პეტრე I დიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პეტრე I (რუსეთის მეფე)“ გადაიტანა გვერდზე „პეტრე I დიდი“ გადამის...)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Petre I.PNG|thumb|პეტრე I დიდი]]
 
'''პეტრე I დიდი''' – (1672-1725), რუსეთის მეფე 1682-დან, იმპერატორი – 1721-დან, სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი.  
 
'''პეტრე I დიდი''' – (1672-1725), რუსეთის მეფე 1682-დან, იმპერატორი – 1721-დან, სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი.  
  

02:00, 30 ივნისი 2024-ის ვერსია

პეტრე I დიდი

პეტრე I დიდი – (1672-1725), რუსეთის მეფე 1682-დან, იმპერატორი – 1721-დან, სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი.

პეტრე I-ის საგარეო პოლიტიკის ამოცანებს განსაზღვრავდა რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობა. რუსეთი მოწყვეტილი იყო ზღვებზე გასასვლელს. ამიტომ მეფობის პირველ წლებში პეტრე I შეეცადა, მოეპოვებინა გასასვლელი შავ ზღვაზე. ამ მიზნით რუსეთმა დაიწყო ომი თურქეთთან და ყირიმის სახანოსთან. პეტრემ დაიკავა აზოვი და დააარსა ტაგანროგი. მაგრამ ეს არ წყვეტდა პრობლემას. რადგანაც ქერჩის სრუტე თურქების ხელში რჩებოდა. თურქეთის წინააღმდეგ მოკავშირეების შეძენის მიზნით მან მოაწყო ე.წ. დიდი ელჩობა ევროპაში, ჰოლანდიამ, ინგლისმა და ავსტრიამ არ ისურვეს თურქეთთან ომში ჩაბმა. სამაგიეროდ პეტრე I-ს შვედეთის წინააღმდეგ კავშირს სთავაზობდნენ საქსონია და პოლონეთი. 1698 რაეაში სამ სახელმწიფოს შორის დაიდო ხელშეკრულება შვედეთთან ომის დაწყების შესახებ. რაეის ხელშეკრულება შემობრუნების პუნქტი იყო პეტრე I-ის საგარეო პოლიტიკაში – იგი უარს ამბობდა შავ ზღვაზე და იწყებდა ბრძოლას ბალტიის ზღვის სანაპიროების დაუფლებისათვის. 1700 დადო ზავი თურქეთთან და ომი გამოუცხადა შვედეთს. 1710-თვის რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ბალტიის ზღვის სანაპირო რიგიდან ვიბორგამდე. შვედეთთან სამხედრო მოქმედების გაგრძელებას ხელი შეუშალა თურქეთის მიერ ომის გამოცხადებამ. თურქეთი თხოულობდა აზოვის დაბრუნებას. მდ. პრუტთან რუსეთის არმია თურქების რკალში მოექცა და პეტრე I იძულებული გახდა დაეწყო საზავო მოლაპარაკება. პრუტის საზავო ხელშეკრულებით 1711 რუსეთი თურქეთს უთმობდა აზოვს და ანგრევდა ტაგანროგის სიმაგრეებს. თურქეთთან ზავის დადების შემდეგ განაახლა საომარი მოქმედება შვედეთის წინააღმდეგ.

განსაკუთრებულ დიპლომატიურ წარმატებებს რუსეთმა მიაღწია 1716-თვის. ამ დროისათვის რუსეთთან ერთად კოალიციაში შედიოდნენ რეჩ პოსპოლიტა, საქსონია, პრუსია, ჰანოვერი, დანია. შვედეთი პოლიტიკურ იზოლაციაში მოექცა. რუსეთის წარმატებებმა შეაშფოთა ინგლისი, რომელმაც შეძლო ჩრდილოეთის კავშირის გათიშვა – ინგლისის გავლენით დანიის მეფემ მოითხოვა რუსთა ჯარების გაყვანა დანიიდან, ხოლო ჰანოვერმა და გერმანიის იმპერატორმა მოითხოვეს მათი გაყვანა მეკლენბურგიდან. ინგლისის დიპლომატიის ნეიტრალიზაციის მიზნით 1717 პეტრე I ჩავიდა პარიზში, იმავე წელს საფრანგეთთან და პრუსიასთან დაიდო ამსტერდამის ხელშეკრულება, რის შედეგადაც საფრანგეთმა შეწყვიტა შვედეთის სუბსიდირება. 1721 რუსეთსა და შვედეთს შორის დაიღო ნიშტადტის საზავო ხელშეკრულება. შვედეთი რუსეთს უთმობდა ლიფლასდიას, ესტლანდიას, ინგრიას და კარელიის ნაწილს კიბორგითურთ.

შვედეთთან ომის დამთავრებისთანავე რუსეთმა დაიწყო ომი ირანთან. მანამდე, ჯერ კიდევ 1720 პეტრე I-მა სამხედრო-პოლიტიკური კავშირი დადო ვახტანგ VI-თან. რუსებმა დაიკავეს დერბენდი, ბაქო, რეშთი. პეტერბურგის საზავო ხელშეკრულებით (1723) ირანი რუსეთს უთმობდა ბაქოს, ღერბესდს, აგრეთვე გილანის, მაზანდარანისა და ასტრაბადის პროვინციებს.

რუსეთის მიერ კასპიისპირეთის პროვინციების დაპყრობამ გაამწვავა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა, მაგრამ საქმე დიპლომატიური გზით მოგვარდა – 1724 წლის ივლისში კონსტანტინოპოლში დაიდო რუსეთ-თურქეთის შეთანხმება. თურქეთი ცნობდა რუსეთთან კასპიისპირეთის შეერთებას. სამაგიეროდ რუსეთი ცნობდა თურქეთის მიერ აღმოსავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ სომხეთის დაპყრობას.

პეტრე I-მა განახორციელა უმნიშვნელოვანესი გარდაქმნები სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში, შემოიღო რეკრუტული სამსახური, შექმნა რეგულარული არმია და სამხედრო ფლოტი, დააარსა ახალი დედაქალაქი – პეტერბურგი, აშენებდა ციხესიმაგრეებს, არხებსა და სხვა.

პეტრე I-ის რეფორმები ძირითადად ხალხის მასების ექსპლუატაციის ხარჯზე ტარდებოდა, რამაც რუსეთში გამოიწვია სახალხო აჯანყებები, რომლებიც სასტიკად იქნა ჩახშობილი. პეტრე I დაუნდობლად უსწორდებოდა, აგრეთვე, მისი პოლიტიკური კურსის მოწინააღმდეგეებს რუსეთის გაბატონებული კლასიდან.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები