პეტრე გერალდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პეტრე გერალდი''' − სებასტოპოლისის (ცხუმის) კათოლიკეთა [[ეპის...)
 

მიმდინარე ცვლილება 02:14, 30 ივნისი 2024 მდგომარეობით

პეტრე გერალდი − სებასტოპოლისის (ცხუმის) კათოლიკეთა ეპისკოპოსი, რომელიც ამ პოსტზე 1318 დანიშნულ ბერნარ მორეს ცვლის, ძალზე მნიშვნელოვანია მისი 1330 წერილი, გაგზავნილი კენტერბერის არქიეპისკოპოსისა და ინგლისის სხვა ეპისკოპოსების მიმართ; მიუხედავად, ძირითადად, მისი სასულიერო ხასიათისა, იგი ნათლად ადასტურებს ევროპასა და დასავლეთ საქართველოს შორის არსებულ საერთაშორისო ურთიერთობებს, აღნიშნულ წერილში კიდევ ერთხელაა გაცხადებული, რომ საქართველოს ხელისუფლება „მზად არის მთელი თავისი ლაშქრით, დასავლეთის ქრისტიანებთან ერთად გასალაშქრებლად“, ანუ ავტორი პეტრე გერალდი დასავლეთს კვლავ ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ მოუწოდებს, ცხადი ხდება, რომ ამ დროს თბილისის გარდა კათოლიკური საეკლესიო კათედრა ცხუმშიც არსებობს. დასტურდება ლათინთა, ადგილობრივი მოსახლეობისა და მთავრის ინტენსიური ურთიერთობა, ხოლო, რაც შეეხება ცსუმს, ქალაქში ამ დროს რამდენიმე ეთნიკური ერთეული ცხოვრობს – ქართველები, ლათინები, მაჰმადიანები და ებრაელები.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები