ახალ ქართულ ენაზეც ითარგმნა. ძირითადად ორი თარგმანი შესრულდა - საქართველოს საპატრიარქოსეული და სტოკჰოლმის ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტისეული. ორივე გამოცემულია. მათ გასაუმჯობესებლად და ახალი თარგმანების შესაქმნელად მუშაობა გრძელდება. ქვემოთ ძველი აღთქმისეული ადგილები უმეტესად ამოღებულია საპატრიარქოს გამოცემიდან (1989 წ.).

ბიბლიის ენა

ებრაელებს ჰქონდათ საკმარისი საშუალება და სწრაფვა, რათა დაეცვათ წმინდა წიგნები მნიშვნელოვანი ცვლილებებისაგან არა მხოლოდ შინაარსის, არამედ ფორმის და ენის მხრივაც. ბაბილონელთა ტყვეობის დროიდან სამეტყველო ენა გაემიჯნა სამწერლო ენას. კლასიკური ებრაული ხალხში აღარ ისმოდა და გაუგებარ გახდა. ებრაელებმა არამეულად დაიწყეს ლაპარაკი. ამ ენაზე უმარტავდნენ ხალხს კანონს, რომლის შინაარსი მათ მშობლიურ ენაზე უკვე აღარ ესმოდათ (ნეემია 8:1-8. შდრ. 13:23-25). ძველებრაული ენა დარჩა რელიგიის, წმინდა წიგნებისა და ლიტერატურის ენად.

ტყვეობის ხანიდან ებრაელები განსაკუთრებით მიეჯაჭვნენ ყოველგვარ ნაციონალურს და გამოწვლილვით იცავდნენ თავიანთ ადათებს. იერუსალიმის დანგრევის შემდეგ (I ს. ჩვ.წ.) სწავლული ებრაელები გადასახლდნენ ტიბერიაში, სადაც დააარსეს ცნობილი რაბინთა აკადემია. II ს-ში ჩვ.წ. იქვე შეიქმნა თალმუდისტთა საზოგადოება, რომელიც აერთიანებდა წმ. წერილის შემსწავლელებს და განმმარტებლებს. ისინი ერთმანეთს უდარებდნენ ხელნაწერებს, ასუფთავებდნენ ტექსტს შეცდომებისაგან, რომლებიც ეზრას დროიდან შეპარულიყო და ადგენდნენ წმ. წერილის ერთიან სახეს გრაგნილებისათვის. მათ დათვალეს სიტყვების და ასოების რიცხვიც კი თითოეულ წმიდა წიგნში. მაგალითად, შესაქმის წიგნში აღმოჩნდა 2078 სიტყვა და 78100 ასო. ასეთი სამუშაო, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა ტექსტის დაცვას დამახინჯებისა და გადაწერისმიერი შეცდომებისაგან.

ესაა მიზეზი, რომ თალმუდისტების ხელთ არსებული ტექსტი II-III სს-ისა ახლოს დგას თანამედროვე ტექსტთან. ყველა იმდროინდელ იკითხვისში ჩვენ ვხვდებით მხოლოდ 220 ვარიანტს. ამასთანავე - უმნიშვნელოსა და არაარსებითს.

როდესაც ებრაული ცოცხალი ენა იყო, მას ტრადიცია იცავდა, მაგრამ ახლა, როდესაც ერი სხვა ენაზე მეტყველებდა, დღის წესრიგში დადგა ხელნაწერების სწორად ამოკითხვის პრობლემა. ამისათვის კი საჭირო იყო მეცნიერულ-არქეოგრაფიული მუშაობის ჩატარება. ეს მისია იკისრეს სწავლულმა რაბინებმა, რომელთაც საქმიანობის მიხედვით მასორეტები ანუ ტრადიციის შემნახველნი (მასორა - ტრადიცია) ეწოდათ. მათ ყველა სიტყვას დაუსვეს ხმოვნები, შეკრიბეს და ერთმანეთს შეუდარეს ძველი ხელნაწერები და განმარტებები. დაადგინეს მუხლების ზომა და პუნქტუაცია. ტექსტზე მუშაობის ასეთ კომბინაციას ეწოდება დიდი მასორა, ხოლო ცალკეულ საქმეს - მცირე მასორა. ეს სამუშაოები ებრაულ ტექსტებზე, რომელიც V ს-ში დაიწყო, შემდეგაც ასეთივე გულმოდგინებით გაგრძელდა.

ებრაელებმა გააკეთეს ყველაფერი, რათა წმიდა ტექსტები შეენარჩუნებინათ უცვლელად და დაუმახინჯებლად. ჩვენამდე მოღწეულ ტექსტთა ერთნაირობა სერიოზული საბუთია იმისა, რომ ძველი აღთქმის წიგნები მთავარში და არსებითში მაინც უცვლელად არიან შემონახულნი.

ახალი აღთქმის ყველა წიგნი ბერძნულ ენაზე დაიწერა. გამონაკლისი უნდა იყოს მათეს სახარება, რომელიც, შესაძლებელია, არამეულად დაიწერა და შემდეგ ითარგმნა ბერძნულად.

ბერძნული ენის რომელ დიალექტზე დაიწერა ბიბლიის ეს მონაკვეთი?

- ძირითადად კოინეზე. ესაა საერთო-სახალხო, ყველასათვის გასაგები და ხელმისაწვდომი მეტყველება.

ენისა და სტილის უბრალოება შეესაბამება სახარებისა და ზოგადად ქრისტეს მოძღვრების არსებას, - მის ხალხურობას, საყოველთაობას.

ბიბლია და სტამბა

ბიბლია იოჰან გუტენბერგის გამოგონების პირმშოა. 1445 წელს დაისტამბა საღმრთო წერილის ფრაგმენტები გერმანულ ენაზე, რასაც მოჰყვა ლათინური ვულგატა, რომელიც დღემდე პოლიგრაფიის შედევრად რჩება.

ამა თუ იმ ქვეყნის სტამბის ისტორია საღვთო წიგნის გამოცემით იწყება. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. პირველი ქართული წიგნები, რომლებიც დაისტამბა, საღვთო წერილისა იყო (თუმცა ქართული ანბანი უფრო ადრე ეზიარა სტამბას, რომში). ეს წიგნებია: „დავითნი“ (მოსკოვი, 1705) და „სახარება“ (თბილისი, 1709). სრული ბიბლია კი 1743 წელს დაისტამბა მოსკოვში.

წყარო

პაპუაშვილი ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 - 232გვ. ; 20სმ. - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ.: გვ.225

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები